სტოპექსი

  სტოპექსი

სტოპექსის ზოგადი ინფორმაცია

სტოპექსი. STOPEX. კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატების – ნაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ლოპერამიდი. Loperamide. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

სტოპექსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სტოპექსი. STOPEXგამოდის 2მგ კაფსულის ფორმით.

სტოპექსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სტოპექსის ფასები ფარმადეპოში
სტოპექსის ფასები ავერსში
სტოპექსის ფასები psp-ში
სტოპექსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სტოპექსი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სტოპექსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სტოპექსის აქტიური ნივთიერება

ლოპერამიდი. Loperamide. ქიმიური დასახელება – 4-(4-ქლორფენილ)-4-ჰიდრტოქსი-N,N-დიმეთილ-ალფა,ალფა-დიფენილ-1-პიპერიდინ ბუტამამიდი (ჰიდროქლორიდის სახით). ბრუტო–ფორმულა:C29H33ClN2O2. ლოპერამიდს მიაკუთვნებენ დიარეის საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:53179-11-6.

სტოპექსის სინონიმები

ლოპედიუმი (Lopedium, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., გერმანია).

სტოპექსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • დიარეა, სხვადასხვა გენეზის, მწვავე და ქრონიკული
  • ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით

სტოპექსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამონთავისუფლებას. შედეგად მცირდება ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსი და მოტორიკა, მცირდება პერისტალტიკა და იზრდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დრო.
სტოპექსის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი.
ჩვენებები
– სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა
– ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით
მიღების წესები და დოზები
საწყისი დოზაა 4 მგ (2 კაფსულა)
შემდეგში – თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა)
ინიშნება 6 წლის ზევით
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად დაფიქსირდეს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები.
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია დიეტის დაცვა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
მკურნალობის პროცესში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღე-ბის კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..