ფლექსოდონ A

  ფლექსოდონ A

ფლექსოდონ A–ის ზოგადი ინფორმაცია

ფლექსოდონ A. Flexodon A. პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით. შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატების – პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – გლუკოზამინი + ქონდროიტინ სულფატი. Glucosamine + Chondroitin sulfate. მწარმოებელი ფირმა – Swiss Caps (შვეიცარია).

ფლექსოდონ A–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფლექსოდონ A. Flexodon A გამოდის 400 მგ/200 მგ ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს 400 მგ გლუკოზამინის სულფატს, ქონდროიტინ სულფატის ნატრიუმის მარილს, ბრინჯის სახამებელს, F ტიპის დექსტროზას, ცელულოზას ფხვნილს, გუმიარაბიკს, სილიციუმის ორჟანგს და მაგნიუმის სტეარატს.

ფლექსოდონ A–ს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფლექსოდონ A–ს ფასები ფარმადეპოში
ფლექსოდონ A–ს ფასები ავერსში
ფლექსოდონ A–ს ფასები psp-ში
ფლექსოდონ A–ს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფლექსოდონ A, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფლექსოდონ A–ს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფლექსოდონ A–ის აქტიური ნივთიერებები

გლუკოზამინი + ქონდროიტინ სულფატი. Glucosamine + Chondroitin sulfate. გლუკოზამინს + ქონდროიტინ სულფატს მიაკუთვნებენ ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმის კორექტორების ჯგუფს.

ფლექსოდონ A–ის სინონიმები

კოზამინ პლუსი (COSAMINE PLUS, Hovid, მალაიზია), ლოზამინი პლუსი (Lozamin Plus, Asfarma, აშშ).

ფლექსოდონ A–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • სახსრის განლევა
  • სახსრის ასაკობრივი დათხელება
  • ეროზია სახსრის
  • ჭარბი წონა
  • ზედმეტად გადატვირთვა
  • სახსრების ანთებითი პროცესები, სხვადასხვა წარმოშობის, მწვავე
  • მძიმე ფიზიკური ვარჯიშების დროს, როცა ხდება სახსრების განსაკუთრებული დატვირთვა

ფლექსოდონ A–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზამინი წარმოადგენს ამინოშაქარს, რომელიც მოქმედებს როგორც სუბსტრატი გლუკოზამინოგლიკანების მოლეკულების ბიოსინთეზსში. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენაში, ხელს უწყობს ხრტილოვანი უჯრედების მიერ გლუკოზამინოგლიკანების, პროტეოგლიკანების და აგრეკანების წარმოქმნას, რაც წარმოადგენს ხრტილოვანი ქსოვილის შემქმნელ ძირითად ბირთვს.
ქონდროიტინის სულფატი წარმოადგენს გრძელ ჯაჭვს, რომელიც მოიცავს გლუკოზამინის ერთეულებს, მათზე მიბმულ შაქრის განმეორებად კომპონენტებთან ერთად. ეს – ხრტილის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. იგი თრგუნავს ენზიმებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ქსოვილის დაშლას. მას შეუძლია აგრეთვე არაპირდაპირად ხელი შეუწყოს პროტეოგლიკანებისა და კოლაგენების სინთეზს. ნორმალურ ხრტილოვან ქსოვილში ქონდროიტინის სულფატი წარმოიქმნება ქონდროციტებისა და სინევიოციტების მიერ წინამორბედი ამინოშაქარ გლუკოზამინისაგან. ამ შენაერთების უჯრედშორისი ნივთიერების შემაერთებელ ქსოვილში გამოყოფისას, ისინი სპონტანურად თავს იყრიან პროტეოგლიკანების დანამატებში. ამ დანამატების ელექტროქიმიური თვისებები და მათი ურთიერთმოქმედება II ტიპის კოლაგენთან უჯრედშორისი ნივთიერების შემაერთებელ ქსოვილებში განაპირობებს შემაერთებელი ქსოვილის დამახასიათებელ თვისებებზე: სიმკვრივეზე და სიბლანტეზე. გარდა ამისა, ორივე მარილს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა: ორივე მარილი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელები ტრაქტიდან და გადადის სისხლში, საიდანაც სწრაფად მიეწოდება ქსოვილებში. ორივე მარილი გადადის თირკმელებში, ღვიძლსა და სახსრების ხრტილოვან ქსოვილში. მარილების ორგანიზმიდან გამოყოფა ხდება ძირითადად შარდსა და განავალთან ერთად.
ჩვენებები
ფლექსოდონ A-ს თავისი შემადგენლობიდან გამომდინარე აქვს უნარი აღიდგინოს და შეინარჩუნოს ხრტილოვანი ქსოვილის ნორმალური მორფოლოგია და ფუნქცია.
რეკომენდირებულია მისი მიღება სახსრის განლევის, ასაკობრივი დათხელებისა და ეროზიის, ჭარბი წონისა, ზედმეტად გადატვირთვის დროს და ა.შ.
შეიძლება პრეპარატის გამოყენება სახსრების სხვადასხვა წარმოშობის მწვავე ანთებითი პროცესების მკურნალობის დროს.
პროფილაქტიკის მიზნით შეიძლება პრეპარატის მიღება მძიმე ფიზიკური ვარჯიშების დროს, როცა ხდება სახსრების განსაკუთრებული დატვირთვა.
მიღების წესები და დოზები
თავდაპირველი დღიური დოზა იმ ავადმყოფთათვის, ვისაც ესაჭიროება სახსრების ჯანმრთელობის აღდგენა. შეადგენს 3 ტაბლეტს, უმჯობესია საჭმლის მიღების დროს 60 დღის განმავლობაში.
სახსრების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით მკურნალობა მოიცავს 1-3 ტაბლეტს დღეში ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. პროფილაქტიკის მიზნით – 2-3 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ფიზიკური დატვირთვის მთელი პერიოდის განმავლობაში.
როგორც თანმხლები მკურნალობა – 3 ტაბლეტი დღეში სპეციფიური მკურნალობის დროს. სპეციფიური მკურნალობის დამთავრების შემდეგაც პაციენტებს შეუძლიათ განაგრძონ ფლექსოდონ A-ს მიღება.
გვერდითი მოვლენები
აღსანიშნავია, რომ გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატები არ ახდენენ ტოქსიურ ზემოქმედებას კუჭზე, თრომბოციტებზე, ღვიძლზე და თირკმელებზე. ჩატარებული კლინიკური გამოკვლევების თანახმად ადამიანის ორგანიზმი კარგად იტანს გლუკოზამინისა და ქონდროიტინის სულფატებს. იშვიათად აღინიშნება უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: კანზე გამონაყარი, კანის შეწითლება ან საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (გულისრევა, პირღებინება, დისკომფორტის შეგრძნება.
უკუჩვენება
ფლექსოდონი-ა არ არის რეკომენდირებული იმ პირთათვის, ვისაც აღენიშნებათ ალერგია ამ პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფლექსოდონ A – ს მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი.
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ ადგილზე, ოთახის თემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.

 

Share this...Share on Facebook
Facebook