ფლუიფორტი

ფლუიფორტი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი/CARBºCISTEINE LYSINE SALT

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მუკოლიზური საშუალება – მუკომოდულატორი; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ბავშვებისათვის ფლაკონში 40 მლ, მოზრდილებისათვის ფლაკონში 120 მლ
100 მლ
კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი…….  9 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატურალური ალუბლის არომატიზატორი, მეთილპარაბენი, კარამელის არომატიზატორი, საქაროზა და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, რომელიც აძლიერებს სასუნთქი გზების ლორწოვანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას. იგი არ მოქმედებს უშუალოდ ლორწოზე.
ფლუიფორტის მთავარი ეფექტი არის ლორწოვანში სიალომუცინის შემცველობის გაზრდა, სიალო- და ფუკო- მუცინებს შორის პროპორციის აღდგენა. ეს პირდაპირ აისახება ლორწოს ელასტიურობაზე, სიმკვრივეზე და წებოვნებაზე. არაპირდაპირი მოქმედებაა ლორწოს გათხევადება და სასუნთქი გზების ლორწოსაგან გასუფთავება ეპითელიუმის წამწამების მეშვეობით (მუკოცილიარული კლირენსი).
კარბოცისტეინში ლიზინის დამატება ზრდის მის ხსნადობასა და ბიოშეღწევადობას, რაც იძლევა დღე-ღამური დანიშვნის სიხშირის შემცირებას, სასურველი ეფექტის შენარჩუნებით და მეტაბოლიტებისათვის დამახასიათებელი დოზის შემდგომი ეფექტის გაძლიერებით.
ერთი ან რამდენიმე დღიური მიღების შედეგად მეტაბოლური მექანიზმის ერთხელ ჩართვისას ის მოქმედებს შემდგომშიც, წამლის მიღების შეჩერების შემთხვევაშიც.

ფარმაკოკინეტიკა:
კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატს გააჩნია კარგი აბსორბციის და ბიოშეღწევადობის უნარი; ამიტომ შესაძლებელია მისი დანიშვნა დღეში ერთხელ მოზრდილებში და 2-ჯერ ბავშვებში.
პრეპარატის აქტიური კომპონენტები სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღებისას, პლაზმის შიგნით ნახევარდაშლის პერიოდია 1.5 საათი, იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. 30-60% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით. კვლევებმა აჩვენა, რომ 17.5% გამოიყოფა ბრონქულ სეკრეტში.

ჩვენებები:
ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, ლორწოს გამათხელებელი და ამოსახველებელი ეფექტით, ფლუიფორტი ეფექტურია როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერვისკოზური ლორწოსა და ნახველის შემთხვევაში.
ფლუიფორტი მოწოდებულია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და მწვავე ბრონქიტის გართულებების სამკურნალოდ.
ფლუიფორტი აგრეთვე მოწოდებულია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების, ფარინგიტის, ტონზილიტის ლარინგიტის, რინიტის, რინოფარინგიტის, ოტიტის და სინუსიტის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებისათვის: 30 მლ ერთხელ ან 15 მლ 2-ჯერ დღეში;
ბავშვებისათვის: 1-დან 5 წლამდე ბავშვებში – 2.5 მლ 2-ჯერ დღეში. 5 წელზე უფროს ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში.
ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზირება შესაძლოა გაიზარდოს (3-ჯერ დღეში) ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტები კარგად იტანენ ფლუიფორტს.
იშვიათად აღინიშნება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა, გასტრალგია, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში გამონაყარი კანზე და ქავილი. აღნიშნული სიმპტომები ქრება დოზის შემცირების შემდეგ.

უკუჩვენებები:
* უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
* 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება;
* უკუნაჩვენებია ახალშობილთათვის და 1 წლამდე ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
* მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს არ ახასიათებს არც ტერატოგენული, არც მუტაგენური მოქმედება და არ  არის დადგენილი მისი შემცველობა დედის რძეში, მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:
შაქრიანი დიაბეტის მქონე ან დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს საქაროზას.

ჭარბი დოზირება:
ფლუიფორტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირი). სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფლუიფორტსა და სასუნთქი გზების სამკურნალო სხვა პრეპარატებს შორის რაიმე შეუთავსებლობა არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

მწარმოებელი: M&H MANUFACTURING Co, ტაილანდი

გაფრთხილება