მულტი-ტაბს ბეიბი

  მულტი-ტაბს ბეიბი

მულტი-ტაბს ბეიბის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბს ბეიბი. Multi-tabs Baby. პოლივიტამინები მინერალების გარეშე. აქტიური ნივთიერება – Vit.A,D,C. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A11JA. მწარმოებელი ფირმა – ფეროსან ა/ს (დანია).

მულტი-ტაბს ბეიბის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბს ბეიბი. Multi-tabs Baby გამოდის 30მლ ფლაკონში წვეთების ფორმით. მულტი–ტაბს ბეიბი შეიცავს ვიტამინ A–ს (რეტინოლის აცეტატი) 300 მკგ = 1000 სე, ვიტამინ D–ს (ქოლეკალციფეროლი) 10 მკგ = 400 სე, ვიტამინ C–ს (ასკორბინის მჟავა) 35 მგ. არააქტიური ინგრედიენტებია:  საქაროზა, მაკროგოლგლიცეროლის ჰიდროსტეარატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის ჰიდროჟანგი, ლიმონის მჟავა, ალფა ტოკოფეროლი, ეთანოლი 96%, კონცენტრირებული ქლორწყალბადის მჟავა, გამოხდილი წყალი. აღწერა: გამჭვირვალე სითხე ყვითელიდან მოყავისფრო ფერამდე.

მულტი-ტაბს ბეიბის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბს ბეიბის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბს ბეიბის ფასები ავერსში
მულტი-ტაბს ბეიბის ფასები psp-ში
მულტი-ტაბს ბეიბის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბს ბეიბი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბს ბეიბის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბს ბეიბის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვიტამინების ნაკლებობა
  • რაქიტი
  • ინფექციური დაავადებები
  • ყივანახველა
  • წითელა
  • დიფტერია
  • ბრონქიტები
  • მოძრაობის აპარატისა და ორგანოების სისტემების სწორი ფორმირება და განვითარებას უზრინველყოფა
  • სიმაღლეში ზრდა

მულტი-ტაბს ბეიბის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ჩვილ ბავშვებისათვის აუცილებელ ვიტამინების კომპლექს. მისი მოქმედება განისაზღვრება ვიტამინების თვისებებით, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში.
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი):
ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფორმირებაში, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, უზრუნველყოფს ნორმალურ მხედველობით ფუნქციას. ვიტამინი A წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს.
ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი)
აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური ფორმირებისათვის.
იგი ხელს უწყობს პლაზმაში არაორგანული ფოსფორისა და კალციუმის დონის შენარჩუნებას, ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილ ნაწლავში, ხელს უშლის რაქიტისა და ოსტეომალაციის განვითარებას.
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა):
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილის წარმოქმნისას, რომელსაც უწოდებენ კოლაგენს და რომელიც წარმოადგენს შემაკავშირებელი ქსოვილების, ძვლების, ხრტილის, კბილებისა და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა იმუნური სისტემისათვის და სისხლის თეთრი უჯრედების ფუნქციონირებისათვის, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არაორგანული რკინის შეწოვას. გარდა ამისა იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს.
ჩვენებები
ჩვილებსა და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში:
0,5-1 მლ-მდე დღეში ერთხელ, საჭმელთან ერთად ან მაშინვე ჭამის მერე
– ვიტამინების ნაკლებობის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
– რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
– ინფექციური დაავადებების კომპლექსური პროფილაქტიკა (ყივანახველა, წითელა, დიფტერია, ბრონქიტები);
– უზრუნველყოფს მოძრაობის აპარატისა და ორგანოების სისტემების სწორ ფორმირებასა და განვითარებას, ასევე სიმაღლეში ზრდას.
მიღების წესები და დოზები
არ შეიძლება რეკომენდირებული დღიური დოზის გადაჭარბება.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ ალერგიულ რეაქციებს: ქავილი ურტიკარა.
უკუჩვენება
პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ მომეტებული მგრძნობიარობა.
განსაკუთრებული მითითებები
მულტი-ტაბს ბების მიღების დროს არ არის რეკომენდირებული სხვა პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, რათა არ ჰქონდეს ადგილი დოზის გადაჭარბებას.
შენახვის პირობები და ვადები
ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 15oC.
ფლაკონის გახსნის შემდეგ იგი უნდა შეინახოს მაცივარში ტამპერატურაზე 2oC-დან 8oC-მდე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
18 თვე.
გახსნილი ფლაკონის შენახვა დასაშვებია არაუმეტეს 2 თვის.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.