ნოოტროპ პირაცეტამი

   ნოოტროპ პირაცეტამი

ნოოტროპ პირაცეტამის ზოგადი ინფორმაცია

ნოოტროპ პირაცეტამი. NOOTROP PIRACETAM. ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი, ნოოტროპული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – პირაცეტამი. Piracetam. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

ნოოტროპ პირაცეტამის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ნოოტროპ პირაცეტამი. NOOTROP PIRACETAM გამოდის 400 მგ კაფსულის ფორმით. ნოოტროპ პირაცეტამის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – პირაცეტამის 400 მგ-ს.

ნოოტროპ პირაცეტამის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ნოოტროპ პირაცეტამის ფასები ფარმადეპოში
ნოოტროპ პირაცეტამის ფასები ავერსში
ნოოტროპ პირაცეტამის ფასები psp-ში
ნოოტროპ პირაცეტამის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ნოოტროპ პირაცეტამი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ნოოტროპ პირაცეტამის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ნოოტროპ პირაცეტამის აქტიური ნივთიერება

პირაცეტამი. Piracetam. ქიმიური დასახელება – 2-ოქსო -1-პიროლიდინაცეტამიდი. ბრუტო–ფორმულა:C6H10N2O2. პირაცეტამს მიაკუთვნებენ ნოოტროპების ჯგუფს. CAS-კოდი:7491-74-9.

ნოოტროპ პირაცეტამის სინონიმები 

კოგნიციდი (Cognicid, HB Georgia, გერმანია),  ლუცეტამი (LUCETAM, EGIS, უნგრეთი).

ნოოტროპ პირაცეტამის მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ომარონი (OMARON, Stada, გერმანია; piracetam, cinnarizine), ფესამოლი (FESAMOL, GMP, საქართველო; piracetam, cinnarizine), ვინერი (VINER, AVERSI, საქართველო; piracetam, gamma-aminobutyric acid).

ნოოტროპ პირაცეტამის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, მწვავე და ქრონიკული
  • თავის ტვინის კომატოზური მდგომარეობა, ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი
  • თავის ტვინის სუბკომატოზური მდგომარეობა, ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი
  • ყურადღების დაქვეითება
  • მეხსიერების დაქვეითება
  • გუნება-განწყობილების შეცვლა
  • ქცევის დარღვევები ალცჰაიმერის დაავადების დროს
  •  გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში
  • ნეიროლეპტიკების აუტანლობა

ნოოტროპ პირაცეტამის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
ნოოტროპული პრეპარატი. დადებითად მოქმედებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. იშემიურ უბნებში ზრდის გლუკოზის უტილიზაციას, აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესებსა და მიკროცირკულაციას, ახდენს აქტივირებული თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბირებას. ჰიპოქსიით, ინტოქსიკაციითა და ელექტროშოკით თავის ტვინის დაზიანებისას იჩენს დაცვით მოქმედებას. აუმჯობესებს სწავლების პროცესს, მეხსიერებასა და ტვინის ინტეგრაციულ მოქმედებას.
ჩვენებები
– ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევები;
– თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდგომი კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობანი;
– ყურადღების, მეხსიერების დაქვეითება, გუნება-განწყობილების შეცვლა;
– ალცგეიმერის დაავადების დროს ქცევის დარღვევები;
– გონებრივი ჩამორჩენა ბავშვებში;
– დამხმარე საშუალება ნეიროლეპტიკების აუტანლობისას.
მიღების წესები და დოზები
მკურნალობის დაწყებისას დოზა შეადგენს 800 მგ-ს სამჯერ დღეში ჭამის წინ. მდგომარეობის გაუმჯობესებისას – 400 მგ სამჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობაა 6-8 კვირა. საჭიროებისას შესაძლებელია თერაპიული კურსის გამეორება. ბავშვებში დოზა შეადგენს 30-50 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში 2-3 მიღებაზე. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს არანაკლებ სამი კვირა.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად – გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, დისპეფსიური მოვლენები, მუცლის არეში ტკივილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პოტენციის მომატება, ან სისუსტე, ძილიანობა.
უკუჩვენება
პრეპარატისადმი მაღალი მგრძნობელობა, ორსულობა, ლაქტაცია, თირკმლის უკმარისობის სინდრომი, როცა კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ.
განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილეა საჭიროა თირკმლის უკმარისობის დროს.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

Share this...Share on Facebook
Facebook