პარა-დენკი 500

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პარაცეტამოლი/paracetamol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი საშუალება
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ პარაცეტამოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), პოვიდონი, სტეარინის მჟავა, ტალკი, ხორბლის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდის ნალექი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პარაცეტამოლის ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედების მექანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ცნობილი. შესაძლებელია ცენტრალური და პერიფერიული ეფექტი. დამტკიცებულია ცერებრალური პროსტაგლანდინის სინთეზზე დამთრგუნველი მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ პერიფერიული პროსტაგლანდინის დათრგუნვა მიმდინარეობს ნელა. გარდა ამისა, პარაცეტამოლი ჰიპოთალამუსის ტემპერატურის მარეგულირებელ ცენტრში ახდენს ენდოგენური პიროგენული ეფექტის გაძლიერებას.
ფარმაკოკინეტიკა
ზოგადად პარაცეტამოლის ორალური მიღების შედაგად ხდება მისი სრულად შეწოვა და პლაზმის მაქსიმალური დონე მიიღწევა მიღებიდა 30-60 წუთის შემდეგ.
რექტალურად შეყვანის შემდეგ აბსორბირდება 68-88% პარაცეტამოლი. პლაზმის კონცენტრაციის პიკი მიიღწევა არანაკლებ 3-4 საათის შემდეგ.
პარაცეტამოლის შეღწევა ყველა ქსოვილში მიმდინარეობს სწრაფად. სისხლის, პლაზმის და ნერწყვის კონცენტრაციები შედარებითია. პლაზმის ცილებთან მიერთება მცირეა.
პარაცეტამოლი უპირატესად მეტაბოლიზირდება ღვიძლში, ორი ძირითადი გზით: გლუკორონისა და გოგირდმჟავასთან მიერთებით. თერაპიულზე მაღალი დოზის მიღებისას ეს უკანასკნელი გზა განსაკუთრებით აქტიურდება. მეტაბოლიზმის mcire ნაწილი ხორციელდება კატალიზატორ Р450- ის (უპირატესად CYP2E1) საშუალებით, რაც იწვევს N- აცეტილ – р- ბენზოქვინონის მეტაბოლიტის ფორმირებას. იგი ჩვეულებრივ დეტოქსიფიცირდება გლუტათიონით და უერთდება მერკაპტურინის მჟავას და ცისტეინს. მასიური ინტოქსიკაციის დროს, ამ ტოქსიური მეტაბოლიტების რიცხვი იზრდება.
ძირითადად გამოყოფა ხდება შარდის მეშვეობით. აბსორბირებული ნივთიერების 90% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში, ძირითადად თირკმელების საშუალებით, გლუკორონიდის (60-80%) და სულფატ ნაერთების (20-30%) სახით. უცვლელი სახით გამოიყოფა 5%-ზე ნაკლები.
ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ. ნახევარდაშლის პერიოდი იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, გადაჭარბებული დოზის მიღებისას და ახალშობილებში. მაქსიმალური ეფექტი და საშუალო ხანგრძლივობა (4-6სთ) დაკავშირებულია პლაზმის კონცენტრაციასთან.
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) ფერხდება პარაცეტამოლის და მისი მეტაბოლიტების გამოყოფა.

ხანდაზმული პაციენტები
მიერთების უნარი არ იცვლება.

თერაპიული მითითებები
პარა-დენკ 500 გამოიყენება მსუბუქი და ზომიერი ტკივილის სამკურნალოდ/ სიცხის დროს. გამოიყენება 3.5 წლიდან ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში.
მიღების წესები და დოზები
პარა-დენკ 500 გამოიყენება ამ ინსტრუქციაში აღნიშნული წესით. გამოყენების შესახებ კითხვების გაჩენის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
პარა-დენკ 500 სანთლის დოზა დამოკიდებულია ასაკსა და სხეულის წონაზე. ჩვეულებრივ ერთჯერადი დოზა შეადგენს 10-15 მგ-ს სხეულის 1 კგ წონაზე და 60 მგ/კგ – დღე-ღამური დოზა.
დაუშვებელია გადაჭარბება. პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალი დამოკიდებულია დღე-ღამური (24 საათი) დოზასა და სიმპტომებზე და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 საათს.
თუ სიმპტომები გაგრძელდა 3 დღეზე დიდი ხნით საჭიროა მიმართოთ ექიმს.

სხეულის მასა /ასაკი ერთჯერადი დოზა ტაბლეტების რაოდენობის მითითებით   მაქსიმალური დღეღამური დოზა ტაბლეტების რაოდენობის მითითებით
17-დან 25კგ-მდე ბავშვები 4-დან 8 წლამდე 1/2 ტაბ. (250მგ პარაცეტამოლი) 2 ტაბ. (1000მგ პარაცეტამოლი)
26-დან 32კგ-მდე ბავშვები 8-დან 11 წლამდე 1/2 ტაბ. (250მგ პარაცეტამოლის ექვივალენტი) ამ ჯგუფში შემავალი პაციენტებისათვის წამლის სხვა ფორმები უფრო ეფექტური იქნება, ვინაიდან ისინი იძლევიან უფრო ზუსტი დოზირების (მაქს. 400მგ) საშუალებას 2 ტაბ. (1000მგ პარაცეტამოლი) გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დღიური დოზის 3 ტაბლეტამდე გაზრდა, სულ ცოტა 4 საათის ინტერვალით, ე.ი. დღიური 1500მგ პარაცეტამოლი
33-დან 43კგ-მდე ბავშვები 11-დან 12 წლამდე 1 ტაბ. (500მგ პარაცეტამოლი) 4 ტაბ. (2000მგ პარაცეტამოლი)
43კგ და მეტი მოზარდები 12 წლის ზევით და მოზრდილები 1-2 ტაბ. (500-1000მგ პარაცეტამოლი) 8 ტაბ. (4000მგ პარაცეტამოლი)

მიღების წესი:
პარა-დენკ 500 მიიღება დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
ექიმის ან დანტისტის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია პარა-დენკ 500მგ მიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

პაციენტთა სპეციალური ჯგუფები:
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევებისას, ასევე ჟილბერტის სინდრომის მქონე პაციენტებში აუცილებლია დოზის შემცირება, ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

თირკმლის უკმარისობა
თირკმლის მწვავე უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი < 10 მლ/წთ) მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8 სთ-ს.
ხანდაზმული ავადმყოფებისათვის არ არსებობს განსაკუთრებული მითითებები დოზირებასთან დაკავშირებით.
გვერდითი მოვლენები
პარა-დენკ 500მგ –ის მიღების შედეგად გამოვლენილი გვერდითი მოვლენების სიხშირის განსასაზღვრად მოყვანილია შემდეგი ცხრილი:
ძალიან ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 10-ში 1;
ხშირი: უფრო მეტი ვიდრე 100-ში 1, მაგრამ ნაკლები ვიდრე 10-ში 1;
არახშირი: უფრო მეტი ვიდრე 1 1000-ში, მაგრამ ნაკლები ვიდრე 100-ში ერთი;
იშვიათი: მეტი ვიდრე 10 000-ში ერთი, მაგრამ ნაკლები ვიდრე ერთი 1000-ში;
ძალიან იშვიათი: 1 ან ნაკლები 10 000, ინდივიდუალური შემთხვევების ჩათვლით.
იშვიათ შემთხვევებში შეიმჩნევა ზოგიერთი ღვიძლის ფერმენტის (შრატის ტრანსამინაზები) მომატება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები უბრალო გამონაყარის ან ჭინჭრის ციების სახით, რომელიც შეიძლება გადავიდეს შოკში. ამ შემთხვევაში საჭიროა დახმარებისთვის მიმართოთ ექიმს.
სხვა იშვიათი გამოვლინებები: ასთმისადმი მიდრეკილ ადამიანებში ასთმისმაგვარი ბრონქიალური სპაზმის განვითარება.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში: თრომბიციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი).
გთხოვთ მიმართოთ ექიმს, როდესაც გამოვლინდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ არის ინსტრუქციაში მითითებული ან მოხდება აქ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამწვავება.
უკუჩვენება
– პარაცეტამოლის და პარა-დენკ 500 კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა (ალერგია)
– თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს
ორსულობა და ლაქტაცია
პარაცეტამოლი აღწევს დედის რძეში. რადგან არ არსებობს ცნობები ახალშობილზე პარაცეტამოლის მავნე ზეგავლენის შესახებ, არ არის საჭირო ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
პარა-დენკ 500 დიდი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ:
– ქრონიკული ალკოჰოლიზმისას;
– ღვიძლის ფუნქციების დაქვეითებისას (ღვიძლის ანთება, გილბერტის სინდრომი)
– თირკმელის ფუნქციების დარღვევისას
ზემოთჩამოთვლილი დაავადებების არსებობის შემთხვევაში, პარა-დენკ 500-ის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტანცია.
ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების კომბინირებულმა გამოყენებამ, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის პერმანენტული დაზიანება თირკმლის უკმარისობის დონემდე (ანალგეზიური ნეფროპათია).
პრეპარატის ხანგრძლივად და არაკორექტულად მაღალი დოზებით მიღებისას მკურნალობის მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, დაღლილობა, შფოთვა და ვეგეტატიური სიმპტომები.
მოცემული მოვლენები ქრება რამდენიმე დღეში. ამის შემდგომ პრეპარატი უმჯობესია გამოვიყენოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პარა-დენკ 500 არ შეიძლება გამოვიყენოთ ხანგრძლივად, დიდი დოზებით და ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ბავშვები
პარა-დენკ 500 არ არის ნაჩვენები 3.5 წლამდე და/ან 17 კგ-მდე ბავშვებისათვის. ამ ჯგუფის ბავშვებისთვის ნაჩვენებია წამლის სხვა ფორმები პრეპარატის შესაბამისი კონცენტრაციით.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს. ორსულობის დროს პარა-დენკ 500 სანთლის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ შესაბამისი რისკის და სარგებლის შეფასების შემდეგ.
ორსულობისას პარა-დენკ 500 სანთლის ხანგრძლივად, მაღალი დოზებით ან სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან მოცემულ შემთხვევაში უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე:
პარა-დენკ 500 არ ახდენს გავლენას მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვაზე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენებისას, საჭიროა ყურადღების გამახვილება.
ჭარბი დოზირება
დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და/ან სხეულის წონაზე და არ უნდა გადააჭარბოს ცხრილში მითითებულ ნოტმატივებს.
43 კილოზე მეტი წონის მოზრდილებში მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 4000 მგ. პარაცეტამოლს.
დოზის გადაჭარბებისას 24 სთ-ის განმავლობაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, ვლინდება სიფერმკრთალე და მუცლის ტკივილი. რეკომენდირებულზე მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება იმ შემთხვევაში თუ დაგავიწყდათ პარა-დენკ 500 მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავის ექიმს ან ფარმაცევტს მოცემულ, ან უახლოეს პერიოდში თუ იღებდა წამლებს, ან ურეცეპტოდ გაყიდვად პრეპარატებს.
შესაძლებელია ურთიერთქმედება ისეთ პრეპარატებთან, როგორიცაა: პრობენეციდი (პოდაგრის სამკურნალო საშუალებები): ასეთ დროს საჭიროა პარა-დენკ 500მგ დოზის შემცირება, ფენობარბიტონი – საძილე საშუალება), დიფენინი, კარბამაზეპინი (ეპილეფსიის მკურნალობისას), რიფამპიცინი (ტუბერკულოზის მკურნალობისას) და სხვა საშუალებები, რომლებიც იწვევენ ღვიძლის დაზიანებას: წამალთა უერთიერთქმედებამ Pპარა-დენკ 500მგ. შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება. მეტაპროკლამიდისა და დომპერიდონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარა-დენკ 500მგ. შეწოვის დაჩქარება. ქოლესირამინმა შესაძლოა შეაფერხოს პარა-დენკ 500მგ. შეწოვა და შესაბამისად მისი ეფექტი.
პარაცეტამოლის და ზიდოვუდინის კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების (ნეიტროპენია) შემცირება. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პარაცეტამოლის გამოყენებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ისეთ ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე, როგორიც არის: შარდოვანას და სისხლის გლუკოზის დონე.
არ შეიძლება პარა-დენკ 500 ტაბ. გამოყენება ალკოჰოლთან ერთად.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: 500მგ ტაბლეტი #20
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: bene-Arzneimittel GmbH, გერმანია

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook