მკურნალობა უცხოეთში


კლიონ დ 100

ზოგადი ინფორმაცია

კლიონ დ 100. KLION D 100. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის.აქტიური ნივთიერებები – მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი. Metronidazole + Miconazole. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კლიონ დ 100. KLION D 100 გამოდის 100 მგ+100 მგ  ვაგინალური ტაბლეტის ფორმით.

კლიონ დ 100–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კლიონ დ 100–ის ფასები ფარმადეპოში
კლიონ დ 100–ის ფასები ავერსში
კლიონ დ 100–ის ფასები psp-ში
კლიონ დ 100–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კლიონ დ 100, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კლიონ დ 100–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

აქტიური ნივთიერებები

მეტრონიდაზოლი + მიკონაზოლი. Metronidazole + Miconazole. მეტრონიდაზოლს + მიკონაზოლს მიაკუთვნებენ სხვა სინთეთიკური ანტიბაქტერიული,  სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს.

სინონიმები

გინოტრანი (GYNOTRAN, Asfarma, თურქეთი), კლიონ დ 100 (KLION D 100, Gedeon Richter, უნგრეთი), მიკო პლუსი (Mico plus, G P C, სირია).

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

გინოტრანფორტეL (GYNOTRAN Forte L, Asfarma, თურქეთი; metronidazole, miconazole, lidocaine).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • საშოს ინფექციური დაავადებები, Trichomonas vaginalis და/ან კანდიდას ტიპის სოკოებით გამოწვეული

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით Trichomonas vaginalis და/ან კანდიდას ტიპის სოკოებით გამოწვეული საშოს ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
Trichomonas vaginalis გამოწვეული ვაგინიტის სამკურნალოდ წყალში დასველებული ტაბლეტი შეყავთ ღრმად საშოში ერთხელ დღეღამეში, საღამოს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 10 დღეს. ერთდროულად ინიშნება მეტრონიდაზოლი დღეღამეში 2-ჯერ. სასურველი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შესაძლებელია გავახანგრძლივოდ კიდევ 10 დღის განმავლობაში.
კანდიდოზური ვაგინიტის სამკურნალოდ წყალში დასველებული ერთი ტაბლეტი შეყავთ ღრმად საშოში ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 დღეს.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის პერიოდში იშვიათად აღინიშნება გვერდითი მოვლენები, მიუხედავად ამისა მისი გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ასევე ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის პერიოდში მკაცრად აკრძალულია სქესობრივი კავშირი და ალკოჰოლის გამოყენება. პრეპარატისა და პერორალური მეტრონიდაზოლის ერთდროული გამოყენებისას, განსაკუთრებით მკურნალობის განმეორებითი კურსის დროს, აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი.
მიზანშეწონილია სქესობრივი პარტნიორის პერორალური მეტრონიდაზოლით პარალელური მკურნალობა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-30°C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან, სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.

Comments are closed.

nostalgia

vaka