სინტეფორტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): მოცვის ექსტრაქტი/bilberry extract

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება, ანგიოპროტექტორი

შემადგენლობა
სინტეფორტის ერთი კაფსულა შეიცავს 177 მგ მოცვის მშრალ ექსტრაქტს (Bilberry extract 25%)- სტანდარტიზებულს 25% ანტოციანოზიდებზე.

მოქმედების მექანიზმი
სინტეფორტი მცენარეული წარმოშობის პრეპარატია. მოცვის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის – როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს; თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზისგზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.

ჩვენებები
სინტეფორტი გამოიყენება, როგორც სამკურნალო საშუალება შემდეგი დაავადებების დროს:
– საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია;
– შეძენილი ჰემერალოპია;
– დიაბეტური რეტინოპათია;
– სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა;
– კუნთების ასტენოპათია;
– ბადურის დისტროფია;
– ბადურის მაკულარული დისტროფია;
– ბადურის კუნტ-იუნიუსის ტიპის ცენტრალური ათეროსკლეროზული დეგენერაცია;
– ბადურის ტაპეტორეტინული აბიოტროფია (ბადურის პიგმენტური დეგენერაცია);
– კატარაქტა, გლაუკომა, რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა.

მიღების წესები და დოზები
სინტეფორტი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქციის გამოვლინება.

უკუჩვენება
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
– ორსულობა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. სინტეფორტის აქტიური ნივთიერების სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 177მგ კაფსულა #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება