მკურნალობა უცხოეთში


  მიკოფლუ

მიკოფლუს ზოგადი ინფორმაცია

მიკოფლუ. MICOFLU. სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების – აზოლების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. აქტიური ნივთიერება – ფლუკონაზოლი. Fluconazole. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

მიკოფლუს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მიკოფლუ. MICOFLUგამოდის 50 მგ და 150 მგ კაფსულის ფორმით. მიკოფლუს ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ფლუკონაზოლის 50 მგ-ს ან 150 მგ-ს.

მიკოფლუს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მიკოფლუს ფასები ფარმადეპოში
მიკოფლუს ფასები ავერსში
მიკოფლუს ფასები psp-ში
მიკოფლუს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მიკოფლუ, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მიკოფლუს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მიკოფლუს აქტიური ნივთიერება

ფლუკონაზოლი. Fluconazole. ქიმიური დასახელება – ალფა-(2,4-დიფტორფენილ)-ალფა-(1Н-1,2,4-ტრიაზოლ-1-ილმეთილ)-1H-1,2,4-ტრიაზოლ-1-ეთანოლი. ბრუტო–ფორმულა: C13H12F2N6O. ფლუკონაზოლს მიაკუთვნებენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:86386-73-4.

მიკოფლუს სინონიმები                     

მიკოსისტი (MYCOSYST, Gedeon Richter, უნგრეთი), დიფლუკანი (Diflucan, Pfizer), ეფცენ-150 (FCN-150, AVERSI, საქართველო), მიკოზოლი (MYCOZOL, Avita, თურქეთი),  მიკომაქსი (MicoMax, Zentiva, ჩეხეთი), ნოფუნგი (NOFUNG, EGIS, უნგრეთი), ფლუკორალი (FLUCORAL, Bilim, თურქეთი), ფლუმედი კაფსულა (FLUMED Capsules, CBS Pharmaceuticals, ინდოეთი), ფლუნოლი (FLUNOL, Asfarma, თურქეთი).

მიკოფლუს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კრიპტოკოკოზი
  • მენინგიტი კრიპტოკოკული
  • კრიპტოკოკული ინფექციები,  სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა)
  • კანდიდოზი გენერალიზებული
  • კანდიდემია
  • კანდიდოზი დისემინირებული
  • კანდიდოზური ინფექცია მუცლის ღრუს, ინვაზიური
  • კანდიდოზური ინფექცია ენდოკარდის, ინვაზიური
  • კანდიდოზური ინფექცია თვალის, ინვაზიური
  • კანდიდოზური ინფექცია სასუნთქი გზების, ინვაზიური
  • კანდიდოზური ინფექცია საშარდე გზების, ინვაზიური
  •  კანდიდოზი ლორწოვანი გარსების
  • კანდიდოზი პირის ღრუს, არაინვაზიური
  • კანდიდოზი ხორხის, არაინვაზიური
  • კანდიდოზი საყლაპავის, არაინვაზიური
  • კანდიდოზი ბრონქების, არაინვაზიური
  • კანდიდოზი ფილტვის, არაინვაზიური
  • კანდიდურია
  • კანის კანდიდოზი
  • კანდიდოზი პირის ღრუს, ატროფიული  (პროთეზის მქონე პირებში)
  • კანდიდოზი ვაგინალური (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე)
  • სოკოვანი დაავადებები ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში
  • მიკოზები კანის
  • მიკოზები ტერფების
  • მიკოზები  საზარდულის არის
  • ონიქომიკოზი
  • მიკოზი ენდემური
  • კოკციდიომიკოზი
  • პარაკოკციდიომიკოზი
  • სპოროტრიქოზი
  • ჰისტოპლაზმოზი

მიკოფლუს საფირმო აღწერიდან

მიკოფლუს მოქმედების მექანიზმი

მიკოფლუ აზოლის ჯგუფის ძლიერი ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე. მიკოფლუ აქტიურია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Histoplasma capsulatum მიკროორგანიზმებისადმი. შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმლების საშუალებით სახეშეუცვლელი ფორმით. იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.

მიკოფლუს ჩვენებები

- კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში.
- გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით.
- ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში.
- ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად.
- სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივური თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო.
- კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი.
- ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.

მიკოფლუს მიღების წესები და დოზები

მიკოფლუს დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით. ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის გათვალისწინებით. მოზრდილებში: კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი – 200-400 მგ ერთხელ დღეში. ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს – 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში. პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს – 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს – ერთჯერადად 150 მგ. კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებულია – 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა. ბავშვებში: ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს – 3 მგ/კგ დღეში; გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს – 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.

მიკოფლუს გვერდითი მოვლენები

იშვიათად – გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიაციური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.

მიკოფლუს უკუჩვენებები

პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით სოკოვანი დაავადებების მძიმე ფორმების სამკურნალოდ. დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები მიკოფლუზე

იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნა ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა. ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიაციური რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზისი. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას. ჰიდროქლორთიაზიდისა და მიკოფლუს ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით. ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში მიკოფლუ ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას. რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა მიკოფლუს დოზის მომატება. ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება.

მიკოფლუს შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

მიკოფლუს გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

Comments are closed.

nostalgia

დარგობრივი საიტები

vaka