კორნევიტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები

შემადგენლობა

თითოეული ამპულა პრეპარატი შეიცავს 10 მგ ადენოზინტრიფოსფატს (ატფ), 50 მგ კოკარბოქსილაზას, 500 მკგ ციანოკობალამინს (ვიტ. B12) და 20 მგ ნიკოტინამიდს ლიოფილიზირებული ფხვნილის სახით;
გამხსნელის თითოეული ამპულა შეიცავს 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 2 მლ 0,5% ხსნარის სახით.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი; პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ატფ აფართოებს გულის სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებს გულის კუნთის სისხლმომარაგებას. ატფ–ის მაღალენერგეტიკული ფოსფოეთერული ბმის გახლეჩის შედეგად გამოყოფილი ენერგია ხმარდება გულის კუნთის ენერგომომარაგებას.
კოკარბოქსილაზა კოფერმენტია, რომელიც ორგანიზმში წარმოიქმნება თიამინის ფოსფორილირებით და ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ორგანიზმის მის მრავალ ფუნქციაზე. იგი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლების მიმოცვლაში; აუმჯობესებს ნერვული ქსოვილის ტროფიკას; ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ნორმალიზაციას.
ციანოკობალამინი (ვიტამინი B12) მონაწილეობს: ტრანსმეთილირების პროცესში; წყალბადის ტრანსპორტში; მეთიონინის, ნუკლეინის მჟავების და ქოლინის სინთეზის პროცესებში; აგრეთვე ერითროციტების ფორმირებაში. ვიტამინი B12 ავლენს დადებით ეფექტს ნერვული სისტემის ფუნქციაზე, აუმჯობესებს თავის ტვინის მუშაობას, მონაწილეობს იმ ფერმენტების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია მიელინის გარსში შემავალი ლიპო-პროტეიდების პროდუცირებისათვის.
ნიკოტინამიდი არეგულირებს ფოსფორილირების პროცესებს, წყლისა და ელექტროლიტების მეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდის ფარმაკოლოგიური მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე განპირობებულია მისი სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტით.
ჩვენებები
_ ნევრიტები და სხვადახვა გენეზის ნევრალგიები;
_ რადიკულიტი, ლუმბაგო;
_ მიალგია, იშალგია;
_ ბურსიტები და ტენდინიტები;
_ გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტები და კარდიომიოპათიები;
_ პერნიციოზული ანემია;
_ დიაბეტური ნეიროპათია, ანგიოპათია, რეტინოპათია;
_ ორსულთა ტოქსიკოზი, ნაყოფის ჰიპოქსია;
_ ქრონიკული დაავადებების კომპლექსური მკურნალობა.
მიღების
წესები და დოზები
პრეპარატის ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ და დაუყონებლივ შეჰყავთ ღრმად კუნთში!
დოზირება: 1 ან 2 ამპულა პრეპარატი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ექიმის დანიშნულებისამებრ.
გვერდითი
მოვლენები
შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობა იმ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა თიამინის ან ციანოკობალამინის მიმართ.
უკუჩვენება
კორნევიტი უკუნაჩვენებია შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ გამოიყენება, თუკი მის ახლადმომზადებულ ხსნარს არა აქვს წითელი ფერი.
შენახვის
პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გამოშვების ფორმა:
ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა და 2მლ ამპულა გამხსნელი #3
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: ბიოფარმი საქართველო

გაფრთხილება