კავინტონი tab–ის ზოგადი ინფორმაცია
კავინტონი. CAVINTON. თავის ტვინის მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ვინპოცეტინი. Vinpocetine. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).
კავინტონი tab–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კავინტონი. CAVINTON გამოდის 5მგ–იანი ტაბლეტის ფორმით. 1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ვინპოცეტინის-5.00მგ; დამხმარე ნივთიერებებია:მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის მჟავას კოლოიდური ხსნარი, ტალკი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი.
კავინტონის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე
კავინტონის ფასები ფარმადეპოში
კავინტონის ფასები ავერსში
კავინტონის ფასები psp-ში
კავინტონის ფასები სხვა აფთიაქებში
ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც კავინტონი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია კავინტონის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com
კავინტონი tab–ის აქტიური ნივთიერება
ვინპოცეტინი. Vinpocetine. ქიმიური დასახელება – ეთილ-(3ალფა,16ალფა)-ებურნამენინ -14-კარბოქსილატი. ბრუტო–ფორმულა: C22H26N2O2. ვინპოცეტინს მიაკუთვნებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევების კორექტორების ჯგუფს. CAS-კოდი:42971-09-5.
სინონიმები
ვინპოცეტინი (VINPOCETIN, Gedeon Richter, უნგრეთი), კავინტონი ფორტე (CAVINTON FORTE, Gedeon Richter, უნგრეთი).
კავინტონი tab–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, მწვავე და ქრონიკული, თავის ტვინში ნევროლოგიური და ფსიქიური მოშლილობით მიმდინარე
- ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
- ენცეფალოპათია დისცირკულატორული, რომელსაც თან ახლავს მეხსიერების დაქვეითება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
- ათეროსკლეროზი ცერებრალური
- დემენცია სისხლძარღვოვანი
- ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა
- ენცეფალოპათია პოსტტრავმული
- ენცეფალოპათია ჰიპერტონული
- თვალის სისხლძარღვოვანი გარსის დაავადებები, ქრონიკული
- ბადურას სისხლძარღვოვანი დაავადებები, ქრონიკული
- სმენის დაქვეითება, პერცეფციული ტიპის
- მენიერის დაავადება
- შუილი ყურებში იდიოპათიური