მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ზოგადი ინფორმაცია

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3.  Multi-tabs Intello Kids Omega-3. პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის. აქტიური ნივთიერება – comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ფეროსანი ა/ს (დანია).

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3.  Multi-tabs Intello Kids Omega-3 გამოდის საღეჭი კაფსულის ფორმით. დღის დოზა შეიცავს: 2 კაფსულა/დღეში3 კაფსულა/დღეში თევზის ქონს459,4 მგ689,1 მგ, ომეგა-3 პოლიარაგაჯერებული,ცხიმოვანი მჟავებს ამათგან:275,64 მგ413,46 მგ დგკ (დოკოზაგექსაენული მჟავა)229,7 მგ344,55 მგ, ეპკ (ეიკოზაპენტაენული მჟავა)45,94 მგ68,91 მგ, ვიტამინ C–ს 20 მგ30 მგ, ვიტამინ E–ს 5 მგ7,5 მგ.

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ფასები ფარმადეპოში
მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ფასები ავერსში
მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ფასები psp-ში
მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაცია
  • იმუნიტეტის ზრდის ხელშეწყობა
  • ცოდნის სწორი ათვისება
  • ინტელექტის განვითარება
  • სტრესის მიმართ მდგრადობა

მულტი-ტაბსი – ინტელო ქიდსი ომეგა – 3–ის საფირმო აღწერიდან

ბავშვების შემეცნებითი შესაძლებლობები, მათი უნარი აითვისონ ახალი ინფორმაცია, ბევრად დამოკიდებულია მათ უზრუნველყოფაზე უმნიშვნელოვანესი ნივთიერებებით – ვიტამინებით, მინერალებით, პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავებით. საკვებთან ერთად, ან სპეციალური კომპლექსების მიღებისას ეს ნივთიერებები ახდენენ ნერვული სისტემის, თავის ტვინის მოქმედების ნორმალიზაციას, აუმჯობესებენ ორგანიზმის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. ბავშვობის ასაკში ხსენებული ნივთიერებების დეფიციტის ადექვატურმა კორექციამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს ინტელექტუალური ნაკლულობის განვითარების რისკი. მაგალითად, მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ ომეგა-3 პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების საკმარისი რაოდენობით ორგანიზმისთვის მიწოდება ზრდის წარმატებებს სწავლის პროცესში, ეხმარება სასწავლო მასალის კარგ ათვისებას და ბავშვის ჰარმონიულ ზრდასა და განვითარებას.
დანიაში ბავშვთა სპეციალისტებმა გამოიმუშავეს საღეჭი კაფსულა მულტი-ტაბს ინტელო ქიდსი ომეგა-3-ით. კაფსულას შიგთავსს (ომეგა-3 პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები) აქვს შავი მოცვის სასიამოვნო გემო, თევზის ქონის სუნის გარეშე. კომპლექსი მულტი-ტაბს ინტელო ქიდსი ომეგა-3 ეხმარება ბავშვის ორგანიზმს ჯანმრთელობისთვის და ინტელექტუალური განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებებით უზრუნველყოფას, ხოლო მოცვის სასიამოვნო გემო – ბავშვისთვის სასიამოვნოს ხდის.
ომეგა – 3
ცხიმოვანი მჟავები – პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების კლასი. ისინი ახდენენ მნიშვნელოვან ზეგავლენას ბავშვის ტვინის და მხედველობის ფუნქციების განვითარებაზე, რადგანაც წარმოადგენენ “სამშნებლო მასალას” ტვინის ქსოვილებისათვის, თვალის ბადურასთვის და ნერვული ქსოვილებისათვის. პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები შეადგენენ უჯრედოვანი მემბრანების საფუძველს, უზრუნველყოფენ რა აუცილებელ გამტარობას; ახდენენ უჯრედებში ნივთიერებათა მიღების და ცვლის რეგულირებას. ხსენებული მჟავების უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინტელექტის დონის, ბავშვის იმუნიტეტისა და ადაპტაციური შესაძლებლობების შემცირება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების დეფიციტის კონტროლირება და შევსება.
ვიტამინ C
აძლიერებს ორგანიზმის მდგრადობას სტრესის შემთხვევაში, ეხმარება მისი შედეგების დაძლევაში. გააჩნია დიდი მნიშვნელობა ჰორმონების სინთეზისას, პასუხისმგებელია ცვალებადი გარემოს მიმართ მდგრადობის და ადაპტაციის პროცესზე. ვიტამინი C წარმოადგენს მნიშვნელოვან ანტიოქსიდანტს, რომელსაც გააჩნია იმუნომასტიმულირებელი თვისებები.
ვიტამინ E
წარმოადგენს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური დაცვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, წინააღმდეგობას უწევს ტვინის ქსოვილის და მხედველობის ორგანოს უჯრედების დაზიანებას თავისუფალი რადიკალების მიერ.
მიღების წესები და დოზები
მულტი-ტაბს ინტელო ქიდსი ომეგა-3 წარმოადგენს ომეგა-3 პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავების და C, E ვიტამინების დამატებით წყაროს. კომპლექსში მოქმედებისას, ომეგა-3 პოლიარაგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები C და E ახდენენ:
1. ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას
2. ხელსუწყობს იმუნიტეტის ზრდას
3. ცოდნის სწორ ათვისებას
4. ინტელექტის განვითარებას
5. სტრესის მიმართ მდგრადობას
რეკომენდებული დოზირება: 3-5 წლის ბავშვებს 1 კაფსულა დღეში 2-ჯერ, 6 წლის ზემოთ –
1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.
მიღების ხანგრძლივობა: 1 თვე, მიღების განმეორებით წელიწადში 2-3-ჯერ. მიღების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა, ფენილკეტონურია
შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC.