nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  პულმოლანი

პულმოლანის ზოგადი ინფორმაცია

პულმოლანი. PULMOLAN. მუკოლიზური და ამოსახველებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

პულმოლანის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პულმოლანი. PULMOLAN გამოდის 30 მგ ტაბლეტის და 100 მლ 30 მგ/5 მლ სიროფის ფორმით. პულმოლანის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს. პულმოლანის სიროფის 5 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერების – ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის 30 მგ-ს.

პულმოლანის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პულმოლანის ფასები ფარმადეპოში
პულმოლანის ფასები ავერსში
პულმოლანის ფასები psp-ში
პულმოლანის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პულმოლანი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პულმოლანის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პულმოლანის აქტიური ნივთიერება

ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. Ambroxol hydrochloride. ქიმიური დასახელება – ტრანს-4-[[(2-ამინო-3,5-დიბრომფენილ)მეთილ]ამინო]ციკლოჰექსანოლი(ჰიდროქლორიდის სახით). ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს მიაკუთვნებენ სეკრეტოლიტიკების და სასუნთქი გზების მოტორული ფუნქციის სტუმულატორების ჯგუფს.

პულმოლანის სინონიმები  

პულმოქსოლი (Pulmoxol, Asfarma, თურქეთი), სეკროლი 30 მგ (SECROL 30 mg, Bilim, თურქეთი), სეკროლისაბავშვოსიროფი (SEKROL Pediatric Syrup, Bilim, თურქეთი), ფლავამედი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი შუშხუნა ტაბლეტები (Flavamed effervescent tablets, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ფლავამედი ხსნარი (Flavamed, Berlin-Chemie Menarini, გერმანია), ჰალიქსოლი სიროფი (HALIXOL, EGIS, უნგრეთი), ჰალიქსოლი ტაბლეტები (HALIXOL, EGIS, უნგრეთი).

პულმოლანის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სასუნთქი გზების დაავადებები, მწვავე და ქრონიკული  მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით
  • ბრონქიტი, მწვავე და ქრონიკული,  ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე
  • პნევმონია, ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე
  • ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე
  • ასთმა ბრონქული
  • ბრონქოექტაზიური დაავადება

პულმოლანის საფირმო აღწერიდან

მოქმედების მექანიზმი
მუკოლიზური პრეპარატი გამოხატული ამოსახველებელი მოქმედებით. პულმოლანი იწვევს ბრონქების ლორწოვანი გარსის სეროზული უჯრედების სტიმულაციას და შესაბამისად, ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას. მუკოლიზურ უჯრედებში ლიზოსომური ფერმენტების პროდუქციისა და ჰიდროლიზური ფერმენტების აქტივობის გაუმჯობესებით, ამცირებს ნახველის წებოვნებას და აუმჯობესებს მის ადჰეზიურ თვისებებს. ასტიმულირებს ბრონქების ეპითელიუმის ხაოების მოძრაობას, აძლიერებს მუკოცილიარულ ტრანსპორტს, რაც ხელს უწყობს ამოხველებას. ამბროქსოლი ბრონქებსა და ალვეოლებში სურფანქტანტის გამომუშავების გაძლიერების გზით აუმჯობესებს ადგილობრივ იმუნიტეტს, ახასიათებს ანტიოქსიდანტური თვისებები. ამბროქსოლი პრაქტიკულად მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 2 საათში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, განსაკუთრებით ფილტვებში. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. T1/2 იზრდება თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობის დროს.
ჩვენებები
- სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მიმდინარე წებოვანი ნახველის არსებობით;
- ნახველის გამოყოფის გაძნელებით მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ბრონქული ასთმა;
- ბრონქოექტაზიური დაავადება.
მიღების წესები და დოზები
პულმოლანის ტაბლეტების დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. შემდეგ – 1 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ ან 1/2 ტაბლეტი დღეში სამჯერ. თერაპიული ეფექტის გაზრდის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1/4 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/4 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. პულმოლანის სიროფის დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მლ (1 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში. 5-12 წლის ასაკის ბავშვებში – 2.5 მლ (1/2 ჩაის კოვზი) 2-3-ჯერ დღეში, 2-5 წლის ასაკის ბავშვებში – 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 3-ჯერ დღეში, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში 1.25 მლ (1/4 ჩაის კოვზი) 2-ჯერ დღეში. ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება დღეში 4-5-ჯერზე მეტად არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ: ხანგრძლივად და დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში – გასტრალგია, გულისრევა, ღებინება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება. ერთეულ შემთხვევაში – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, ანაფილაქსიური რეაქცია.
უკუჩვენება
- ორსულობის I ტრიმესტრი;
- ამბროქსოლისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა. სიფრთხილით ინიშნება ორსულობის II და III ტრიმესტრში, ლაქტაციის პერიოდსა და პაციენტებში თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობით.
განსაკუთრებული მითითებები
ამბროქსოლი არ ინიშნება ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად კომბინაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხველების შემცირების გამო ძნელდება ნახველის გამოყოფა. ამბროქსოლი ხელს უწყობს ბრონქულ სეკრეტში ამოქსიცილინის, ცეფუროქსიმის, ერითრომიცინის, დოქსიციკლინის შეღწევადობას.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სიმპტომები: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, დისპეფსია. მკურნალობა: უნდა გამოვიწვიოთ ღებინება, პრეპარატის მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ ნაჩვენებია კუჭის გამორეცხვა, ცხიმის შემცველი პროდუქტების მიღება, სიმპტომური თერაპია.
შენახვის პირობები და ვადები
პულმოლანის ტაბლეტების ვარგისიანობის ვადაა 5 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე! პულმოლანის სიროფის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 25oC ტემპერატურამდე (არ გაყინოთ!), სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka