მერექსი

  მერექსი

მერექსის ზოგადი ინფორმაცია

მერექსი. MEREX. ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) – კარბაპენემების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მეროპენემი. Meropenem. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი.

მერექსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მერექსი. MEREXგამოდის 1 გრ 1 ამპულის ფორმით. საინექციო პრეპარატის ერთი ფლაკონი შეიცავს ლიოფილიზირებული აქტიური ნივთიერების – მეროპენემის 1გ-ს.

მერექსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მერექსის ფასები ფარმადეპოში
მერექსის ფასები ავერსში
მერექსის ფასები psp-ში
მერექსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მერექსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მერექსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მერექსის აქტიური ნივთიერება

მეროპენემი. Meropenem. ქიმიური დასახელება–  [4R-[3(3S*,5S*)4ალფა,5ბეტა,6ბეტა(R*)]]-3-[[5-[(დიმეთილამინო)კარბონილ]-3-პიროლიდინილ]თიო]-6-(1-ჰიდროქსიეთილ)-4-მეთილ-7-ოქსო-1-აზაბიციკლო[3.2.0]ჰეპტ-2-ენ-2-კარბონის მჟავას ტრიჰიდრატი. ბრუტო–ფორმულა: C17H25N3O5S.3H2O. მეროპენემს მიაკუთვნებენ  კარბაპენემების ჯგუფს. CAS-კოდი:119478-56-7.

მერექსის სინონიმები

გარდე (GARDE, AVERSI, საქართველო).

მერექსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • პნევმონია
  • პნევმონია ჰოსპიტალური
  • ინფექციები შარდის გამომყოფი სისტემის
  • ინფექიები მუცლის ღრუს
  • ინფექციები გინეკოლოგიური
  • ენდომეტრიტი
  • მენჯის ღრუს ორგანოების დაავადებები, ანთებითი
  • ინფექციები კანისა და რბილი ქსოვილების
  •  მენინგიტი
  • სეპტიცემია
  • ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ფებრილური ეპიზოდებით ნეიტროპენიის ფონზე მოზრდილებში

მერექსის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
კარბაპენემის ჯგუფის ანტიბიოტიკი, მოქმედებს ბაქტერიციდულად, არღვევს ბაქტერიების უჯრედის კედლის სინთეზის პროცესს, მდგრადია ბეტა – ლაქტამაზას მოქმედებისადმი. ფართო სპექტრის აერობული და ანაერობული ბაქტერიებისადმი მეროპენემის ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედელში მაღალი შეღწევადობით, ბეტა-ლაქტამაზებისადმი მდგრადობით და პენიცილინის შემბოჭავი ცილებისადმი მაღალი აფინურობით.
პრეპარატისადმი მგრძნობიარე აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus spp., Corynebacterium diphtheriae, Enterococcus liquifaciens, Enterococcus avium, Listeria monocytogones, Lactobacillus spp., Nocardia asteroides, Staphylococcus aureus (პენიცინილაზა დადებითი და უარყოფითი შტამების ჩათვლით), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მათ შორის Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus capitis, Staphylococcus cohnii, Staphylococcus xylosus, Staphylococcus warneri, Staphylococcus hominis, Staphylococcus simulans, Staphylococcus intermedius, Staphylococcus sciuri, Staphylococcus lugdenensis, Streptococcus pneumonia (პენიცილინისადმი მგრძნობიარე და მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus agalactiae, Streptococcus pyogenes, Streptococcus equi, Streptococcus bovis, Streptococcus mitis, Streptococcus mitior, Streptococcus milleri, Streptococcus sanguis, Sreptococcus viridans, Streptococcus salivarius, Streptococcus morbillorum, G და F ჯგუფის სტრეპტოკოკების ჩათვლით, Rhodococcus equi; აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Achromobacter xylosoxidans, Acinetobacter anitratus, Acinetobacter lwoffii, Acinetobacter baumannii, Aeromanas hydrophila, Aeromonas sorbria, Aeromonas caviae, Alcaligenes faecalis, Bordetella bronchiseptica, Brucella melitensis. Campylobacter coli, Campylobacter jejuni,Citrobacter freundii, Citrobacter diversus, Citrobacter koseri, Citrobacter amalonaticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Escherichia hermannii, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenza, Haemophilius parainfluenzae, Haemophilus ducreyi, Helicobacter pylori, Neisseria meningitides, Neisseria gonorrhocae (ბეტა-ლაქტამური და პენიცილინისა და სპექტინომიცინისადმი რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella aerogenes, Klebsiella ozaenae, Klebsiella oxytoca, Moraxella catarrhalis, Morganella morgannii, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus penneri, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia alcalifaciens, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas alcaligenes, Pseudomonas cepacia, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas stutzeri, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas acidovorans, Salmonella spp., ( Salmonella enteritidis, Salmonella tuphi ჩათვლით), Seratia marcescens, Serratia liquefaciens, Serratia rubidaea, Shigella sonnei, Shigella flexneri , Shigella boydii, Shigella dysenteriae, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitia; ანაერობული ბაქტერიები: Actinomyces odontolyticus, Actinomyces meyeri, Bacteroides-prevotella-porphyromonas spp., Bacteroides fragilis, Bacteroides vulgatus, Bacteroides variabilis, Bacteroides pneumosintes, Bacteroides coagulans, Bacteroides uniformis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides eggerthii, Bacteroides capsillosis, Prevotella buccalis, Prevotella corporis, Bacteroides geacilis, Prevotella melaninogenica, Prevotella intermedia, Prevotella bivia, Prevotella splanchnicus, Prevotella oralis, Prevotella disiens, Prevotella rumenicola.Prevotella ureolyticus, Prevotella oris, Prevotella buccae,Prevotella denticola, , Prevotella levii, Porphyromonas asaccharolyticus, Bifidobacterium spp., Bilophilia wadswarthia, Clostridium perfringens, Clostridium bifermentans, Clostridium ramosum, Clostridium sporogenes, Clostridium cadaveris, Clostridium sordellii, Clostridium butyricum, Clostridium clostridiiformis, Clostridium innocuum, Clostridium subterminale, Clostridium tertium, Eubacterium lentum, Eubacterium aerofaciens, Fusobacterium mortiferum, Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium varium, Mobiluncus curtisii, Mobiluncus mulieris, Peptostreptococcus anaerobius, Peptostreptococcus micros, Peptostreptococcus saccharolyticus, Peptococcus saccharolyticus, Peptococcus asaccharolyticus, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus prevotii, Propionibacterium acnes, Propionibacterium avidium, Propionibacterium granulosum.
პრეპარატისადმი მდგრადია Stenotrophomonas maltophilia, Enterococcus faecium და მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები.
მეროპენემი კარგად აღწევს ორგამიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ბაქტერიული მენინგიტით დაავადებულთა ცერებროსპინალურ სითხეში. სადაც მიიღწევა უმრავლესი ბაქტერიების დამთრგუნველ კონცენტრაციაზე ჭარბი რაოდენობა.
პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფინქციით T ½ 1 საათს შეადგენს. პრეპარატის ერთადერთი მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია. ინტრავენურად მიღებული დოზის 70% შეუცვლელი სახით 12 საათის განმავლობაში გამოიყიფა შარდთან ერთად.
პრეპარატის ფარმკოკინეტიკა თითქმის უცვლელია ბავშვებში.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგნიზმებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები:
– პნევმონია (მათ შორის ჰოსპიტალური პნევმონია)
– შარდის გამომყოფი სისტემის ინფექციები;
– მუცლის ღრუს ინფექიები;
– გინეკოლოგიური ინფექციები (როგორიცაა ენდომეტრიტი და მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები);
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
– მენინგიტი;
– სეპტიცემია;
– მოზრდილებში, ფებრილური ეპიზოდებით ნეიტროპენიის ფონზე მიმდინარე ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევები, ემპირიული თერაპიის სახით (მონოთერაპიაში ან სხვა ანტივირუსულ ან ანტიმიკოზურ პრეპარატებთან კომბინაციაში).
მიღების წესები და დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დგინდება ინფექციის ტიპის, სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
მოზრდილებში რეკომენდებულია შემდეგი დღე-ღამური დოზები:
პნევმონიის, შარდის გამომყოფი სისტემის, გინეკოლოგიური ინფექციების (ენდომეტრიტი და მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები), ასევე კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება მერექსის 500 მგ ინტრავენურად ყოველ 8 საათში ერთხელ.
ჰოსპიტალური პნევმონიების, სეპტიცემიისა და პერიტონიტის დროს, ასევე პაციენტებში ნეიტროპენიით ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში რეკომენდებულია ინტრავენურად 1 გ ყოველ 8 საათში ერთხელ.
მენინგიტის შემთხვევაში ინიშნება მეროპენემის 2 გ ყოველ 8 საათში ერთხელ.
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით ( კრეატინინის კლირენსი < 51 მლ/წთ) დოზა შემდეგნაირად ისაზღვრება:
კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ) დოზა (500 მგ, 1 გ, 2 გ) დოზის ერთეულის საფუძველზე შეყვანის სიხშირე

26-50 დოზის ერთი ერთეული ყოველ 12 საათში
10-25 დოზის 0.5 ერთეული ყოველ 12 საათში
< 10დოზის 0.5 ერთეული ყოველ 24 საათში
მეროპენემი გამოიდევნება ჰემოდიალიზით. ამიტომ მკურნალობის გაგრძელების საჭიროებისას, პლაზმაში ეფექტური კონცენტრაციის აღდგენის მიზნით, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის პროცედურის დამთავრების შემდეგ.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ასაკიანი პაციენტები, თირკმლის ნორმალური ფუნქციით ან კრეატინის კლირენსი>50მლ/წთ, არ საჭიროებენ დოზის კორექციას.
3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 10-20 მგ/კგ-ზე ყოველ 8 საათში ინტრავენურად ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, ასევე გამომწვევი მიკროორგანიზმის მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ბავშვებში, რომელთა წონა 50 კგ-ზე მეტია ინიშნება მოზრდილთა დოზა.
მენინგიტების დროს ინიშნება 40 მგ/კგ წონაზე ყოველ 8 საათში ერთხელ.
ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები:
მერექსი გამოიყენება ინტრავენურად, როგორც ხანმოკლე ინფექციის (არანაკლებ 5 წთ), ასევე ინფუზიის (15-30წთ) სახით.
ვენაში ინექციისათვის გამოიყენება სტერიალური საინექციო წყალი ( 5 მლ საინექციო წყალი პრეპარატის ყოველ 250 მგ-ზე), ხსნარის 50 მგ/მლ კონცენტრაციის მიღწევის მიზნით. ვენაში ინფუზიისთვის პრეპარატი იხსნება სტერილურ საინფექციო წყალში ან სხვა შეთავსებად საინფუზიო სითხეში. მიღებული ხსნარი კვლავ იხსნება (50-200 მლ) შეთავზებად საინფუზიო სითხეში.
მერექსი შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის; 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი ინტრავენური ინფუზიისათვის; 5% გლუკოზისა და 0.02% ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარების ნარევი; 0.9% ნატრიუმის ქლორიდისა და 5% გლუკოზის ხსნარი; 5 % გლუკოზისა და 0.225% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარების ნარევი; 5% გლუკოზისა და 0.15% კალიუმის ქლორიდის ხსნარების ნარევი; 2.5% ან 10% მანიტოლის ხსნარი.
დაუშვებელია იმ ხსნარებთან შერევა, რომლებიც სხვა პრეპარატებს შეიცავენ.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივად: ანთება და ტკივილი შეყვანის ადგილას, თრომბოფლებიტი.
ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, იშვიათად – ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ერთეულ შემთხვევაში-ბილირუბინის, ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზის და ლდპ-ის შექცევადი მატება, იშვიათად – ფსევდომემბრანული კოლიტი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ – შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ზოგიერთ პაციენტებში – კუმბსის პირდაპირი ან არაპირდაპირი დადებითი რეაქცია, თრომბოპლასტინის დროის დაქვეითება.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზია, ერთეულ შემთხვევაში-კრუნჩხვების განვითარება (მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია).
სხვა: ვაგინალური და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი.
უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
– ორსულობა და ლაქტაცია;
– 3 თვემდე ასაკის პაციენტები.
მეროპენემი სიფრთხილით ინიშნება ნეფროტოქსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში, ასევე პაციენტებში დისპეფსიის სიმპტომებით, განსაკუთრებით კოლიტთან კავშირის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
ლაქრაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეროპენემის გამოყენების საჭიროება დედისთვის აჭარბებს ბავშვზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
მეროპენემით მონოთარაპიის დროს, პაციენტებში კრიტიკული მდგომარეობით ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს, როდესაც სავარაუდო გამომწვევია Pseudomonas aeruginosa, რეკომენდებულია მეროპენემის მიმართ მგრძნობელობაზე ტესტის რეგულარული კონტროლი.
ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს (მათ შორის მეროპენემის გამოყენებისას) პაციენტებში საჭმლის მომნელებელი სისტემის ჩივილებით, ასევე კოლიტის დროს, გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება, განსაკუთრებით დიარეის გამოვლინებისას.
ჯვარედინი რეაქციის (სხვა კარბაპენემების ან ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, პენიცილინის და ცეფალოსპორინების მიმართ) თავიდან აცილების მიზნით. მეროპენემის დანიშვნამდე აუცილებელია პაციენტის გამოკითხვა ბატალაქტამური ანტიბიოტიკებისადმი ალერგიული რეაქციის არსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება. ხოლო ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი ზომების მიღება.
პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით, პრეპარატი გამოიყენება ტრანსამიზანების და ბილირუბინის დონის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
მეროპენემით ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში შესაძლებელია პრეპარატისადმი არამგრძნობიარე შტამების განვითარება, რაც პაციენტის მდგომარეობის მუდმივ კონტროლს მოითხოვს.
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც აინჰიბირებენ მილაკოვან სეკრეციას, როგორიცაა პრობენეციდი, ანელებენ მეროპენემის გამოყოფას და შესაბამისად ზრდიან მის კონცენტრაციას პლაზმაში. ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
მეროპენემმა შესაძლოა სისხლის პლაზმაში შეამციროს ვალპროის მჟავას კონცენტრაცია.
მეროპენემი შეუთავსებელია ჰეპარინთან, ხოლო შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-10% დექსტროზის ხსნარი, 0.02% ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი, 5 % დექსტროზის და 0.225% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5% დექსტროზისა და კალიუმის ქლორიდის ხსნარი, 2.5% და 10% მანიტოლის ხსნარი. მეროპენემის სხვა სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე გავლენა დადგენილი არ არის. 3 თვემდე ასკის პაციენტებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. მეროპენემი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე.
ჭარბი დოზირება
შესაძლებელია დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით-ჰემოდიალიზი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ვენაში ინექციისა და ინფუზიისათვის რეკომენდებულია მეროპენემის ახალმომზადებული ხსნარის შეყვანა.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით!

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..