ნუროპლექს ფორტე

ნუროპლექს ფორტე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პოლივიტამინები, მიკროელემენტები

შემადგენლობა
ყოველი გარსით დაფარული აბი შეიცავს:
მეკობალამინი 750 მკგ
ალფა ლიპოის მჟავა 100 მგ
ფოლის მჟავა 100 მკგ (0.1 მგ)
ვიტამინი A 2500 სე.
ვიტამინი E 7,5 მგ
ვიტამინი B1 1,0 მგ
ვიტამინი B2 1,5 მგ
ვიტამინი B6 1,0 მგ
ბიოტინი 30 მკგ
სელენი 30 მკგ
ცინკი 15 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას.
მეკობალამინი წარმოადგენს ვიტამინის B12 კო-ენზიმს, რომელიც ვლინდება სისხლსა და ცერებროსპინალურ სითხეში. მას ნერვის ქსოვილი ირთავს უფრო ინტენსიურად, ვიდრე ვიტამინის B12 ნებისმიერ სხვა ანალოგს. Mეკობალამინს გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშნველობა ნერვული სისტემის ფუნქციონირებისათვის. მეკობალამინი – ვიტამინის B12 ერთადერთი ნეიროაქტიული ფორმაა, რომელიც 130-150 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე ციანოკობალამინი მიელინის გარსის ფორმირებაში, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. მეკობალამინს აქვს ნოოტროპული მოქმედება, ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას. პრეპარატი დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე ტოქსიკური ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, პანკრეატიტის დროს. ახდენს ანაბოლურ მოქმედებას, ზრდის ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
ლიპოის მჟავა აადვილებს რძის მჟავის გარდაქმნას პიროყურძნის მჟავად, პიროყურძნის და β-კეტოგლუტარული მჟავების უტილიზაციას, ანუ ხელს უწყობს მეტაბოლური აციდოზის ლიკვიდაციას. ლიპოის მჟავა ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დაგროვებას ჰეპატოციტებში და ღვიძლის გაცხიმოვნებას, ააქტიურებს მის მეტაბოლურ ფუნქციასა და ნაღველგამოყოფას. სისხლის პლაზმაში ამცირებს საერთო ლიპიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცველობის შემცირებას და ღვიძლში გლიკოგენის შემცველობის ზრდას. აძლიერებს ქსოვილებით გლუკოზის უტილიზაციას ინსულინორეზისტენტობის დაძლევის საშუალებით. შაქრის დიაბეტის მსუბუქი ფორმის მქონე პირებში მხოლოდ ლიპოის მჟავასაც (შესაბამისი დიეტის ფონზე) შეუძლია ხელი შეუწყოს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას. უფრო რთულ შემთხვევებში იგი ინიშნება ინსულინთან ერთად. ლიპოის მჟავა თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოსაა B ჯგუფის ვიტამინებთან, ახდენს ჰეპატოპროტექტორულ მოქმედებას. ლიპოის მჟავა ააქტიურებს ანაბოლურ პროცესებს.
ვიტამინი A ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდასა და განვითარებას. უზრუნველყოფს მხედველობის ორგანოს, ლორწოვანი გარსის, ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ნორმალურ მოქმედებას. ზრდის სასუნთქი გზებისა, ლორწოვანი გარსებისა და კუჭ-ნაწლავის მდგრადობას დაავადებების მიმართ, ზრდის ორგანიზმის ინფექციებისადმი ამტანობას.
ვიტამინი E არის აქტიური ანტიოქსიდანტი, ამცირებს ქსოვილების მიერ ჟანგბადის მოთხოვნილებას, არეგულირებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლას (დიაბეტიან ავადმყოფებში ამცირებს ინსულინზე მოთხოვნილებას), ნორმაში მოყავს სასქესო ორგანოების ფუნქცია; ხელს უწყობს ახალი ტრომბების დაშლას და ხელს უშლის ემბოლიას, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, ამყარებს სისხლძარღვთა კედლებს; ზრდის კუნთების შეკუმშვის ძალას.
ვიტამინი B1 არის ნახშირწყლის ცვლაში მონაწილე ფერმენტების კოფერმენტი. თიამინს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ნერვული სისტემის (დადებითად მოქმედებს სინაფსებში ნერვული აღგზნების გატარებაზე, გააჩნია ზომიერი განგლიომაბლოკირებელი თვისებები), საჭმლის მონელების ტრაქტისთვის, გულისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის უზრუნველყოფისთვის.
ვიტამინი B2 შედის ჟანგვა-აღდგენითი პროცესების მარეგულირებელი ფერმენტების შემადგენლობაში, მონაწილეობს ნახშირწყლის, ცილისა და ცხიმის ცვლაში, აუცილებელია თვალის ნორმალური მხედველობითი ფუნქციის შესანარჩუნებლად. რიბოფლაფინი ხელს უშლის დიზბაქტერიოზის განვითარებას.
ვიტამინი B6 ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნივთიერებათა ცვლაში; აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პირიდოქსინი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავიდან ამინომჟავების შეწოვის პროცესს, მათ შეღწევას სისხლძარღვებიდან ქსოვილებში, უჯრედებში, მათ რეაბსორბაციას თირკმელებში; ხელახალი ამინირების, დეზამინირების, ამინომჟავების დეკარბოქსილირების პროცესებს, მათ შორის გლუტამინის მჟავის გარდაქმნას გამა-ამინოერბოს მჟავად (შემაფერხებელი ფაქტორი ცნს-ში). ბიოტინი აუცილებელია, როგორც ბიოტინური ფერმენტების კოფერმენტი, რომლებიც მონაწილეობენ მეტაბოლურ პროცესებში ნახშიწყლის ორჟანგის გადატანაში. ბიოტინს იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდ. როგორც უჯრედის დაყოფის ხელშემწყობი ფაქტორი.
ფოლის მჟავა. ფოლის მჟავას უკმარისობა ამუხრუჭებს სისხლწარმოქმნის მეგაბლასტიკური ფაზის გადასვლას ნორმობლასტიკურში. ფოლის მჟავა ვიტამინ B12 ერთად ახდენს ერითროპოეზის სტიმულირებას, აგრეთვე მონაწილეობს ამინომჟავების (მეთიონინის, სერინის და სხვ.), ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის ცვლაში წარმოადგენს გლუტათიონ პეროქსიდაზის ფერმენტული სისტემის არსებით ნაწილს, მოქმედებს ფერმენტების აქტივობაზე. გლუტათიონ პერეოქსიდაზა იცავს უჯრედშიდა სტრუქტურებს თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისგან. ორგანიზმში სელენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს კარდიომიოპათიისა (კეშანის დაავადება) და სხვა გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარება.
თუთია მონაწილეობს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში, სისხლწარმოქმნის პროცესებში, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებაში, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას. თუთიის დიდ რაოდენობას შეიცავს კანი, თმები, კუნთები, ღვიძლისა და ძვლის ქსოვილი. თუთია არის აუცილებელი ელემენტი, რომელიც მონაწილეობს ინსულინის და სხვა ფერმენტული სისტემების გამომუშავებაში. თუთიის უკმარისობისას ბავშვების ორგანიზმში ვითარდება ჰიპოგონადიზმი. ახალგაზრდებში (27 წლის ასაკში) “თუთიის შიმშილობის” 20 კვირის შემდეგ ტესტოსტერონის დონე ეცემა 73 %-ით. მეორე მხრივ, მძიმე ცინკოდეფეციტის მქონე ასაკში შესულ ადამინებში თუთიის შემცველი პრეპარატის მიღება ზრდის ტესტოსტერონის დონეს თითქმის 100%-ით. თუთია ააქტიურებს ანდროსტენედიონის გარდაქმნას ტესტოსტერონად და ზღუდავს ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას. თუთია პრინციპულად მნიშვნელოვანია ოპტიმალური ანაბოლური პირობების შესაქმნელად.

ჩვენებები
– ვიტამინების უკმარისობის პროფილაქტიკა;
– ჰიპოტროფია (ახდენს ანაბოლურ მოქმედებას);
– დიაბეტური ნეიროპათია;
– პერიფერიული ნეიროპათია;
– გლაუკომასთან დაკავშირებული ნიშნების შესამსუბუქებლად და მხედველობის გასაუმჯობესებლად;
– მხედველობის ნერვის ატროპია;
– დეპრესია, სტრესი და ძილის დარღვევა, შაკიკი.
– გაფანტული სკლეროზი, გვერდითი სკლეროზი;
– პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია;
პერიფერიული ნევრიტები;
– ზურგის ტვინში დეგენერატიული ხასიათის ქვემწვავე კომპლექსური ცვლილებები;
– სამწვერა ნერვის ნევრალგიები, ნეკნთაშორისი ნევრალგია; ლუმბაგო;
– კუნთოვანი სისუსტე, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
– ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიკური დაზიანება;
– ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას;
– კარდიალგია, სიკვდილის შიში და ინსულტის შემდგომი მდგომარეობა;
– კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება;
– ტოქსიკური ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი;
– კანის დაავადებები (ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ნეიროდერმიტები, ჰერპეტიფორმული დერმატიტი);
– ოლიგოსპერმია, იმპოტენცია;
– ფიზიკური გამოფიტვა;

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1 ტაბლეტი.
მკურნალობისას მიიღეთ 2 აბი დღეში (დილას და საღამოს).

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

ჭარბი დოზირება
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვაადა: 2 წელი

გამოშვების ფორმა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: Zee Laboratories, ინდოეთი

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook