რენელ ნ

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება: კომბინირებული/COMB. DRUG

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საშარდე გზების დაავადების სამკურნალო ჰომეოპათური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.
1 ტაბ.
Berberies D2…………….        15 მგ
Acidum nitricum…………        30 მგ
Cantharis D5……………..        30 მგ
Plunbum aceticum D6….        30 მგ
Pariera brava D3…………..      30 მგ
Sabal serrulatum D2……….     30 მგ
Causticum Hahnemanni D4….  60 მგ
Alumina D12……………….       75 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:
საშარდე გზების ანთებითი დაავადებები კონკრემენტების წარმოქმნით ან მის გარეშე, ცისტიტი, ცისტოპიელიტი, აგრეთვე ჰიდრონეფროზი, შარდის შეუკავებლობა.
პრეპარატი ნაჩვენებია როგორც დამხმარე საშუალება პროსტატის ადენომის დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ.
გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.
გვერდითი მოვლენები:
არ არის გამოვლენილი.
უკუჩვენებები:
არ არის დადგენილი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
მწარმოებელი: HEEL, გერმანია

გაფრთხილება