nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


  სტუგერონი

სტუგერონის ზოგადი ინფორმაცია

სტუგერონი. STUGERON. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცინარიზინი. Cinnarizine. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

სტუგერონის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სტუგერონი. STUGERON გამოდის 25 მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ცინარიზინს – 25მგ.

სტუგერონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სტუგერონის ფასები ფარმადეპოში
სტუგერონის ფასები ავერსში
სტუგერონის ფასები psp-ში
სტუგერონის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სტუგერონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სტუგერონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სტუგერონის აქტიური ნივთიერება

ცინარიზინი. Cinnarizine. ქიმიური დასახელება – 1-(დიფენილმეთილ)-4-(3-ფენილ-2პროპენილ) პიპერაზინი. ბრუტო–ფორმულა:C26H28N2. ცინარიზინს მიაკუთვნებენ კალციუმის არხების ბლოკატორების, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების კორექტორების ჯგუფს. CAS-კოდი:298-57-7.

ამავე  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ფესამოლი (FESAMOL, GMP, საქართველო; cinnarizine,  piracetam).

სტუგერონის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • თავბრუსხვევა (ლაბირინთული დარღვევა)
  • შუილი ყურებში  (ლაბირინთული დარღვევა)
  • ნისტაგმი (ლაბირინთული დარღვევა)
  • გულისრევა (ლაბირინთული დარღვევა)
  • ღებინება (ლაბირინთული დარღვევა)
  • კინეტოზები
  • შაკიკის შეტევები
  • თავბრუსხვევა (ცერებროვასკულარული წარმოშობის სიმპტომი)
  • ყურებში შუილი (ცერებროვასკულარული წარმოშობის სიმპტომი)
  • ვასკულარული გენეზის თავის ტკივილი (ცერებროვასკულარული წარმოშობის სიმპტომი)
  • მეხსიერების დაკარგვა (ცერებროვასკულარული წარმოშობის სიმპტომი)
  • პერიფერიული ვასკულური დარღვევების სიმპტომები
  • რეინოს დაავადება
  • აკროციანოზი
  • კოჭლობა ხანგამოშვებითი
  • ტროფიკული დარღვევები
  • წყლულები ტროფიკული და ვარიკოზული
  • პარესთეზია
  • სპაზმები კიდურების, ღამით
  • ცივი კიდურის შეგრძნება
  • აკროციანოზი

სტუგერონის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

სტუგერონი წარმოადგენს თავის ტვინის სისხლძარღვებზე გამოხატული მოქმედების მქონე კალციუმის არხების სელექტიურ ბლოკატორს. იგი ამცირებს კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედებში, იწვევს მათ გაფართოვებას, აქვეითებს არტერიების კუნთების ტონუსს, ამცირებს რეაქციას სისხლძარღვთა შემავიწროვებელ ბიოგენურ ამინებზე (ნორეპინეფრინი და სეროტონინი). ხასიათდება ზომიერად გამოხატული ანტიჰისტამინური მოქმედებით. იგი აგრეთვე აქვეითებს ვესტიბულური აპარატის და ლაბირინთის აგზნებადობას. ცინარიზინი ზრდის ქსოვილთა მდგრადობას ჰიპოქსიის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

სისხლის პლაზმაში ცინარიზინის კონცენტრაციის პიკი აღინიშნება 1-3სთ-ის შემდეგ მისი პერორალური მიღებისას. პრეპარატის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4სთ-ს. ცინარიზინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ორგანიზმში. ცინარიზინი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად პრეპარატის დაახლოებით 13, ხოლო 23-განავალთან ერთად. ცინარიზინის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 91%-ს.

ჩვენებები

ლაბირინთული დარღვევების მკურნალობა, მათ შორის: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ნისტაგმი, გულისრევა, ღებინება;

კინეტოზების პროფილაქტიკა და მკურნალობა;

შაკიკის შეტევების პროფილაქტიკა;

ცერებროვასკულარული წარმოშობის სიმპტომების მკურნალობა, მათ შორის: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, ვასკულარული გენეზის თავის ტკივილი, მეხსიერების დაკარგვა.

პერიფერიული ვასკულური დარღვევების სიმპტომების მკურნალობა, მათ შორის: რეინოს დაავადება, აკროციანოზი, ხანგამოშვებითი კოჭლობა, ტროფიკული დარღვევები, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულები, პარესთეზია, კიდურების სპაზმები ღამით, ცივი კიდურის შეგრძნება.

მიღების წესები და დოზები

თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს ინიშნება 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში.

პერიფერიული სისხლის მიმოქცევის მოშლის დროს-2-3 ტაბ. 3-ჯერ დღეში.

ვესტიბულური დარღვევების და მენიერის სინდრომის დროს პერორალურად იღებენ 1 ტაბ. ყოველ 6სთ-ში. ბავშვებში რეკომენდებულია მოზრდილთა ნახევარი დოზების მიღება.

სტუგერონის მიღება უმჯობესია ჭამის შემდეგ. პრეპარატის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 225მგ-ს (9 ტაბ.) დღეში. ვინაიდან თავბრუსხვევაზე მოქმედება დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე, საჭიროა მისი თანდათანობით გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ძილიანობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები, გადაღლილობა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, პირის სიმშრალე, აგრეთვე-ოფლიანობა, სხეულის წონაში მომატება, ალერგიული რეაქციები. პრეპარატის დიდ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია მგლურას მსგავსი ან წითელი ბრტყელი ლიქენის სინდრომის განვითარება.

ერთეულ შემთხვევებში ნაღვლის შეგუბებით მიმდინარე სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები სტუგერონის დოზის შემცირებით მალევე გაივლის.

იშვიათად, ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობის დროს შესაძლებელია ექსტრაპირამიდული დარღვევები ან პარკინსონის მსგავსი სინდრომი. სტუგერონის მიღებით გამოწვეული ნევროლოგიური და ფსიქიური დაავადებების დროს საჭიროა პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

უკუჩვენება

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად ჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის (კლინიკური კვლევების არარსებობის გამო).

განსაკუთრებული მითითებები

ისევე როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები, ცინარიზინი იწვევს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

პარკინსონის დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში ცინარიზინის დანიშვნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც სასარგებლო შედეგი მკვეთრად ჭარბობს მისი მოქმედებით გამოწვეულ პოტენციურ რისკს.

სტუგერონი იწვევს მკვეთრად გამოხატულ სედაციურ ეფექტს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, ამიტომ საჭიროა ალკოჰოლური სასმელების და ც.ნ.ს-ზე დამთრგუნველად მოქმედი პრეპარატების მიღებისაგან თავის შეკავება.

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება

სიმპტომები: ძილიანობა, ღებინება, კუნთების სისუსტე, ჰიპოტონია, კომა, ტრემორი.

მკურნალობა: სიმპტომატური. საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის და სხვა აბსორბენტების მიღება.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ცინარიზინის და ც.ნ.ს-ზე დამთრგუნველად მოქმედი პრეპარატების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების კომბინაციით ძლიერდება ცინარიზინის მოქმედების ეფექტი.

ალკოჰოლი აძლიერებს ცინარიზინის დამთრგუნველ მოქმედებას ც.ნ.ს-ზე.

სტუგერონის ანტიჰისტამინური ეფექტის გამო მისი მიღება კანის სინჯის ჩატარებამდე 4 დღით ადრე ხელს უშლის კანის დადებითი რეაქციების მიმართ რეზისტენტობის დაქვეითებას.

შენახვის პირობები და ვადები

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. არა უმეტეს 15-30oC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: 5 წელი

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

 

Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka