nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  მეთფორმინ – დენკი 500

მეთფორმინ – დენკი 500–ის ზოგადი ინფორმაცია

მეთფორმინ – დენკი 500. Metfo-Denk 500. პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების – ბიგუანიდების  ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მეტფორმინი. Metformin. მწარმოებელი ფირმა – DENK PHARMA GmbH & Co. KG (გერმანია).

მეთფორმინ – დენკი 500–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მეთფორმინ – დენკი 500. Metfo-Denk 500 გამოდის 500 მგ ტაბლეტიფორმით. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებებია: პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი.აღწერილობა: შემოგარსული, ორმაგად ამობურცული, თეთრი ფერის, მრგვალი, დაახლოებით 12 მმ დიამეტრის მქონე ტაბლეტები.

მეთფორმინ – დენკი 500–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მეთფორმინ – დენკი 500–ის ფასები ფარმადეპოში
მეთფორმინ – დენკი 500–ის ფასები ავერსში
მეთფორმინ – დენკი 500–ის ფასები psp-ში
მეთფორმინ – დენკი 500–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მეთფორმინ – დენკი 500, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მეთფორმინ – დენკი 500–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მეთფორმინ – დენკი 500–ის აქტიური ნივთიერება

მეტფორმინი. Metformin. ქიმიური დასახელება –  N,N-დიმეთილიმიდდიკარბოიმიდდიამიდი (და ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა: C4H11N5. მეტფორმინს მიაკუთვნებენ  ჰიპოგლიკემიური სინთეთიკური და სხვა საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:657-24-9.

მეთფორმინ – დენკი 500–ის სინონიმები 

გლიფორი 1000 მგ (GLIFOR 1000 mg, Bilim, თურქეთი), ასფორმინი (Asformin, Asfarma, თურქეთი), გლიფორი 850 მგ (GLIFOR 850 mg, Bilim, თურქეთი), სიორალი რეტარდი (SIORAL RETARD, AVERSI, საქართველო ), სიოფორი 1000 (Siofor 1000, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), სიოფორი 500 (Siofor 500, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), სიოფორი  850 (Siofor 850, Berlin-Chemie Menarini, გერმანია).

მეთფორმინ – დენკი 500–ის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ავანდამეტი (AVANDAMET, Glaxosmithkline Export Ltd, დიდი ბრიტანეთი; metformin HCL,  rosiglitazone maleate), გალვუსმეტი (Galvusmet, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია; metformin,  vildagliptin), გლიზი-ემ (GLYZEE-M , CBS Pharmaceuticals, ინდოეთი; metformin, gliclazide).

მეთფორმინ – დენკი 500–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • უშაქრო დიაბეტი 2 ტიპის, განსაკუთრებით ჭარბწონიან და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის მქონე პაციენტებში

მეთფორმინ – დენკი 500–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

მეტფორმინი არის ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მქონე ბიგუანიდი. იგი ამცირებს პლაზმაში როგორც ბაზალურ ასევე საკვების შემდგომ გლუკოზის დონეს. ის არ ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას და შესაბამისად არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. მეტფორმინს ახასიათებს მოქმედების შემდეგი 3 მექანიზმი:
1. გლუკონეოგენეზსა და გლიკოგენოლიზისზე ზემოქმედებით ამცირებს ღვიძლის მიერ გლუკოზის წარმოქმნას.
2. ინსულინისადმი მგრძნობელობის მომატებით, კუნთებში აუმჯობესებს პერიფერიული გლუკოზის შთანთქმას და უტილიზაციას
3. აფერხებს ნაწლავებიდან გლუკოზის შეწოვას.
გლიკოგენ სინტაზას გააქტიურების მეშვეობით, მეტფორმინი ასტიმულირებს გლიკოგენის უჯრედშიგა სინთეზს.
მეტფორმინი ზრდის გლუკოზის ყველა ტიპის მემბრანული ტრანსპორტიორის (GLUT) მოქმედებას.
გლიკემიაზე ზემოქმედებისგან დამოუკიდებლად, მეტფორმინი ასევე დადებითად მოქმედებს ადამიანების ლიპიდების მეტაბოლიზმზე. ეს ეფექტი გამოვლინდა საკონტროლო, საშუალო ხანგრძლივობის და ხანგრძლივ კლინიკურ კვლევებში წამლის თერაპიული დოზის გამოყენებისას. მეტფორმინი ამცირებს საერთო ქოლესტერინ, LDL – ს და ტრიგლიცერიდების დონეს.
კლინიკური ეფექტურობა:
რანდომიზირებულმა კვლევებმა (UKPDS) გამოააშკარავა 2 ტიპის დიაბეტში სისხლის გლუკოზის ინტენსიური კონტროლის ხანგრძლივი დადებითი ეფექტი.

იმ ჭარბწონიან პაციენტთა ანალიზებმა, ვინც დიეტის წარუმატებლობის შემდეგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მკურნალობაზე გადავიდნენ, შემდეგი შედეგები გამოავლინეს:

- მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ჯგუფში დიაბეტთან დაკავშირებული ნებისმიერი გართულებების აბსოლუტური რისკის შემცირება (29.8 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში) შედარებით დიეტასთან (43.3 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში ) p=0.0023, და სულფონილშარდოვანასა და ინსულინის მონოთერაპიის კომბინირებულ ჯგუფთან (40.1 შემთხვევა/1000 პაციენტი წელიწადში) р=0.0034.
- დიაბეტთან დაკავშირებული სიკვილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობისას 7.5 შემთხვევა/1000 პაციენტზე წელიწადში შედარებით დიეტასთან 12.7 შემთხვევა/1000 პაციენტი- წელიწადში =0.017.
- საერთო სიკვდილიანობის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობისას 13.5 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში შედარებით დიეტასთან_ 20.6 შემთხვევა/1000 პაციენტი-წელიწადში =0.011) და სულფონილშარდოვანას და ინსულინის მონითერაპიის კომბინირებულ მკურნალობასთან წელიწადში 18.9 შემთხვევა/1000პაციენტი (=0.021).
- მიოკარდიუმის ინფარქტის აბსოლუტური რისკის მნიშვნელოვანი შემცირება: 11 შემთხვევა/1000 პაციენტი წელიწადში მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობისას შედარებით დიეტასთან 18 შემთხვევა/1000 პაციენტი წელიწადში (=0.01).
მეტფორმის ჰიდროქლორიდის, როგორც მეორე რიგის პრეპარატის კომბინირებულ თერაპიაში სულფონილშარდოვანასთან ერთად გამოყენებისას, კლინიკურ შედეგებთან დაკავშირებული უპირატესობები გამოვლენილი არ არის.
1 ტიპის დიაბეტის მქონე სელექტიურ პაციენტებში გამოყენებულ იქნა მეტფორმინის ჰიდროქლორიდის და ინსულინის კომბინაცია, თუმცა ამ კომბინაციის კლინიკური შედეგები ბოლომდე არ არის შესწავლილი.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
მეტფორმინის ჰიდროქლორიდის მაქსიმალური კონცენტრაცია (Tmax) მიიღწევა ორალური მიღებიდან 2.5 სთ-ს შემდეგ. ჯანმრთელ ადამიანებში 500 მგ და 850 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემოგარსული ტაბლეტების აბსოლუტური ბიოათვისებულობა შეადგენს 50-60%-ს. ორალური მიღების შემდეგ ფეკალურ მასებთან ერთად გამოყოფილი მეტფორმინის არააბსორბირებული ფრაქცია შეადგენს 20-30%.
ორალურად მიღების შემდეგ ჰიდროქლორიდი მთლიანად ვერ შეიწოვება. ითვლება, რომ მეტფორმინის შეწოვის ფარმაკოკინეტიკა არალინეარულია. მეტფორმინის რეკომენდირებული დოზირების და დოზირების ცხრილის შესაბამისად, პლაზმის სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 24-48 სთ-ს შემდეგ. უკანასკნელი, როგორც წესი 1 მგ/მლ-ზე ნაკლებია. კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში, პლაზმაში მეტფორმინის მაქსიმალური დონე (Cmax), მაქსიმალური დოზებით მიღების დროსაც კი, არ აჭარბებდა 4 მგ/მლ. საკვები ამცირებს მეტფორმინის შეწოვის სისწრაფეს და ხარისხს. მეტფორმინის 850 მგ დოზით გამოყენება 40%-ით ამცირებს პლაზმური კონცენტრაციის პიკს, 25%-ით მრუდის ქვეშ არსებულ არეს (AUC) და პლაზმური კონცენტრაციის პიკის მიღწევამდე საჭირო დროს აგრძელებს 35 წთ-ით (Tmax). მოცემული შედეგების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.
განაწილება
პლაზმის ცილებთან მიერთება უმნიშვნელოა. მეტფორმინი ნაწილდება ერითროციტებში. სისხლის პიკი უფრო დაბალია პლაზმის პიკთან შედარებით და მიიღწევა თითქმის ერთდროულად. სისხლის წითელი სხეულები უფრო ხშირად წარმოადგენენ განაწილების მეორად ნაწილს. განაწილების საშუალო დონე (Vდ) მერყეობს 63-276 L-ს შორის.
მეტაბოლიზმი
მეტფორმინი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად. დღემდე ადამიანში არც ერთი მეტაბოლიტი არ არის აღმოჩენილი.
ელიმინაცია
მეტფორმინის თირკმლის კლირენსი > 400 მლ/წთ, მიუთითებს რომ მეტფორმინის ელიმინაცია ხდება გლომერულური ფილტრაციის და ტუბულარული სეკრეციის საშუალებით. ორალურად მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს 6.5 სთ-ს. თირკმლის დაზიანებული ფუნქციისას, თირკმლის კლირენსი შემცირებულია კრეატინინის პროპორციულად დანახევარგამოყოფის პერიოდი გაზრდილია, რაც იწვევს პლაზმაში მეტფორმინის დონის გაზრდას.
ბიოდათვისებულობა
1993 წელს პრობანდებზე, საბაზისო ნივთიერებასთან შედარებით ჩატარებულმა მეტფორმინ-დენკ 500-ის ბიოათვისებულობის შესწავლამ აჩვენა შემდეგი მონაცემები

ტესტირებული პროდუქტი შესადარებელი პროდუქტი
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია (Cmax µგ/მლ): 1090.1 ± 386 1198.5 ± 361
მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის დრო (tmax სთ-ში): 2.25 2.75
“კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული არე (AUC µგ . სთ/მლ)  6676.9 ± 24787321.6 ±2103
უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ტრადიციულ უსაფრთხოებაზე: ფარმაკოლოგია, განმეორებითი დოზის ტოქსიურობა, გენოტოქსიურობა, კანცეროგენული პოტენციალი, ტოქსიური ზეგავლენა რეპროდუქციაზე ჩატარებულმა კვლევებმა ვერ გამოავლინა რაიმე სპეციფიური საფრთხე ადამიანებისთვის.
ჩვენებები
თერაპიული მითითებები
მეტფო-დენკ 500 წარმოადგენს პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია მოზრდილებში 2 ტიპის უშაქრო დიაბეტის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ჭარბწონიან და არასაკმარისი ფიზიკური დატვირთვის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტა და ფიზიკური დატვირთვა არ იწვევს გლიკემიის დონის ადეკვატურ დარეგულირებას. მეტფო-დენკ 500 შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ერთადერთი (მონოთერაპია) პრეპარატი, ასევე კომბინირებულ თერაპიაში სხვა ანტიდიაბეტურ საშუალებებთან ორალურად, ან ინსულინთან ერთად მისაღებად.
დიაბეტით გამოწვეული გართულებების შემცირება იქნა აღნიშნული 2 უშაქრო ტიპის მოზრდილ ჭარბწონიან ავადმყოფებში, წარუმატებელი დიეტის შემდეგ მეტფორმინ ჰიდროქლორიდის, როგორც პირველი რიგის პრეპარატის გამოყენებით.

მიღების წესები და დოზები
მეტფო-დენკ 500-ის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. აუცილებელია კონსულტაცია იმ შემთხვევაშიც, როცა არ იცით როგორ და რა დოზით მიიღოთ პრეპარატი. მკურნალობის ინდივიდუალური სქემა ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ, სისხლში შაქრის დონის მაჩვენებლის და შემდეგ მისი პერმანენტული კონტროლის პირობებში.
ექიმის სხვა რეკომენდაციების უქონლობისას, გამოიყენეთ შემდეგნაირად:
მკურნალობის დასაწყისში მეტფო-დენკ 850-ის ჩვეულებრივი დოზაა 2-3 შემოგარსული ტაბლეტი დღე-ღამეში (1000-1500 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტური), მიიღება ჭამის შემდეგ. მაქსიმალური დღე-ღამური დოზაა 6 შემოგარსული ტაბლეტი (3000 მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ეკვივალენტური).
დაუღეჭავად გადაყლაპეთ შემოგარსული ტაბლეტები საკმარისი სითხის დაყოლებით, ჭამის დროს ან შემდეგ.
ორი ან მეტი ტაბლეტი დანიშვნისას, წამლის მიღEბა უნდა განაწილდეს დღის განმავლობაში, მაგ: 1 ტაბლეტი საუზმის შემდეგ, შემდეგი ვახშამის შემდეგ და ა.შ. შეატყობინეთ მკურნალ ექიმს თუ თქვენ გრძნობთ, რომ მეტფო-დენკ 500-ის მოქმედება ძალზე სუსტია, ან ძლიერი.
თუ თქვენ გამოტოვეთ მეტფო-დენკ 500-ის მიღება?
დანიშნული დოზა მიიღეთ შემდეგ მიღებაზე და ეცადეთ მომავალში დაიცვათ მითითებული დოზირება. არ შეიძლება გამოტოვებული პრეპარატის სანაცვლოდ გაზრდილი დოზის მიღება.
მეტფო-დენკ 500 მკურნალობის შეწვეტა
თუ თქვენ შეწყვეტთ პრეპარატ მეფო-დენკ 500-ის მიღებას ექიმის დანიშნულების გარეშე, ამან შეიძლება გამოიწვიოს გლუკოზის დონის გაზრდის რისკი და დიაბეტის ისეთი მეორადი მოვლენები, როგორიცაა: თვალების, თირკმელების და სისხლძარღვების დაზიანება.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
ყველაზე ხშირია (> 10%): გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილები მუცლის მიდამოში, მადის დაკარგვა. ეს მოვლენები ძირითადად ჩნდებიან მკურნალობის დასაწყისში და თავისით ქრებიან.
ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად მეტფო-დენკ 500 უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან მის შემდეგ, 2-3 ერთჯერადი დოზის სახით.
ხშირია: ლითონის გემო
ნივთიერებათა ცვლა და კვებითი დარღვევები
ძალიან იშვიათად: მეტაბოლიზმის მწვავე დეკომპენსაცია, რომელიც გამოწვეულია რძემჟავის გამო სისხლის მჟავიანობის მომატებით. ეს შეიძლება გამოვლინდეს ღებინების, მუცლის მიდამოში ტკივილის, კუნთების ტკივილების, კრუნჩხვების და საერთო მოთენთილობის სახით.
კანი და კანის დანამატები
ძალიან იშვიათად ( < 0.01%): წამლის აუტანლობისას კანის გაწითლება (სუსტი ერითემა). რძემჟავური აციდოსის განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მკურნალობის შეწყვეტა. მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

უკუჩვენება
- მეტფორმინის ჰიდროქლორიდის ან მეტფო-დენკ 500-ის რომელიმე კომპონენტისადმი მომატებული მგრძნობელობა.
- დიაბეტისას სისხლის მჟავიანობის მომატება (დიაბეტური აციდოზი) და კომის პრელიმინალური სტადია (დიაბეტური პრე-კომა).
- თირკმლის უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციების დარღვევა (თირკმლის უკმარისობა შრატის კრეატინინის მომატებული დონით)

- თირკმელის ფუნქციების დაქვეითების ალბათობის მქონე მწვავე მდგომარეობები, მაგალითად: გაუწყლოება ძლიერი ფაღარათის ან ღებინების შემდეგ, სერიოზული ინფექცია, ცირკულარული კოლაფსი (შოკი), იოდიზირებული კონტრასტული ნივთიერების ინტრავენურად შეყვანა რენტგენზე გამოსაკვლევად
- მწვავე ან ქრონიკული დაავადება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადის დეფიციტი (ქსოვილოვანი ჰიპოქსია), ასევე სუნთქვითი და გულის უკმარისობა, გულის შეტევა (ახალი მიოკარდიუმის ინფარქტი), ცირკულარული კოლაფსი (შოკი).
- ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოგოლური ინტოქსიკაცია, ალკოჰოლიზმი;
- ძუძუთი კვება

ორსულობა და ლაქტაცია
მეტფო-დენკ 500-ის გამოყენება უნდა შეწყდეს დაგეგმილი ან უკვე დამდგარი ორსულობისას. ამ შემთხვევაში ნორმასთან ახლოს გლოკემიური დონის შესანარჩუნებლად შეიძლება გამოიყენონ ინსულინი. მიმართეთ ექიმს ინსულინით მკურნალობის კორექციის მიზნით.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები
მეტფორმინის დაგროვების საფრთხე, სისხლის ძლიერ მომატებული მჟავიანობამდე (რძემჟავური აციდოზი) ნაწილობრივ დამოკიდებულია თირკმლების ფუნქციაზე. მოცემული ფაქტის გათვალისწინებით, თირკმლის ნორმალური ფუნქციონირება წარმოადგენს მეტფო-დენკ 500-ით მკურნალობის ერთ-ერთ პირობას.
აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, კერძოდ შრატის კრეატინინის დონის ყოველწლიური და უფრო ხშირი კონტროლიც. შრატის კრეატინინის მომატების შემთხვევაში აუცილებელია კონტროლი ჩატარდეს წელიწადში 2-4-ჯერ მაინც.
აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ შრატის კრეატინინის მაჩვენებელი ყოველთვის არ არის საკმარისი კრიტერიუმი, კერძოდ ხანდაზმულ ადამიანებში.
აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს თირკმლის ფუნქციის გამოკვლევის სხვა მეთოდის, კრეატინინის კლირენსის მაჩვენებელის განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს თირკმლის დაზიანების ალბათობა ( იხ. ზოგიერთი პრეპარატით მკურნალობის ინფორმაცია, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტონიის ან რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ).
ასევე სიფრთილეა საჭირო ღვიძლის ფუნქციების დარღვევებისას.
რენტგენული გამოკვლევისთვის იოდიზებული კონტრასტული ნივთიერების ინტრავენურად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მწვავე უკმარისობა. მეტფო-დენკ 500-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განახლდეს არანაკლებ 2 დღის შემდეგ, ისიც მხოლოდ თირკმლის ფუნქციების შეფასების და მისი ნორმალურად ფუნქციონირების შესახებ დადებითი პასუხის მიღების შემდეგ.

თუ თქვენ ექვემდებარებით ქირურგიულ ჩარევას ან ეპიდურალურ ანესთეზიას, მეტფო-დენკ 500-ით მკურნალობა უნდა შეწყდეს მანიპულაციამდე 2 დღით ადრე . მკურნალობის განახლება შეიძლება 2 დღის გასვლის, ან საკვების მიღების განახლების შემდეგ, აგრეთვე თირკმლის ფუნქციების შეფასების და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ.
მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ აღმოაჩინეთ ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია (გრიპი, სუნთქვის ან შარდისგამომყოფი სისტემის ინფექცია).
მეტფო-დენკ 500-ის მიღება შეუთავსეთ დანიშნულ დიეტურ თერაპიას, ასევე არეგულირეთ ნახშირწყლების რაოდენობა ყოველდღიურად. ჭარბწონიანმა პაციენტებმა უნდა დაიცვან დიეტა სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ. მაგარი ალკოჰოლური სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია და რძემჟავური აციდოზი. ამიტომ საჭიროა მეტფორმინის ჰიდროქლორიდით მკურნალობის დროს თავი ავარიდოთ ალკოჰოლის გამოყენებას.
ბავშვები
მეტფო-დენკ 500 არ გამოიყენება ბავშვების სამკურნალოდ
ხანდაზმულები

ეს არის თირკმლის ფუნქციების დარღვევების პოტენციური რისკის მქონე პაციენტთა ჯგუფი, შესაბამისად დოზის შერჩევა უნდა მოხდეს თირკმლის მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებელია მკურნალი ექიმის მიერ თირკმლის ფუნქციების კონტროლი.

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:
მეტფო-დენკ 500-ით მონოთერაპიისას არ არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების ალბათობა, ამიტომ გავლენას არ ახდენს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. სულფონილშარდოვანასთან, ინსულინთან და სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციური თერაპიისას, შეიძლება გაუარესდეს მანქანების და მოწყობილობების მართვის უნარი, რადგან არსებობს ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი.

ჭარბი დოზირება
დაუყოვნებლივ აცნობეთ მკურნალ ექიმს. მეტფო-დენკ 500-ით მკურნალობის დოზის გადაჭარბებისას, საფრთხე მდგომარეობა არა ჰიპოგლიკემიის განვითარებაში, არამედ სისხლის მჟავიანობის მომატებაში (რძემჟავით). რძემჟავური აციდოზის განვითარების სიმპტომები მსგავსია კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მეტფორმინის გავლენის: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი და ტკივილი მუცლის მიდამოში. რძემჟავური აციდოზის საბოლოო სურათი შემდეგნაირია: კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სუნთქვის სიხშირის გახშირება, გონების გაფანტულობა და კომა, რომელიც შეიძლება განვითარდეს 1 საათის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მკურნალობა სტაციონარში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აცნობეთ მკურნალ ექიმს თუ იღბთ ან უახლოეს პერიოდში იღებდით რაიმე სამკურნალო საშუალებას, ასევე ურეცეპტო პრეპარატებს. მეტფო-დენკ 500-ის პირველადად გამოყენებამ, ან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გლუკოზის დონეზე.
აცნიბეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ უახლოეს პერიოდში იყენებდით შემდეგ პრეპარატებს: კორტიკოსტეროიდები, მომატებულ არტერიულ წნევაზე მოქმედი ზოგიერთი პრეპარატი (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები), შარდმდენები, ბრონქიალური ასთმის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (ბეტა – სიმპატომიმეტიკები), ასევე იოდიზირებული კონტრასტული ნივთიერების და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატების გამოყენება. თავი ავარიდოთ მეტფო-დენკ 500-ით მკურნალობისას ალკოჰოლისშემცველი სასმელის და საკვების გამოყენებას.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატს ინახავენ მშრალ ადგილას, 25oC – ზე დაბალ ტემპერატურაზე.
მოარიდეთ სინათლეს.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება 60 თვის განმავლობაში.
პრეპარატი არ უნდა გამოვიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka