ოქტენიდოლი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აქტიური ნივთიერება: ოქტენიდინი/octenidine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ადგილობრივი გამოყენების პრეპარატი
ჩვენებები:
პიტნის გემოს მქონე ოქტენიდოლი წარმოადგენს უნიკალურ ოქტენიდინის  შემცველ პირველ პირის ღრუს სავლებ ხსნარს. ანტიბაქტერიული ხსნარი სწრაფად და ხანგრძლივად თრგუნავს ბაქტერიებს და ამცირებს მათ წარმოქმნას. იგი წარმოადგენს პარადონტოზისა და გინგივიტისაგან (ღრძილების ანთება) დაცვის ეფექტურ საშუალებას. ასევე დამხმარე საშუალებას MRSA-სა და   C. Albicans-ს წინააღმდეგ.
ოქტენიდოლი არ შეიცავს ალკოჰოლს და ქლორჰექსიდინს.
მიღების წესი და დოზები:
ოქტენიდოლი 15 მლ დოზით განზავების გარეშე 2-3-ჯერ დღეში გამოივლეთ პირის ღრუში დაახლოებით 30 წმ-ის განმავლობაში (MRSA-ს დროს 15 წმ. C. Albicans-ის საწინააღმდეგოდ 1 წუთი) არ გადაყლაპოთ.
უშუალოდ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია პირის ღრუს გამორეცხვა. საკვების და სასმელის მიღება.
შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 250С-ს. დაიცავით ყინვისაგან. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქტს.
მწარმოებელი: გერმანია
გამოშვების ფორმა: სავლები 250მლ ფლაკონი

გაფრთხილება