კურიოზინი ხსნარი

კურიოზინ ხსნარი

კურიოზინი ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

კურიოზინ ხსნარი. CURIOSIN. ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი  პრეპარატების ჯგუფის ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცინკის ჰიალურონატი. Zinc hyaluronate. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

კურიოზინი ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კურიოზინ ხსნარი. CURIOSIN გამოდის 10 მლ ხსნარის ფორმით ფლაკონში. კურიოზინი ხსნარის 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20,5 მგ თუთიის ჰიალურონატს.

კურიოზინის (ხსნარი) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

კურიოზინის (ხსნარი) ფასები ფარმადეპოში
კურიოზინის (ხსნარი) ფასები ავერსში
კურიოზინის (ხსნარი) ფასები psp-ში
კურიოზინის (ხსნარი) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კურიოზინ (ხსნარი) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კურიოზინის (ხსნარი) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

კურიოზინი ხსნარის აქტიური ნივთიერება

ცინკის ჰიალურონატი. Zinc hyaluronate. ცინკის ჰიალურონატს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების,  რეგენერანტების და რეპარანტების ჯგუფს.

კურიოზინი ხსნარის სინონიმები

კურიოზინ გელი (CURIOSIN, Gedeon Richter, უნგრეთი).

კურიოზინი ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჭრილობები, ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული
  • ნაწოლები
  • წყლულები წვივის
  • ფისტულები
  • ჭრილობის ნორმალური შეხორცების დაჩქარება

კურიოზინი ხსნარის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ჭრილობების, ნაწოლების, წვივის წყლულების, ფისტულების, ასევე ჭრილობის ნორმალური შეხორცების დასაჩქარებლად
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის!
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ეწვეთება სხეულის დაზიანებულ უბანზე ისეთი მოცულობით, რომ სრულად და თანაბრად დაფაროს საჭირო ზედაპირი ან ხსნარი დაეწვეთება შესაბამისი ზომის დოლბანდის საფენზე, რომელიც დაეფინება ჭრილობაზე. ნახვევი საჭიროა გამოიცვალოს 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მკურნალობის პერიოდში თანდათან ქრება. რაიმე მოულოდნელი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც პრეპარატის მიღებისას ადრე არ იყო შენიშნული, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
კურიოზინის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ჭრილობის ზედაპირის დამუშავება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-300ჩ ტემპერატურაზე. პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 4 კვირის განმავლობაში 15-30oC ტემპერატურის პირობებში შენახვისას.
პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის განმავლობაში.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა მხოლოდ აფთიაქებში ექიმის რეცეპტით.