უროჰერბი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები ანთების საწინააღმდეგო, დიურეზული და სპაზმოლიზური მოქმედებით

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს:
ჩაგირი (Bergenia ligulata) – 90 მგ, პოლპალა (Aerva lanata) – 90 მგ, კრატევა (Crataeva nurvala) – 50მგ, ბერავია (Boerhaavia diffusa) – 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკტისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
უროჰერბი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:
ჩაგირის ექსტრაქტი (Bergenia ligulata) გამოიყენება როგორც ლითოლიზური აგენტი თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. ჩაგირის უროლითიაზური ეფექტი განპირობებულია კალციუმის ოქსალატების კრისტალების წარმოქმნის ინჰიბირებით. ჩაგირს ასევე გააჩნია დიურეზული და ანტიოქსიდანტური ეფექტი. ყველა ეს თვისება საშუალებას იძლევა იგი გამოვიყენოთ თირკმლის კენჭოვანი დაავადების(ნეფროლითიაზი), ასევე ცისტიტის, სამკურნალოდ. პოლპალას ექსტრაქტი (Aerva lanata) ეს არის ტრადიციული მედიკამენტია, რომელიც გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, დიურეზული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მას ასევე წარმატებით იყენებენ ბერგენიასთან ერთად უროლითიაზის დროს, წვის შეგრძნების მოსახსნელად. იგი ასევე მნიშვნელოვნად აწესრიგებს შარდის ფიზიკო-ქიმიური თვისებებს, გონორეისა და მისი მსგავსი ინფექციური პათოლოგიების დროს.
რატევა (Crataeva nurvala) გამოიყენება საშარდე გზების კალკულოზური დაავადების, განსაკუთრებით თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. იგი ხელს უწყობს კენჭების დაშლას უფრო მცირე ზომის კონკრემენტებად, რითაც ამარტივებს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან. მისი ლითოლიზური ეფექტი ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ქვებზე. კრატევა ასევე ეფექტურია კრისტალურიის დროს. მას ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
ერავია (Boerhaavia diffusa) არის ორიგინალური მცენარეა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წარმატებით გამოიყენება საშარდე გზების პათოლოგიების დროს ტკივილისა და წვის შეგრძნების მოსახსნელად. ბერავია ასევე ხელს უწყობს კენჭების დაშლას. ბერავია ის უიშვიათესი მცენარეა, რომელიც შეიცავს კალიუმის მარილებს, რისი მეშვეობითაც იგი ბუნებრივი კალიუმის შემნახველი დიურეზულია. ბერავია ასევე ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ბერავიას ყველა ეს უნიკალური თვისება განაპირობებს მის გამოყენებას შეშუპებისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

ჩვენებები
უროჰერბი გამოიყენება საშარდე გზების: შარდის ბუშტის (ცისტიტი), თირკმლის (პიელონეფრიტი) მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, ასევე თირკმლის ქრონიკული, არაინფექციური გენეზის ანთების დროს: გლომერულონეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი. უროჰერბი ასევე გამოიყენება როგორც კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება (ასევე პოსტოპერაციულად ახალი კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ).

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში: 2 კაფსულა 2-ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ბავშვებში: 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა რომ პრეპარატში შემავალი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულებისთვის, მისი გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში არ არის სასურველი. ხოლო ორსულობის მოგვიანებით ვადებზე, ასევე მეძუძურ დედებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

გავლენა მართვაზე სატრანსპორტო საშუალებებისა
არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა ან რომელიმე სხვა მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ბიოფარმი საქართველო

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook