მაკმირორ კომპლექსი

მაკმირორ კომპლექსი

მაკმირორ კომპლექსის ზოგადი ინფორმაცია

მაკმირორ კომპლექსი. Macmiror complex.  სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ნისტატინი + ნიფურატელი. Nystatin + Nifuratel. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G01AX05. მწარმოებელი ფირმა – Doppel Farmaceutici S.p.A (იტალია).

მაკმირორ კომპლექსის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მაკმირორ კომპლექსი. Macmiror complex გამოდის 500მგ+200000სე ვაგინალური სანთელის და  30გ 10გ+4000000სე ვაგინალური კრემის ფორმით.კრემის 100 გ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: ნიფურატელი 10 გ + ნისტატინი 4000000 ერთეული; არააქტიური ნივთიერებები: ქსალიფინი 15, მეთილ-ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ – ჰიდროქსიბენზოატი, გლიცერინი, 70% სორბიტოლის ხსნარი, პროპილენგლიკოლი, კარბომერი, ტრიეტაკოლამინი 30%, 100გ-მდე გასუფთავებული წყალი (57. 15 გ). თითოეული სუპოზიტორი შეიცავს აქტიური ნივთიერებას: ნიფურატელს 500 მგ + ნისტატინს 200000 ერთეული; არააქტიური ნივთიერებებია: დიმეთილპოლისილოქსანი AK 1000 კაფსულის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, ეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმი, პროპილ-4-ჰიდროქსიბენზოატის ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი.აღწერა: ვაგინალური კრემი – ყვითელი ფერის თხევადი, ჰომოგენური კრემი; ვაგინალური სანთლები – რბილი ჟელატინის სანთლები, კვერცხისებური ფორმის, ყვითელი ფერის მოყავისფრო ელფერით, რომლების შეიცავენ ყვითელ სუსპენზიას.

მაკმირორ კომპლექსის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მაკმირორ კომპლექსის ფასები ფარმადეპოში
მაკმირორ კომპლექსის ფასები ავერსში
მაკმირორ კომპლექსის ფასები psp-ში
მაკმირორ კომპლექსის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მაკმირორ კომპლექსი , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მაკმირორ კომპლექსის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com

მაკმირორ კომპლექსის აქტიური ნივთიერებები

ნისტატინი + ნიფურატელი. Nystatin + Nifuratel. ნისტატინს + ნიფურატელს მიაკუთვნებენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, სხვა სინთეთიკური ანტიბაქტერიული საშუალებების ჯგუფებს.

მაკმირორ კომპლექსის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ვულვო-ვაგინალური ინფექციების, ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, სოკოთი, ქლამიდიებით და Candida–ს მიერ გამოწვეული

მაკმირორ კომპლექსის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის. გამოირჩევა ეფექტური მოქმედებით დაავადების ბაქტერიული, პროტოზოული და სოკოვანი გამომწვევების წინააღმდეგ. ნიფურატელი, ნიტროფურანისგან არის ნაწარმოები. გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით მთელი რიგი ბაქტერიებისა და სოკოს მიმართ (მათ შორის Trichomonas vaginalis). ნისტატინი – სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი, პოლი CHOH ჯგუფის. იგი არღვევს სოკოების უჯრედული მემბრანის სტეროლებს, რის შედეგადაც უჯრედი იღუპება. გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით Candida albicans.
ნიფურატელისა და ნისტატინის კომბინაცია საშუალებას იძლევა მივაღწიოთ უფრო მაღალ ეფექტს და საგრძნობლად გავზარდოთ მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების სპექტრი.
პრეპარატის კომპონენტების მაღალი ეფექტურობა და დაბალი ტოქსიურობა უზრუნველყოფს მისი გამოყენების ფართო სპექტრს კლინიკურ პირობებში და შერეული ეტიოლოგიის მკურნალობისას, კერძოდ მიკოზების პროფილაქტიკაში, რომლებიც გამოწვეულ იქნა ტრიქომონას არასწორი მკურნალობით. მაკმირორ კომპლექსი არ არღვევს ფიზიოლოგიურ ფლორას, რაც ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას და სწრაფად აღადგენს საშოს ფლორას.
ჩვენებები
ვულვო-ვაგინალური ინფექციების კომპლექსური თერაპია, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით: ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, სოკოთი, ქლამიდიებით და Candida.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად გინეკოლოგიური ან ვენერიული დაავადებებისას.
ვაგინალური სანთლები:
1 ვაგინალური სანთელი შეიყვანება ყოველ საღამოს ძილის წინ 8 დღის განმავლობაში, ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს მენსტრუაციის შემდეგ.
მაქსიმალური თერაპეტიული ეფექტის მისაღწევად შეიყვანეთ სანთლები საშოს ზედა ნაწილში.
ვაგინალური კრემი:
2,5 გ კრემი დღეში ერთხელ ან ორჯერ, საღამოს ან დილით, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად 8 დღის განმავლობაში. კრემის აუცილებელი დოზა უნდა იქნას შეყვანილი გრადუირებული აპლიკატორის მეშვეობით.
გრადუირებული აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია:
აპლიკატორი უნდა დამაგრდეს კრემის ტუბიკზე. უნდა შეივსოს კრემის საჭირო რაოდენობით (შკალის მიხედვით, რომელიც მიგვითითებს რაოდენობაზე გრამებში). შემდეგ უნდა განცალკევდეს ტუბიკისგან და აპლიკატორი უნდა იქნას შეყვანილი საშოში და იქ უნდა დაიცალოს. სპეციალური მოწყობილება საშუალებას იძლევა შევიყვანოთ კრემი ისე, რომ არ დავაზიანოთ საქალწულე აპკი. ამისთვის აუცილებელია აპლიკატორის ღერძიდან მოიხსნას ნემსის ძირი და დამაგრდეს შპრიცის თავზე საპირისპირო მხარეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს კრემის საშოში შეყვანა.
გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის სახით.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია პარტნიორების ერთდროული მკურნალობა,რადგან არსებობს ხელახალი დაავადების საშიშროება.მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს
ჭარბი დოზირება
არ არის დაფიქსირებული
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის დაფიქსირებული მაკმირორ კომპლექსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ მშრალ ადგილზე, 25oC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: ვაგინალური სანთლები – 3 წელი
ვაგინალური კრემი – 3 წელი
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით

ფასებიქართულფარმაცევტულბაზარზე

ფასები ფარმადეპოში
ფასები ავერსში
ფასები psp-ში
ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაციასხვაპრეპარატებისშესახებ, რომლებიციგივემოქმედნივთიერებებსშეიცავენ, რასაც, იხილეთქვემოთ, შესაბამისრუბრიკაში.აფთიაქებსდინამიურიინფორმაციაფასებისშესახებშეუძლიათმოგვაწოდონ mpifarm@gmail.com