ციკატრიდინა

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ჰიალურონის მჟავა/ hyaluronic acid sodium

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გამააქტიურებელი, ტროფიკის გამაუმჯობესებელი და რეგენერაციის პროცესის მასტიმულირებელი პრეპარატები

ჰიალურონის მჟავას შემცველი ვაგინალური სანთელი #10
ატენიანებს, ხელს უწყობს საშოსა და საშვილოსნოს ყელის ქსოვილების შეხორცებას.

შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა 5მგ
ხელს უწყობს წყლის შეკავებას, ატენიანებს და იცავს საშოს გამოშრობისგან დიდი ხნის განმავლობაში. წარმოადგენს ქსოვილების აღდგენის მედიატორს — აქვს უნარი შეახორცოს ეროზია ნაწიბურის გარეშე.
კალინდულას ექსტრაქტი 60მგ

აქვს ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.
ჩაის ხის ეთერზეთი 2მგ
ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული აქტივობა.
ალოეს ექსტრაქტი 60მგ
ახასიათებს ანტივირუსული, სოკოსსაწინააღმდეგო და ანტიმიკრობული მოქმედება. ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს, აჩქარებს აღდგენით პროცესებს დაზიანებულ ქსოვილებში, ხსნის ანთებას.
აზიური ცენტელას ექსტრაქტი 60მგ
ასტიმულირებს კოლაგენის წარმოქმნას, აქვს ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. ხელს უშლის ნაწიბურის წარმოქმნას.
ჰიალურონის მჟავა  წარმოადგენს უჯრედშიდა მატრიქსის ერთ-ერთ ძირითად ნივთიერებას. იგი მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც პროტეოგლიკანების, ასევე მთავარი ანატომიურ-ფუნქციონალური ელემენტი შემაერთებელი ქსოვილის. იგი უზრუნველყოფს ქსოვილების სიმტკიცეს, ტონუსს, კვებას, ელასტიურობას. ქსოვილები კი თავის მხრივ დამოკიდებულია იმ უჯრედების, ბოჭკოების და ვასკულარული სტრუქტურების  სიცოცხლისუნარიანობაზე, რომლებსაც შეიცავს ძირითადი ნივთიერება.
ამას გარდა, ჰიალურონის მჟავა ურთიერთქმედებაში შედის წყალთან და წარმოქნის ფართო გავრცელების მოლეკულურ ქსელს, რაც აუცილებელია დაშლილი საკვები ნივთიერებების შერჩევითი დიფუზიისთვის.
ჰიალურონის მჟავას დამსახურებით, უჯრედგარე მატრიქსში შეკავებული წყლის მნიშვნელოვანი მოცულობა, უზრუნველყოფს გლუვ, რბილ და ელასტიურ კანსა და ლორწოვანს. ჰიალურონის მჟავა მონაწილეობს ასევე ანთების კერაზე, ხელს უწყობს უჯრედების მიგრაციას, უჯრედგარე მატრიქსის წარმოქნისა და ორგანიზაციის პროცესს, მისი ჰიდროფილური ბუნება განაპირობებს ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების მიგრაციას და შესაბამისად ჭრილობის შეხორცებას.

ციკატრიდინას ჩვენებები:
საშოს ლორწოვანის სიმშრალისთვის:
• ჰორმონალური დარღვევების ადგილობრივი სიმპტომების მოხსნა: მენოპაუზის წინა პერიოდი, მენოპაუზა. ციკატრიდინას ეფექტი ანალოგიურია ადგილობრივად გამოყენებულ ესტროგენებთან.
• საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომების მოხსნა (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი).
• განსაკუთრებით ნაჩვენებია იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ ჰორმონჩანაცლებითი თერაპიის უკუჩვენება.

შეხორცებისთვის
• საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირება საშოზე ან საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ.
• ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაცია.
• მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაცია.
• კონიზაციის შემდგომ საშვილოსნოს ყელზე ჭრილობის შეხორცების სტიმულაცია.
• საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირება.

აღდგენისთვის
• საშოს ანთებითი დაავადებების ან ვაგინალური მიკოზის  მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შემსუბუქება;
• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექცია;
• სხვა შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საშოს კედლის ტონუსის და ელასტიურობის აღდგენა.

ჩვენება მიღების სქემა
საშოს ლორწოვანის ატროფია,სიმშრალე, მენოპაუზის პერიოდში 1 სანთელი ინტრავაგინალურად 1-ხელ დღეში 10-20 დღე.

შემდგომ 1 სანთელი დღეგამოშვებით 30 დღე.

შემდგომ 1 სანთელი სამ დღეში ერთხელ.

კურსი შესაძლებელია განმეორდეს წელიწადში რამდენჯერმე.

საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ (ელექტროკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, ლაზერული ქირურგია, ბრაქითერაპია და ა.შ) 1 სანთელი ერთხელ  დღეში 10-20 დღე.
ანტიბიოტიკების, სოკოსსაწინააღმდეგო და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ აღდგენითი თერაპია 1 სანთელი 1-ხელ დღეში 10 დღე.
მშობიარობის შემდგომი პერიოდი 1 სანთელი 1-ხელ დღეში 10-20 დღე.
ქიმიოთერაპიის შემდგომ 1         სანთელი 1-ხელ დღეში 10-20 დღე.

გამოშვების ფორმა: ვაგინალური სანთლები #10
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Farma-Derma S.R.L, იტალია

გაფრთხილება