სუარონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ნიმესულიდი/NIMESULIDE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.
1 ტაბ.
ნიმესულიდი…………….   100 მგ
ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: პაკეტებში შეფუთვაში 10 ც.
1 პაკ.
ნიმესულიდი……………..   100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი, პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია  ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით,რომლებიც განაპირობებენ ანთების თანამდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.
ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები:
სუარონი ინიშნება:
ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს  განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;
სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);
კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

მიღების წესი და დოზირება: ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.

ტაბლეტები:
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის გაზრდა – 200 მგ 2-ჯერ დღეში.
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად.
სუსპენზიის მომზადებისა და მიღების წესი: სუარონის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას  1 ჭიქა წყალში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში. დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფქეტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა – 200 მგ (2 პაკეტი) 2-ჯერ დღეში.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:
ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება.
თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;
ცნსის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია,) თანამდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:
* ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
* აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასასადმი მაღალი მგრძნობელობა;
* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
* ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;
* ორსულობა;
* ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

განსაკუთრებული მითითებები:
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე,
♦ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს);
ნიმესულიდი უპირატესად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
♦ პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა  მოხდეს.
♦ პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.
♦ სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
♦ სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: GMP, საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook