ჰექსასპრეი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ბიკლოთიმოლი/biclotymol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
ბიკლოთიმოლი – 750მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰექსასპრეი- ბიკლოთიმოლის შემცველი აეროზოლი პირის ღრუსა და ყელისთვის.
ბიკლოთიმოლი – მაღალეფექტური ანტისეპტიური საშუალება მინიმალური ტოქსიურობით

ბიკლოთიმოლის ძირითადი მახასიათებლები
ბიფენოლონების წარმოებული, ფლობს ბაქტერიოსტატიულ და ბაქტერიოციდულ მოქმედებას და ახასიათებს განსაკუთრებით დაბალი ტოქსიურობა, მიეკუთვნება ანტისეპტიურ საშუალებებს. ბიკლოთიმოლისადმი მგრძნობიარენი არიან: St.Aureus, Hemophilus, S.Epidermidis, სტრეპტოკოკი, პნევმოკოკი, და ასევე, მუტაცია განცდილი შტამები, რომლებიც მდგრადია პენიცილინის, ოქსაცილინის, ქლორამფენიკოლის, სპირამიცინისა და რიფამპიცინის მოქმედებისადმი.
ფლობს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ და ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტს. ადგილობრივი გამოყენების დროს ხასიათდება ხანგრძლივი მოქმედებით.
ბიკლოთიმოლის ანტიბაქტერიული აქტივობის მექანიზმი
ბიკლოთიმოლის ბაქტერიოციდული მოქმედება ხორციელდება ბაქტერიული უჯრედის მუკოპოლისაქარიდული გარსის უშუალო რღვევით გამოყენებიდან 10 წუთის განმავლობაში.
ბიკლოთიმოლის გამოყენება
ოტორინოლარინგოლოგიაში (ადგილობრივად: ტონზილიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი, ოპერაციის შემდგომი პერიოდი – ტონზილექტომია).
სტომატოლოგიაში (ადგილობრივად: სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტიტი, აფთები).
შეიძლება პრეპარატის გამოყენება ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში და ასევე მონოთერაპიის სახით.
ჩვენებები
-პირის ღრუს, ხახის, ხორხის ინფექციურ – ანთებითი დაავადებები გამოწვეული ბიკლოთიმოლისადმი მგრძნობიარე გამომწვევით.
– ცხვირ – ხახის და სასუნთქი გზების ანთებითი და ინფექციური დაავადებების (მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი, ფარინგოლიარინგიტი, ტონზილიტი, ტონზილექტომიის შემდგომი პერიოდის, გლოსიტის) ადგილობრივი მკურნალობა.
მიღების წესები და დოზები
ადგილობრივად: 2 შესხურება 3-ჯერ დღეში კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. აეროზოლის გამოყენებამდე რეკომენდირებულია ფლაკონის შიგთავსის შენჯღრევა. ინჰალაციის დროს ფლაკონი გეჭიროთ ვერტიკალურად.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
ბავშვთა ასაკი 6 წლამდე. მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
განსაკუთრებული მითითებები
იმ შემთხვევაში თუ დაავადების სიმპტომები არ გაქრა 5 დღის განმავლობაში, აუცილებელია მკურნალობის გადახედვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ვერიდოთ სხვა ადგილობრივი საშუალებების გამოყენებას.
გამოშვების ფორმა: აეროზოლი 60 მლ.
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: BOUCHARA-RECORDATI, საფრანგეთი

გაფრთხილება