ესკაპელი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ლევონორგესტრელი/ levonorgestrel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰორმონალური კონტრაცეპტივები. ეპიზოდური გამოყენებისათვის (პოსტკოიტალური კონტრაცეპტივები)

მოქმედი ნივთიერება:
1.50 მგ ლევონორგესტრელი ერთ ტაბლეტში.
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი; სიმინდის სახამებელი; კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური; მაგნიუმის სტეარატი; ტალკი; ლაქტოზას მონოჰიდრატი  (142.5 მგ).
როგორი ტიპის პრეპარატებს მიეკუთვნება ტაბლეტები ესკაპელი და როდის გამოიყენება ისინი?
ესკაპელის ტაბლეტები შეიცავენ ლევონორგესტრელს, საკვერცხეების ყვითელი სხეულების სინთეზურ ჰორმონს.
ესკაპელის ტაბლეტები წარმოადგენს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც განკუთვნილია საგანგებო სიტუაციებისათვის. ესკაპელი გამოიყენება სქესობრივი აქტის შემდეგ პირველი 72 საათის განმავლობაში, როდესაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, ან არასწორად იქნა გამოყენებული ან არ იყო საკმარისად საიმედო.
ესკაპელის ტაბლეტის მიღება შეიძლება მენსტრუაციული ციკლის ნებისმიერ დღეს.
პრეპარატი ახდენს ჩასახვის თავიდან აცილებას შემთხვევათა 84%-ში, თუ ტაბლეტი მიღებული იქნა სქესობრივი კავშირის შემდეგ პირვლი 72 საათის განმავლობაში. თუ ზუსტად არ გახსოვთ სქესობრივი აქტის დრო ან თუ ერთი მენსტრუაციული ციკლის პერიოდში 72 საათით ადრე ადგილი ჰქონდა სქესობრივ აქტს სხვა არასაიმედო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების გამოყენებით, მაშინ, სავარაუდოდ, მოხდა ჩასახვა და ესკაპელის ტაბლეტების მიღება მეორე სქესობრივი აქტის შემდეგ იქნება უსარგებლო.
პრეპარატ ესკაპელის ეფექტიანობა უფრო დაბალია, ვიდრე რეგულარული გამოყენებისათვის განკუთვნილი ჰორმონული საშუალებების. თუ ხშირად გიწევთ ესკაპელის ტაბლეტების მიღება, მაშინ უნდა გამოიყენოთ სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდი, სპეციალურად განკუთვნილი ხანგრძლივი გამოყენებისათვის.
რა უნდა იცოდეთ ესკაპელის ტაბლეტების მიღებამდე
პრეპარატი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას;
– ღვიძლის მძიმე დაავადებებისას;
– ორსულობის დროს.
პრეპარატი ესკაპელი შემდეგ შემთხვევებში გამოიყენება მხოლოდ მომატებული სიფრთხილის დაცვით:
თუ პრეპარატის გამოყენების დროს დადგა ორსულობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები ნაყოფზე პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია გარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით. ექიმის მიერ შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევაში, როდესაც აღინიშნება მუცლის ძლიერი ტკივილები, აგრეთვე, როდესაც ადრე ადგილი ჰქონდა გარეორსულობას, მცირე მენჯის ორგანოების ანთებას ან მათზე ჩატარებულია ოპერაციები. ღვიძლის მძიმე დაავადებებისას პრეპარატის მიღება შეიძლება უკუნაჩვენები იყოს. შეწოვის მძიმე დარღვევებისას, მაგალითად, კრონის დაავადების დროს, პრეპარატის საიმედობა მცირდება. პრეპარატის განმეორებითი მიღება ერთიდაიგივე მენსტრუალური ციკლის დროს რეკომენდებული არ არის, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის დარღვევები. პრეპარატის მიღების შემდეგ მიმართეთ ტქვენს ექიმს, რათა მან შეგირჩიოთ სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი შემდგომში გამოსაყენებლად.
სხვა პრეპარატების მიღება
ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ (ანტიეპილეფსიურმა, ანტიმიკრობულმა, ანტიბიოტიკებმა) შეიძლება დააჩქაროს ესკაპელის მოქმედი ნივთიერების დაშლა იმავდროულად გამოყენებისას და შეამციროს მისი ეფექტიანობა. ამგვარი მოქმედება შეიძლება მოახდინოს კრაზანას პრეპარატებმაც. უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თქვენ მიერ მიღებული რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემი ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ.

ორსულობა
ესკაპელის ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს არ შეიძლება პრეპარატი არ იწვევს ორსულობის შეწყვეტას. მრავალი კლინიკური კვლევის მონაცემების მიხედვით, პრეპარატი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ნაყოფზე ესკაპელის ტაბლეტების მიღების დროს ორსულობისას განვითარებისას.
ძუძუთი კვება
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ტაბლეტი უნდა მიიღოთ ძუძუთი კვების შემდეგ.

ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
კვლევები ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ არ ჩატარებულა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გაფრთხილებები
პრეპარატის მიღების შემდეგ მენსტრუაცია დროულად დგება და მიმდინარეობს დარღვევების გარეშე. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს რამდენადმე ნაადრევი ან დაგვიანებული მენსტრუაცია (დაახლოებით + 2 დღე). 5 დღეზე მეტი დროით მენსტრუაციის დაგვიანებისას ან მისი ხასიათის შეცვლისას ან ორსულობაზე ეჭვისას (გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების გამაგრება და ა.შ.) მიმართეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის შემადგენლობის შესახებ
რძის შაქრის გადაუტანლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ პრეპარატის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 142.5 მგ ლაქტოზას.
როგორ მიიღება ესკაპელის ტაბლეტები
ტაბლეტები უნდა მიიღოთ სქესობრივი აქტის შემდეგ პირველი 72 საათის განმავლობაში. თუ ტაბლეტების მიღების შემდეგ პირველი 3 საათის განმავლობაში ვითარდება ღებინება, აუცილებელია მეორე ტაბლეტის მიღება.
სწრაფი კონტრაცეპციის ტაბლეტების მიღების შემდეგ უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპციის სხვა მეთოდები მორიგი მენსტრუაციის დადგომამდე, მაგ. პრეზერვატივი. რეგულარული კონტრაცეპციის ჰორმონული საშუალებების მიღება უკუნაჩვენები არ არის ესკაპელის ტაბლეტების მიღების შემდეგ.
საკითხი პრეპარატ ესკაპელის ბავშვებში გამოყენების შესახბ გულდასმით უნდა იქნას განხილული.
თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა
პრეპარატი უნდა მიიღოთ ექიმის მიერ დანიშნული დოზით, ხანგრძლივობით და მითითებებით. ჭარბი დოზის მიღებისას შეიძლება აღინიშნოს გულისრევა, მენსტრუაციის დარღვევა; ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ესკაპელის ტაბლეტებმა შეიძლება გამოწვიოს არასასურველი ეფექტები. შემთხვევათა 10%-ში შეიძლება აღინიშნოს მენსტრუაციის დარღვევა, გულისრევა, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, თავის ტკივილი. 1-10% სიხშირით ვიტარდება თავბრუსხვევა, სარძევე ჯირკვლების გამყარება, ფაღარათი, ღებინება.
შენახვის პირობები
ინახება 15-25°C-ზე.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლამდე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
1.5მგ ტაბლეტი №1
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc,

გაფრთხილება