ქიმორალ ფორტე

ქიმორალ ფორტე. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერებები) ტრიპსინი,  ქიმოტრიპსინი/Trypsin, Chymotrypsin.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფი.

ქიმორალ ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ქიმორალ ფორტე. CHYMORAL FORTE გამოდის ტაბლეტის ფორმით. ნაწლავში ხსნადი ყოველი ტაბლეტი შეიცავს ენზიმური აქტივობის 100,000 ერთეულს.

ქიმორალ ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:
ანთებითი შეშუპების  დაშლა;
ჰემატომა;
ტრავმა, უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული;
ეპიზიოტომიები;
მენჯის დაავადებები, ანთებითი;
საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი;
ჰისტერექტომია;
მოტეხილობები
კუნთის დაზიანება;
მყესების დაზიანება;
თიაქარი ინტერვერტებრალური დისკის  (იშიაზი);
ნეკროზული დაზიანების შემცირება;
ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისას ანტიბიოტიკების პენეტრაციის გაძლიერება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მშიერ კუჭზე მიღებისთანავე ნაწლავში ხსნადი ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მიღების ამგვარი ფორმა ფერმენტს იცავს კუჭში მჟავას დესტრუქციული მოქმედებისგან და ხელს უწყობს ნაწლავურ შეწოვას.
შეწოვისას ფერმენტები შთაინთქმება ცირკულურებადი ფერმენტის ინჰიბიტორებით, რომელთა დონეც უზომოდ იზრდება დაზიანებისა და ქსოვილთა დამაზიანებელი დაავადებებისას. პლაზმინის ინჰიბიტორების დონის დაქვეითებით ქიმორალი აადვილებს პლაზმინის მოქმედებას, რომელიც აუცილებელია ბლოკირებული მიკროცირკულაციის მოხსნისთვის, ოედემის დაშლისა და მკურნალობის დაწყებისთვის.
ქიმორალ ფორტე® შეიცავს პროტეოლიზურ ფერმენტებს-ტრიფსინსა და ქიმოტრიფსინს. ისინი ფართოდ გამოიყენება, დიდი კლინიკური წარმატება აქვს ტრავმისა და ჭრილობების მკურნალობისას და მკურნალობის დროის შემცირებაში.

მიღების წესები და დოზები:
ორალური დოზაა 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 1.5 საათით ადრე. ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს ნაწლავში ხსნადობის შენარჩუნებისთვის.

გვერდითი მოვლენები:
აღწერილია შემთხვევითი გასტროინტესტინალური გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება და ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:
აქტიური ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები:
სიფრთხილით გამოიყენება ორსულ ქალებში და ავადმყოფებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ფერმენტების ან სხვა პრეპარატების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები: ინახება გრილ, მშრალ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა: – შპს. “ელდერ ფარმაცეუტიკალს” (ინდოეთი).

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook