პეო

  პეო

პეოს ზოგადი ინფორმაცია

პეო. PEO. ბეტა–ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) – მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცეფტრიაქსონი. Ceftriaxone. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

პეოს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პეო. PEO გამოდის კუნთში და ვენაში ინექციისათვის 1 გ ფლაკონის ფორმით. პრეპარატის ერთი ფლაკონი კუნთში და ვენაში ინექციისათვის შეიცავს აქტიური ნივთიერების – ცეფტრიაქსონის (ნატრიუმის მარილის სახით) 1 გ-ს. პრეპარატის ერთი ფლაკონი ვენაში ინფუზიისათვის შეიცავს აქტიური ნივთიერების – ცეფტრიაქსონის (ნატრიუმის მარილის სახით) 2 გ-ს.

პეოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პეოს ფასები ფარმადეპოში
პეოს ფასები ავერსში
პეოს ფასები psp-ში
პეოს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პეო, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პეოს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პეოს აქტიური ნივთიერება

ცეფტრიაქსონი. Ceftriaxone. ქიმიური დასახელება – [6R-[6ალფა,7ბეტა(Z)]]-7-[[(2-ამინო-4-თიაზოლილ)(მეთოქსიიმინო)აცეტილ]ამინო]-8-ოქსო-3-[[(1,2,5,6-ტეტრაჰიდრო-2-მეთილ-5,6-დიოქსი -1,2,4-ტრიაზინ -3-ილ)თიო]მეთილ]-5-თია-1-აზაბიციკლო[4.2.0]ოქტ-2-ენ-2-კარბონის მჟავა (და დინატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C18H18N8O7S3. ცეფტრიაქსონს მიაკუთვნებენ ცეფალოსპორინების ჯგუფს.

პეოს სინონიმები 

ავექსონი-ავერსი (Aveqsoni-Aversi, AVERSI, საქართველო), რაციოცეფი-ავერსი (Raciocef-Aversi, AVERSI, საქართველო), ტრიაქსონი ი/ვ (TRIAKSON, Asfarma, თურქეთი), ტრიაქსონი ი/მ (TRIAKSON, Asfarma, თურქეთი), ტრიაქსონი ი/მ 1გ (TRIAKSON, Asfarma, თურქეთი), ფორსეფი 1 გ (FORCEF 1 g, Bilim, თურქეთი), ცეფბათი (Cefbat, Biopolus, საქართველო), ცეფტრიაქსონი (Ceftriaxone, Biopolus, საქართველო), ცეფტრიქსი (Ceftrix, Avita, თურქეთი).

პეოს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • მენინგიტი ბაქტერიული
  • ენდოკარდიტი ბაქტერიული
  • სეფსისი
  • ინფექციები ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის
  • ინფექციები ქვედა სასუნთქი გზების
  • ბრონქიტი, მწვავე და ქრონიკული
  • პნევმონია
  • აბსცესი ფილტვის
  • ემპიემა პლევრის
  • ინფექციები შარდ-სასქესო სისტემის
  • პიელონეფრიტი, მწვავე და ქრონიკული
  • პიელიტი
  • პროსტატიტი
  • ეპიდიდიმიტი
  • ცისტიტი
  • გონორეა
  • გონორეა ორსულობის პერიოდში
  • ინფექციები ძვალ-სახსართა სისტემის
  • შიგელოზი
  • სალმონელოზი
  • ლაიმას დაავადება
  • ინფექციური გართულებები, ოპერაციის შემდგომი

პეოს საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. მოქმედებს ბაქტერიციდულად, მდგრადია ბეტალაქტამაზას მოქმედებისადმი. პრეპარატისადმი მგრძნობიარეა აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes; აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Serratia spp., Proteus mirabilis, Haemophilus infl uenzae, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Citrobacter freundii; ანაერობული ბაქტერიები: Clostridium perfringens. ცეფტრიაქსონისადმი ასევე მგრძნობიარეა: Borrelia burgdorferi, Treponema pallidum. პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: Staphylococcus epidermidis, Enterobacter cloacae, Pseudomonas aeruginosa. ცეფტრიაქსონისადმი მდგრადია: Staphylococcus aureus (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამები), Enterococcus faecalis, Listeria monocitogenes, Clostridium diffi cile, Bacteroides fragilis. 1 გ ცეფტრიაქსონის ინფუზიის შემდეგ 30 წთ-ის განმავლობაში სისხლის პლაზმაში Cmax შეადგენს 100-150 მგ/ლ, ხოლო 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანის შემდეგ პლაზმაში Cmax მიიღწევა 1-3 სთ-ში და შეადგენს 80 მგ/ლ. ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ქსოვილებსა და ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში, მათ შორის ჰემატოენცეფალურ ბარიერში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 83-96%. ცეფტრიაქსონი ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლებით (40-60%) და ნაწლავური გზით (35-45%). T1/2 შეადგენს 6-9 სთ-ს. ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდის გამო პლაზმასა და ქსოვილებში ცეფტრიაქსონის ბაქტერიციდული კონცენტრაცია მიიღწევა 24 სთ-ის განმავლობაში.
ჩვენებები
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინეფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:
– ბაქტერიული მენინგიტი; ბაქტერიული ენდოკარდიტი; სეფსისი; ზედა სასუნთქი გზების და ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა); შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, პიელიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ცისტიტი); გონორეა (მათ შორის ორსულობის პერიოდშიც); ძვალ-სახსართა სისტემის ინფექციები; შიგელოზი; სალმონელოზი; ლაიმას დაავადება;
– ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება კუნთში ან ვენაში საინექციოდ და ვენაში საინფუზიოდ 30 წთ-ის განმავლობაში. მოზრდილებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1-2 გ ერთხელ დღეში ან ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ინფექციების დროს მაქსიმალური დღიური დოზაა 4 გ. ამ შემთხვევაში პრეპარატი შეყავთ 12 სთ-ში ერთხელ ვენაში ინფუზიის სახით 30 წთ-ის განმავლობაში. 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შეყავთ ვენაში. რეკომენდებული დღიური დოზაა 50-75 მგ/კგ სხეულის წონაზე, მაგრამ არა უმეტეს 2 გ/დღეში. პრეპარატი შეყავთ 2-ჯერ/დღეში, 12 სთ-ში ერთხელ. მენინგიტის დროს შესაძლებელია საწყისი დოზის 100 მგ/კგ/დღეში დანიშვნა, მაგრამ არა უმეტეს 4 გ/დღეში. ახალშობილებში (2 კვირამდე) ინიშნება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიით 60 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობით 20-50 მგ/ კგ წონაზე ერთხელ დღეში. ახალშობილებში (3 კვირის ასაკიდან) ინიშნება 20-80 მგ/კგ წონაზე ერთხელ დღეში. 50 მგ/კგ და მეტი დოზა ინიშნება მხოლოდ ინტრავენური ინფუზიით მძიმე ინფექციბისას. ოპერაციისშემდგომი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე პრეპარატის 1-2 გ-ის (დასნებოვნების სიმძიმის საშიშროების გათვალისწინებით) ერთჯერადი ინექცია. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ) მაქსიმალური დღიური დოზაა 2 გ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმძიმეზე, მაგრამ თერაპია გრძელდება ინფექციის სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 3 დღის მანძილზე.
ხსნარის მომზადების და შეყვანის წესები
გამოიყენება მხოლოდ ახალმომზადებული ხსნარი. კუნთში ინექციისათვის: პრეპარატის 1 გ იხსნება 3,5 მლ 1% ლიდოკაინის ხსნარში. ერთ დუნდულა კუნთში რეკომენდებულია არა უმეტეს 1 გ-ის შეყვანა. მომზადებული ხნარი, რომელიც შეიცავს ლიდოკაინს, არ გამოიყენება ვენაში საინექციოდ. ვენაში ინექციისათვის: პრეპარატის 1 გ იხსნება 10 მლ საინექციო წყალში. პრეპარატი ვენაში ინექციის დროს შეყავთ ნელა 2-4 წთ-ის განმავლობაში. ვენაში ინფუზიისთვის: პრეპარატის 2 გ იხსნება 40 მლ ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს (ფიზიოლოგიური ხსნარი, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი, 5% ლევულოზის ხსნარი, 0,45% ნატრიუმის ქლორიდი + 2,5% გლუკოზის ხსნარი). ხსნარი შეყავთ 30 წთ-ის განმავლობაში. შესაძლო შეუთავსებლობის გამო, პეოს მომზადებულ ხსნარს არ უნდა შეერიოს ან დაემატოს სხვა ანტიბიოტიკის შემცველი ხსნარი ან გამხსნელი, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული. ახალმომზადებული ხსნარი 25 oC ტემპერატურამდე შენახვისას ვარგისია 6 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-8oC ტემპერატურაზე) – 24 სთ-ის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სტომატიტი, გლოსიტი; იშვიათად – ტრანსამინაზების აქტივობის მატება. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, თრომბოციტოპენია. ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, დერმატიტი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, ექსუდაციური პოლიმორფული ერითემა; იშვიათად – ანაფილაქტოიდური ან ანაფილაქსიური რეაქციები. ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად – ფლებიტი. ლიდოკაინის გარეშე კუნთში ინექცია მტკივნეულია.გვერდითი მოვლენების გამოვლინება არ აღემატება 2%-ს.
უკუჩვენება
ცეფალოსპორინებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ჯვარედინი ალერგიის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, პენიცილინისადმი მომატებული მგრძნობელობის პაციენტებში ცეფტრიაქსონი სიფრთხილით ინიშნება. პაციენტებში, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობით, საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია. ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს, მიუხედავად იმისა, რომ ჰემოდიალიზის დროს პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიდევნება. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას, საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი. ახალშობილებში ცეფტრიაქსონი ექიმის მკაცრი მეთვალყურეობით ინიშნება. ორსულობის პერიოდში პეოს გამოყენების საჭიროება დედისთვის უნდა აჭარბებდეს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას გადასაწყვეტია ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ცეფტრიაქსონი და ამინოგლიკოზიდები მრავალი გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ სინერგიული მოქმედებით ხასიათდებიან. დიდი დოზით ცეფტრიაქსონის და “მარყუჟოვანი” დიურეზული საშუალებების (მაგ.; ფუროსემიდი) ერთდროული გამოყენებისას თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ აღინიშნება. ცეფტრიაქსონი არ ზრდის ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობას. პრობენეციდი ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე გავლენას არ ახდენს. ცეფტრიაქსონის ხსნარი შეუთავსებადია სხვა ანტიბიოტიკების შემცველ ხსნარებთან (როგორც მომზადების, ასევე შეყვანის დროს).
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი (1 გ ფლაკონი) და 2 წელი (2 გ ფლაკონი), ინახება 25oC ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! ახალმომზადებული ხსნარი 25oC ტემპერატურამდე შენახვისას ვარგისია 6 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-8oC ტემპერატურაზე) 24 სთ-ის განმავლობაში.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით!

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..