nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  ნაქსოჯინი

ნაქსოჯინის ზოგადი ინფორმაცია

ნაქსოჯინი. NAXOGIN. ნიტროიმიდაზოლის წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – ნიმორაზოლი. Nimorazole. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – P01AB06. მწარმოებელი ფირმა – PFIZER.

ნაქსოჯინის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნაქსოჯინი. NAXOGIN გამოდის 500 მგ ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტს: ნიმორაზოლს – 500 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა – 101.2 მგ, სიმინდის სახამებელი – 40.0 მგ, მეთილცელულოზა 400 – 2.8 მგ, სტეარინმჟავა – 6.0 მგ. აღწერილობა: მრგვალი, ამოზნექილი, თეთრი ან მოყვითალო ელფერის ტაბლეტები ერთ მხარეს გადატეხვის ხაზით.

ნაქსოჯინის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნაქსოჯინის ფასები ფარმადეპოში
ნაქსოჯინის ფასები ავერსში
ნაქსოჯინის ფასები psp-ში
ნაქსოჯინის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნაქსოჯინი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნაქსოჯინის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნაქსოჯინის აქტიური ნივთიერება

ნიმორაზოლი. Nimorazole. ქიმიური დასახელება – 4-[2-(5-ნიტრო-1Н-იმიდაზოლ-1-ილ)ეთილ]მორფოლინი. ბრუტო–ფორმულა:C9H14N4O3. ნიმორაზოლს მიაკუთვნებენ სხვა სინთეთიკური ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:6506-37-2.

ნაქსოჯინის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ინფექციები, რომელთა გამომწვევია Trchomonas vaginalis
  • ლამბლიოზი
  • ამებიაზი
  • ვაგინიტები, რომლებიც გამოწვეულია Gardnerella vaginalis – ით
  • გინგივიტი, მწვავე წყლულოვან-ნეკროზული (ვინსენტის გინგივიტი)

ნაქსოჯინის საფირმო აღწერიდან

ნაქსოჯინის ფარმაკოლოგიური თვისებები

ნაქსოჯინის ფარმაკოდინამიკა

ნაქსოჯინი ეს არის ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც ავლენს აქტივობას Trichomonas vaginalis და სხვა უმარტივესების (მათ შორის Giardia inetstinalis და Entamoeba histolytica), აგრეთვე ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ კი Bacteroides და Gardnerella vaginalis მიმართ.
მინიმალური ტრიქომონაციდური კონცენტრაცია მერყეობს 0.3-3 მკგ/მლ დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკა
ნაქსოჯინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. 1 გ ნიმორაზოლის სამჯერადი მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში აღწევს 16 მკგ/მლ პირველი მიღებიდან 3 საათის შემდეგ, 28 მკგ/მლ 25-ე საათზე და 7.5 მკგ/მლ – ბოლო მიღების შემდეგ.
ნაქსოჯინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უმთავრესად თირკმელებით; ნიმერაზოლისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია შარდში და ვაგინალურ სეკრეტში მნიშვნელოვნად აჭარბებს ტრიქომონაციდურ კონცენტრაციებს. 1 გ ნაქსოჯინის სამჯერადი მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში ნიმორაზოლის კონცენტრაციამ ვაგინალურ სეკრეტში, რომელიც იზომებოდა 24-ე, 48-ე და 72-ე საათზე შეადგინა შესაბამისად 129 მკგ/მლ, 95 მკგ/მლ და 4 მკგ/მლ .

ნაქსოჯინის ჩვენებები

ინფექციები, რომელთა გამომწვევია Trchomonas vaginalis, ლამბლიოზი, ამებიაზი, ვაგინიტები, რომლებიც გამოწვეულია Gardnerella vaginalis – ით, მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი)

ნაქსოჯინის მიღების წესები და დოზები

გამოიყენება პერორალურად
ტრიქომონიაზი:
მკურნალობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთლილიდან ერთ-ერთი სქემის მიხედვით:
მოზრდილები:
ა) 2 გ ერთჯერადად ჭამის შემდეგ
ბ) 1 გრამი 3-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ;
გ) 250 მგ სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
ამებიაზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
20 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-10 დღის განმავლოაბში.
ლამბლიოზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
Gardnerella vaginalis – ით გამოწვეული ინფექციები:
ა) 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბ) 2 გ ერთჯერადად
მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი) მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში;

ნაქსოჯინის გვერდითი მოვლენები

გამოიყენება პერორალურად
ტრიქომონიაზი:
მკურნალობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთლილიდან ერთ-ერთი სქემის მიხედვით:
მოზრდილები:
ა) 2 გ ერთჯერადად ჭამის შემდეგ
ბ) 1 გრამი 3-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ;
გ) 250 მგ სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
ამებიაზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
20 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-10 დღის განმავლოაბში.
ლამბლიოზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
Gardnerella vaginalis – ით გამოწვეული ინფექციები:
ა) 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბ) 2 გ ერთჯერადად
მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი) მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში;

ნაქსოჯინის უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მძიმედ მიმდინარე ჰემატოლოგიური და ცერებრალური დაავადებები. თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
სიფრთხლით უნდა მოხდეს მისი გამოყენება მწვავე ნევროლოგიური დაავადებების დროს.
ნაქსოჯინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელების მიღება (სულ მცირე 48 საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან).
ორსულობა და ლაქტაცია
ნაქსოჯინის გამოყენებისგან თავის შეკავებაა საჭირო ორსულობის (განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში) და ლაქტაციის პერიოდში მუტაგენური თვისებების შესაძლო გამოვლენის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
მწვავე ნევროლოგიური დარღვევების პაციენტების მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ტრიქომონიაზის მკურნალობისას ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთ მათგანს არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები.

ჭარბი დოზირება ნაქსოჯინით
სიმპტომები: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (გულძმარვა, გულისრვა, ღებინება, დიარეა), თავბრუსხვევა, შესაძლებელია ასევე ნევროლოგიური სიმპტომები (გაშეშება,ჩხვლეტითი ტკივილი, პარესთეზიები და გულყრები).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას ნაქსოჯინმა შეიძლება მოახდინოს დისულფირამის მსგავსი რეაქციების პროვოცირება. ნაქსოჯინმა შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტი და დააქვეითოს ფენიტოინის და ლითიუმის კლირენსი. ფენობარბიტალმა შეიძლება შეამციროს ხოლო ციმეტიდინმა გაზარდოს ნაქსოჯინის პლაზმური კონცენტრაციები.
პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის აღწერილი

ნაქსოჯინის შენახვის პირობები და ვადები

შენახვის ვადა 5 წელი
არ შეიძლება პერპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25oC. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნაქსოჯინის გაცემის წესი

რეცეპტით

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka