სიდერალ ფორტე

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა

ლიპოსომური რკინა- რკინის პიროფოსფატის შემცველობით – 30მგ
ვიტამინი C – 70მგ,
დამხმარე ნივთიერებები:
სოიოს ლეციტინი, სიმინდის სახამებელი, კალცი-ფოსფატი, ანტიაგლომერანტი, მაგნიუმის სტეარინის მარილი, სილიციუმის ალჰიდრიდი, შეფერილობის მიმცემი ნივთიერებები: ტიტანიუმის ალჰიდრიდი, საკვები ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლიპოსომური ტექნოლოგიით შექმნილი პრეპარატი სტრუქტურულად წარმოადგენს: მოქმედი ნივთიერების და უჯრედის მემბრანის ანალოგიური ფოსფოლიპიდებიდან შექმნილი კაფსულის ერთობლიობას, მოქმედი ნივთიერება განთავსებულია კაფსულის ცენტრალურ ნაწილში. ლიპოსომას შეუძლია გადაიტანოს როგორც ჰიდროფობური ასევე ჰიდროფილური, ცხიმში ხსნადი და უხსნადი მოლეკულები.
რკინის ორგანიზმზე მოქმედების დადებითი ეფექტები ლიპოსომური სტრუქტურის კაფსულაში სრულყოფილად ვლინდება: ლიპოსომური ტექნოლოგიით შექმნილი სიდერალ ფორტეს კაფსულა საშუალებას იძლევა რკინის ათვისება მოხდეს დანაკარგის გარეშე, რადგან ლიპოსომური კაფსულა ტრანსპორტირდება პირდაპირ ღვიძლში, სადაც ხდება კაფსულის რღვევა და რკინის სრული გამონთავისუფლება.
რკინის პრეპარატისათვის დამახასიათებელი ისეთი უარყოფითი ეფექტები: გასტრალგია, გულისრევა, პირში მეტალის გემოს შეგრძნება, ლორწოვანის შეფერილობა, ექსკრემენტების შეფერილობა სიდერალ ფორტეს გამოყენებით არ აღინიშნება, რადგან სიდერალ ფორტეს ლიპოსომურ რკინას არ აქვს კონტაქტი კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსთან.
რკინის გადატანა ლიპიდურ კაფსულაში იცავს მას ფერმენტების დამშლელი მოქმედებისგან და საშუალებას იძლევა გამოყენებული იქნას რკინის მცირე, მაგრამ სამკურნალო დოზა, რომელიც კაფსულის დაურღვევლად ტრანსპორტირდება უშუალოდ სამიზნე ორგანოში, სადაც ხდება რკინის სწრაფი გამოთავისუფლება.
სიდერალ ფორტე შეიცავს რკინას პიროფოსფატის სახით, არატოქსიურია, რადგან არ აკატალიზებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და ლიპიდურ პეროქსიდაციას რკინის სხვა ნაერთებისგან განსხვავებით. რკინის პროფოსფატი წარმოქმნის ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. სწორედ ამიტომ რკინის პიროფოსფატის მიღებისას უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება ანემიის მკურნალობა.

ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემია
• სიდეროპენია
• რკინის დეფიციტი გამოწვეული: ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენების შედეგად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში რკინის დაქვეითებული შეწოვით, პაციენტში კუჭის რეზექციით.
• ონკოლოგიური, ინფექციური დაავადებების, ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ანემიები.
• რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკჯგუფის პაციენტებში (ორსულობა. ლაქტაცია, პუბერტატული და ხანდაზმული ასაკი),
• ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ტარდება ერითრიპოეტინით მკურნალობა
• სიდერეალ ფორტე შეიძლება დაინიშნოს ცელიაკიით დაავადებულ პაციენტებში

მიღების წესები და დოზები:
რეკომენდირებულია 1 კაფსულის მიღება დღეში, დღის ნებისმიერ დროს. დოზის გაზრდა (2 კაფსულა) შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 1-3 თვე

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება.

უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ სითბოსგან მოშორებულ ადგილას. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ფარმანუტრა, იტალია

გაფრთხილება