კეტოსპრეი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კეტოპროფენი/KETOPROFEN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
10% აეროზოლი 25მლ ფლაკონი # 1
პრეპარატის 1 გ შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს:
კეტოპროფენს …………… 100 მგ
არააქტიურ ინგრედიენტებს: პროპილენგლიკოლს 100.00 მგ, იზოპროპანოლს 80.00 მგ, NAT 8539 100.00 მგ, სოიოს ლეციტინს 76% 75.00 მგ, უწყლო ეთანოლს 25.00 მგ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატს 5,7 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდს 15,5 მგ, პიტნის ზეთს 1,5 მგ, გაწმენდილ წყალს 594,8 მლ
აღწერა:
გამჭირვალე მოყვითალო ხსნარი იზოპროპილის სპირტის და პიტნის სუნით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კეტოპროფენი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანალგეზიური მოქმედება.
კეტოპროფენი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზის აქტივობას, რაც ხელსუწყობს ქსოვილებში პროსტაგლანდინების (PgF2a, PgE2) წარმოქმნის დაქვეითებას. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება უფრო მაღალი აქვს ვიდრე ასპირინს.
ფარმაკოკინეტიკა:
ჩაატარეს კლინიკურ კვლევა მოხალისეებზე – კეტოპროფენის 150 მგ სპრეის სახით გამოყენებისას (სპრეის 3 მლ შეესაბამება 300 მგ კეტოფროფენს) ზურგის არეში.
პლაზმაში ნივთიერების მაქსიმალურმა კონცენტრაციამ საშუალოდ შეადგინა 103 მგ/მლ, Tmax 14 საათი. დოზის მხოლოდ 4.15% დაექვემდებარა სისტემურ აბსორბციას, პლაზმაში თავისუფალი კეტოპროფენის რაოდენობა არ აღემატა გამოყენებული დოზის 0.13%. ზემოთ აღნიშნულმა ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ პლაზმაში კეტოპროფენის კონცენტრაცია არ აღწევს იმ დონეს, რომელიც იწვევს სისტემური გვერდითი ეფექტების წარმოქმნას. ასეთი გამოყენებისას გვერდითი ეფექტები წარმოიქმნება გაცილებით უფრო იშვიათად, ვიდრე პრეპარატის 50-200 მგ-ის პერორალური მიღების შემდეგ. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ პრეპარატის მინიმალური შეწოვადობა არ მოქმედებს მის უსაფრთხოებაზე.
ახალი პრეპარატის კეტოსპრეის სპრეის, გარეგანი გამოყენებისათვის, შესაბამისმა ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა და კეტოპროფენის შეფასების მეთოდების მთელმა სპექტრმა არ გამოავლინა რაიმე სახის ტოქსიკოლოგიური გამოვლინება, მისი შემოთავაზებული მეთოდით გამოყენების შემთხვევაში. აშკარაა, რომ ადგილობრივი გამოყენებისათვის გამიზნული წამლის ახალ ფორმას არ გააჩნია რაიმე სახის ტოქსიკოლოგიური ეფექტები, ხოლო შესაბამისი გამოყენების შემთხვევაში პრეპარატის სისტემური კონცენტრაცია არ აღწევს ტოქსიკურ დონეს. დამატებით სპეციალური გამოკვლევისას დამტკიცდა პრეპარატის ახალი ფორმის კარგი ათვისებადობა.
ჩვენებები:
ტრავმატული დაზიანებები სპოტსმენებში ან უბედური შემთხვევების შედეგად (დაჟეჟილობა, დაჭიმვა, დაძაბვა).
მტკივნეულობა სახსარში მოძრაობისას და რბილი ქსოვილების სახსართან დაკავშირებული ანთება (მყესისა და მყესთა ბუდეების, იოგების და სახსრის კაფსულების), განსაკუთრებით მხრისა და იდაყვის სახსრების. დეგენერაციული დაავადებების შედეგად გამოწვეული გაღიზიანება, განსაკუთრებით კიდურების პერიფერიული სახსრების.
მიღების წესები და დოზები:
ექიმის სხვა რეკომენდაციების არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის გამოყენება 2-3-ჯერ, სამი ან ოთხი კანზედა გამტვერვის სახით, სპრეის დიდი რაოდენობით შესხურებით დაზიანებულ მონაკვეთზე და მის ირგვლივ და მასაჟის გაკეთებით.
დღე-ღამის განმავლობაში შესაძლებელია არა უმეტეს 18 შესხურებისა, ე.ი., არა უმეტეს კეტოპროფენის 360 მგ-ს გამოყენება. აღნიშნული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
გვერდითი მოვლენები:
დღემდე სპრეი კეტოსპრეის გამოყენებისას რაიმე გვერდითი ეფექტი არ აღნიშნულა. გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება:
* დადგენილი ჰიპერმგრძნობიარობა სამკურნალო საშუალების რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება შესაძლებელია
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ხანგრძლივმა გარეგანმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, ამ შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა პრეპარატ კეტოსპრეის გამოყენებისას სისხლდენის დროს. არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ჭრილობიდან სისხლდენის დროს, ღია ჭრილობაზე ან ინფიცირებული ჩირქოვანი ჭრილობისას.
ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატის გამოყენება ავტომანქანისა და სხვა რთული მექანიზმების მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს.
ჭარბი დოზირება:
არ არის აღნიშნული
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ამჟამად არ არის რეგისტრირებული.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ტემპერტურაზე რომელიც არ აღემატება 25°C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა: 4 წელი
არ შეიძლება პროდუქტის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: Medicom International, იტალია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook