ჰიდროკორტიზონ რიხტერი

  ჰიდროკორტიზონ რიხტერი

ჰიდროკორტიზონ რიხტერის ზოგადი ინფორმაცია

ჰიდროკორტიზონ რიხტერი. HYDROCORTISONE RICHTER. გლუკოკორტიკოიდული პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება ინექციებისათვის. აქტიური ნივთიერება – ჰიდროკორტიზონი. Hydrocortisone. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – H02AB09. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).

ჰიდროკორტიზონ რიხტერის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰიდროკორტიზონ რიხტერი. HYDROCORTISONE RICHTER გამოდის 125 მგ/5 მლ მიკროკრისტალური საინექციო სუსპენზიის ფორმით. თითოეულ ფლაკონში 125 მგ ჰიდროკორტიზონ აცეტატი და 25,0 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებებია: პარაჰიდროქსიბენზოატის პროპილი, პარაჰიდროქსიბენზოატის მეთილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, პოვიდონი, პოლისორბატი 80, N, N – დიმეთილაცეტამიდი, საინექციო წყალი.

ჰიდროკორტიზონ რიხტერის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰიდროკორტიზონ რიხტერის ფასები ფარმადეპოში
ჰიდროკორტიზონ რიხტერის ფასები ავერსში
ჰიდროკორტიზონ რიხტერის ფასები psp-ში
ჰიდროკორტიზონ რიხტერის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰიდროკორტიზონ რიხტერი,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰიდროკორტიზონ რიხტერის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰიდროკორტიზონ რიხტერის აქტიური ნივთიერება

ჰიდროკორტიზონი. Hydrocortisone. ქიმიური დასახელება – (11ბეტა)-11,17,21-ტრიჰიდროქსიპრეგნ -4-ენ-3,20-დიონი (და აცეტატის,ნატრიუმის ჰემისუქცინატის, 17-ბუტირატის სახით). ბრუტო–ფორმულა: C21H30O5. ჰიდროკორტიზონს მიაკუთვნებენ გლუკოკორტიკოიდების ჯგუფს. CAS-კოდი:50-23-7.

 ჰიდროკორტიზონ რიხტერის სინონიმები

ლოკოიდ კრელო (LOCOID CRELO, Astellas Pharma), ლოკოიდ ლიპოკრემი (LOCOID LIPOCREAM, Astellas Pharma, იტალია), ლოკოიდი მალამო (LOCOID, Astellas Pharma, იტალია),  ლოკოიდი (LOCOID, Astellas Pharma, იტალია), ჰიდროკორტიზონ რიხტერი (HYDROCORTISONE RICHTER, Gedeon Richter, უნგრეთი),  ჰიდროკორტიზონი (Hydrocortison, Stada, გერმანია),  ჰიდროკორტიზონი-პოსი (Hydrocortison-POS, Ursapharm, გერმანია).

ჰიდროკორტიზონ რიხტერის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ოსტეოართრიტები, რომლებიც მოიცავს რამოდენიმე სახსარს
  • მონოართრიტი ზოგიერთი სახსრის  (მუხლი, იდაყვი, მენჯი)
  • ართრიტები, რევმატიული ან სხვა ეტიოლოგიის მქონე  (ტუბერკულოზური და გონორეული ართრიტების გარდა)
  • პერიართრიტი (კერძოდ, მხრისა და ლავიწის სახსრის)
  • ბურსიტი
  • ეპიკონდილიტი
  • ტენდოვაგინიტი
  • ოპერაციული ჩარევის წინ ანკილოიდურ (გარქოვანებულ) სახსრებზე
  • ოპერაციული ჩარევის შემდეგ ანკილოიდურ (გარქოვანებულ) სახსრებზე

ჰიდროკორტიზონ რიხტერის საფირმო აღწერიდან

შეუთავსებლობა
ჰიდროკორტიზონ-რიხტერის მიკროკრისტალური სუსპენზია ინექციისათვის წარმოადგენს სუსპენზიას, ამიტომ დაუშვებელია მისი ინტრავენური შეყვანა. მისი გამოყენებისას მკაცრადაა აკრძალული სუსპენზიის გაჯერება ინფუზიისათვის განკუთვნილი ხსნარებით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ჰიდროკორტიზონი ანთების საწინააღმდეგო ზომიერი მოქმედების გლუკო-კორტიკოსტეროიდს წარმოადგენს, ხოლო ლიდოკაინი – მემბრანის მასტაბილიზებელ, ადგილობრივი მოქმედების ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას.
ფარმაკოკინეტიკა
ჰიდროკორტიზონის ადგილობრივად გამოყენებისას, პრეპარატი შეიწოვება და ავლენს სისტემურ მოქმედებას. ჰიდროკორტიზონის 90% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს. ჰიდროკორტიზონი განიცდის მეტაბოლიზმს ღვიძლში და ღებულობს ტეტრაჰიდროკორტიზონისა და ტეტრაჰიდროკორტიზოლის ფორმებს. ეს მეტაბოლიტები კონიუგირებული სახით გამოიყოფა შარდთან ერთად.
ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული ცდებისას გამოვლინდა ჰიდროკორტიზონის ფეტოტოქსიური მოქმედება. გარდა ამისა, გამოვლინდა განვითარების მანკები (მგლის ხახა), აგრეთვე ზრდისა და შემდგომი თაობის განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება.
მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანურ პრაქტიკაში მსგავსი მოვლენები არ დაფიქსირდა, ჰიდროკორტიზონის ჭარბი გამოყენებისას შესაძლოა ნაყოფის საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხების რისკის ზრდა. ლიდოკაინი სწრაფად შეიწოვება ლორწოვანი გარსიდან და კანის დაზიანებული ზედაპირიდან. ის მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული სისხლის პლაზმის ცილებთან. მეტაბოლიზმს ლიდოკაინი ძირითადად ღვიძლში განიცდის. ის გაივლის პლაცენტას, ჰემატოენცეფალურ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
უსაფრთხოების კლინიკამდელი შედეგები
კლინიკური თვალსაზრისით სხვა მნიშვნელოვანი შედეგები არ არსებობს, გარდა იმ თვისებებისა, რომლებიც პრეპარატის ზოგად დახასიათებაშია მითითებული.
ჩვენებები
ოსტეოართრიტები, რომლებიც მოიცავს რამოდენიმე სახსარს, ზოგიერთი სახსრის მონოართრიტი (მუხლი, იდაყვი, მენჯი), რევმატიული ან სხვა ეტიოლოგიის მქონე ართრიტები (ტუბერკულოზური და გონორეული ართრიტების გარდა), პერიართრიტი (კერძოდ, მხრისა და ლავიწის სახსრის), ბურსიტი, ეპიკონდილიტი, ტენდოვაგინიტი. პრეპარატი გამოიყენება ოპერაციული ჩარევის წინ ანკილოიდურ (გარქოვანებულ) სახსრებზე, შემდგომში კი როგორც კორტიკოსტეროიდული თერაპიის ადგილობრივი დამატება.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები: სახსრის ზომისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით შეიყვანება შიგნით, ან პერიარტიკულარულად 5-50 მგ.
ბავშვები: 5-30 მგ დღე-ღამეში, დანაწილებული რამდენიმე მიღებად.
ხანდაზმულები: ხანდაზმულობის ასაკში კორტიკოსტეროიდული თერაპიის გვერდითი მოვლენები უფრო ინტენსიურად ვლინდება. 24 საათის მანძილზე შეიძლება არაუმეტეს სამი სახსარშიდა ინექციისა. თერაპიის კურსის ჩატარება შესაძლებელია სამკვირიანი ინტერვალით. პრეპარატის სახსარში შეყვანისას, ჰიდროკორტიზონმა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჰიალინურ ხრტილზე, ამიტომ, ერთი წლის მანძილზე შესაძლებელია ერთი სახსრის მხოლოდ სამჯერ მკურნალობა. დაუშვებელია პრეპარატის უშუალოდ მყესში შეყვანა, ამიტომ ტენდინიტის დროს პრეპარატი შეყვანილ უნდა იქნეს მყესის ჩანთაში. პრეპარატი არ გამოიყენება სისტემური მკურნალობისთვის
გვერდითი მოვლენები
სხვათა მსგავსად, ადგილობრივი სახსარშიდა სტეროიდული პრეპარატის გამოყენებისას გვხვდება გვერდითი მოვლენები ინექციის ადგილას შესიებისა და ტკივილის სახით. როგორც წესი, პრეპარატის შეყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ ეს მოვლენები სპონტანურად ქრება. კანზე შესაძლოა, გაჩნდეს სხვა სახის ნიშნები: ჭრილობის შენელებული შეხორცება, კანის ატროფია, ზოლები, ფერიმჭამელები, ქავილი, ფოლიკულიტი, ჰირსუტიზმი, ჰიპოპიგმენტაცია, ირიტაცია, გამოშრობა, კანის გათხელება და მგრძნობელობის მომატება, აგრეთვე კანის კაპილარების გაფართოება. განსაკუთრებით, პრეპარატის ჭარბი დოზით შეყვანისას, საჭიროა ხანგრძლივი დროის მანძილზე გაეწიოს ანგარიში კორტიკოსტეროიდისა და ლიდოკაინის სისტემურ მოქმედებას.
ენდოკრინული სისტემა და ნივთიერებათა ცვლა
შესაძლოა განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა, განსაკუთრებით პრეპარატის ხანგრძლივი ან ჭარბი დოზით გამოყენების შემთხვევაში. ცილების კატაბოლიზმთან დაკავშირებით, შესაძლოა აღინიშნოს აზოტის უარყოფითი ბალანსი. უარესდება ნახშირწყლის ამტანიანობა და იზრდება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენების საჭიროება.
წყლისა და ელექტროლიტების ცვლა
შესაძლოა აღინიშნოს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემური ალკალოზი, ჰიპერტონია და გულის უკმარისობა.
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა
კორტიკოსტეროიდებს შეუძლია ოსტეოპოროზის გამოწვევა და ბავშვის ზრდის შეფერხება. შესაძლებელია სტეროიდული მიოპათიის ჩამოყალიბება და ასეპტიკური ნეკროზი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი
შესაძლოა კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლულის განვითარება სისხლდენითა და პერფორაციით, კუჭიდან სისხლდენა, პანკრეატიტი, ეზოფაგიტი.
ცენტრალური ნერვული სისტემა
შესაძლოა აღინიშნოს ქალასშიდა წნევის მომატება მხედველობის ნერვის შეშუპებით (მხედველობის ნერვის შეფერხების სინდრომი), კონვულსიები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ფსიქიური დარღვევები.
თვალები
შესაძლოა განვითარდეს რქოვანას წყლული, მომატებული თვალშიდა წნევა, გლაუკომა, ეგზოფთალმი. ბავშვებში იზრდება კატარაქტის განვითარების რისკი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
თუ ადგილობრივად შეყვანილი ლიდოკაინი გაიწოვება, შეიძლება წარმოიშვას პერიფერიული სისხლძარღვების გამტარებლობის დარღვევა.
სხვა
შესაძლოა აღინიშნოს ოპორტუნისტული ინფექციების წარმოშობა, ლატენტური ტუბერკულოზის გამწვავება, ლეიკოციტოზი, ჰიპერმგრძნობელობა, თრომბოემბოლია, გაძლიერებული მადა, გულისრევა, ცუდი თვითშეგრძნება. შესაძლო ნიშნები კორტიკოსტეროიდებით თერაპიის კურსის დასრულებისას: ტემპერატურის მომატება, მიალგია, ართრალგია, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, ინფიცირებული სახსარი, ორსულობის პირველი ტრიმესტრი, კუშინგის სინდრომი, მიდრეკილება თრომბოემბოლიური დაავადებებისკენ, სისტემური ინფექციური დაავადება მიზანმიმართული თერაპიის გარეშე, აქილევსის მყესის მკურნალობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულ ცხოველებზე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებამ გამოიწვია ნაყოფის დაავადება (მაგალითად, მგლის ხახის ჩამოყალიბება, საშვილოსნოსშიდა განვითარების დარღვევა). არ არსებობს მონაცემები ამ პრეპარატების ორსულობის პერიოდში უსაფრთხო გამოყენების შესახებ. ამიტომ პირველ ტრიმესტრში მისი გამოყენება არ შეიძლება, ამის შემდეგ კი პრეპარატის გამოყენება შეიძლება უპირატესობისა და რისკის გულმოდგინე შესწავლის შემდეგ. არსებობს მგლის ხახის ან განვითარების სხვა დარღვევების ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
ძუძუთი კვება
როგორც კორტიკოსტეროიდი, ისე ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ კორტიკოსტეროიდს შეუძლია გავლენა იქონიოს ბავშვის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციონირებაზე და გამოიწვიოს ზრდის შეფერხება.
განსაკუთრებული მითითებები
სახსარში შეყვანილი კორტიკოსტეროიდი ზრდის ანთებითი პროცესების ხელახალი წარმოშობის რისკს. პრეპარატის შეყვანამ შესაძლოა გამოიწვიოს სახსრის ბაქტერიული ინფიცირება, ამიტომ პრეპარატის შეყვანა დაშვებულია მხოლოდ ასეპტიკურ პირობებში. დაუშვებელია აქტიური იმუნიზაციის ჩატარება კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს (განსაკუთრებით, კორტიკოსტეროიდების დიდი დოზის შეყვანის დროს) ნევროლოგიური გართულებების წარმოქმნის რისკის გამო, რომელიც გამოწვეულია ანტისხეულების დაქვეითებული გამომუშავებით. კორტიკოსტეროიდული თერაპიის დროს ხშირად სუსტდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი, ასევე სხეულის უნარი მოახდინოს ინფიცირებული ნაწილების ლოკალიზება. კორტიკოსტეროიდების ჩვეული და დიდი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება, გააძლიეროს ორგანიზმში წყლისა და ნატრიუმის შეკავება ორგანიზმიდან კალიუმის ფორსირებული გამოყოფით. ნებისმიერი კორტიკოსტეროიდი აძლიერებს ორგანიზმიდან კალციუმის გამოყოფას. ლატენტური ტუბერკულოზის დროს, პრეპარატი გამოიყენება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად. სისტემური ინფიცირების შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ სპეციფიური თერაპიის დროს (მაგ. ანტიბიოტიკი, ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებები). კორტიკოსტეროიდული თერაპიის კურსის დროს მიზანშეწონილია დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების და ანტიკოაგულანტების თერაპიული დოზის ხელახალი დადგენა. კორტიკოსტეროიდებისა და შარდმდენი საშუალებების ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია ელექტროლიტების (კალიუმის შევსება) ცვლის მკაცრი კონტროლი. ჰიდროკორტიზონის ხანგრძლივი გამოყენებისას, ჰიპოკალიემიის თავიდან აცილების მიზნით, შესაძლოა საჭირო გახდეს კალიუმის აღდგენა. კორტიკოსტეროიდები ანელებენ ზრდას ბავშვებში, განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. შეყვანილ უნდა იქნეს მინიმალურად ეფექტური დოზა მაქსიმალურად ხანმოკლე ვადაში. თერაპიის კურსის დასრულება ხდება დოზის თანდათანობითი შემცირებით. თერაპიის კურსის დროს მიზანშეწონილია არტერიული წნევის რეგულარული კონტროლი, ასევე შარდისა და განავლის ანალიზი. ხანდაზმულ ასაკში იმატებს გვერდითი მოვლენების წარმოქმნის ალბათობა.
ჰიდროკორტიზონით თერაპიის კურსი გაგრძელებულ უნდა იქნეს განსაკუთრებული სიფრთხილით:
შაქრიანი დიაბეტის დროს, ან თუ ოჯახში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადამიანია, ოსტეოპოროზის (ქალებში, მენოპაუზის შემდეგ, რისკი გაცილებით დიდია), ჰიპერტონიის, ქრონიკული ფსიქოზური რეაქციების, ანამნეზში ტუბერკულოზის არსებობის, გლაუკომის, სტეროიდული მიოპათიის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ეპილეფსიის, ჰერპესის, თვალის ჰერპესის დროს.
პრეპარატის გავლენა ავტოტრანსპორტისა და მაღალი ტრავმატიზმის რისკის მქონე მანქანების მართვაზე
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, ახდენს თუ არა პრეპარატი რაიმე ზეგავლენას ტრანსპორტისა და მაღალი ტრავმატიზმის მანქანების მართვის უნარზე.
ჭარბი დოზირება
გადაჭარბებული დოზა შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი და სისტემური ნიშნებით, ორგანიზმში მოხვედრილი კორტიკოსტეროიდებისა და ლიდოკაინის რაოდენობის შესაბამისად. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. საჭიროა სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
– ადისონის დაავადების მქონე პაციენტთათვის დაუშვებელია პრეპარატის დანიშვნა ბარბიტურატებთან ერთად კრიზისული მდგომარეობის წარმოქმნის რისკის გამო. კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით უნდა იქნეს გამოყენებული:
– ბარბიტურატებთან, ფენილბუტაზონთან, ფენიტოინთან და რიფამპიცინთან ერთად (კორტიკოსტეროიდების ეფექტურობა მცირდება).
– დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებთან ერთად (ეფექტურობის შემცირების გამო, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებათა დოზის მომატება).
– ანტიკოაგულანტებთან ერთად (შესაძლოა შეიცვალოს ანტიკოაგულანტური მოქმედება: ან შესუსტდეს ან გაძლიერდეს).
– სალიცილატებთან ერთად (კორტიკოსტეროიდული თერაპიის დასრულების შემდეგ სისხლში სალიცილატების დონე შესაძლოა გაიზარდოს, რაც ინტოქსიკაციას გამოიწვევს; ორივე პრეპარატი ულცეროგენულია, მათი ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების, ან წყლულის წარმოქმნის რისკი.
– ამფოტერიცინთან, დიურეტიკებთან, თეოფილინთან, დიგოქსინთან, საგულე გლიკოზიდებთან ერთად იზრდება ჰიპოკალიემიის რისკი.
– პერორალური კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენებისას იზრდება სისხლში კორტიკოსტეროიდების კონცენტრაცია.
– ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად კორტიკოსტეროიდები მოქმედებს ანტიჰიპერტენზიული საშუალებების წინააღმდეგ.
– მიფეპრისტონთან (კორტიკოსტეროიდების ეფექტურობა მცირდება).
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ორიგინალურ შეფუთვაში, 15-დან 30oC-მდე ტემპერატურაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..