ოსტალონი

ოსტალონი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):  ალენდრონის მჟავა/ alendronic acid

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ძვლის სრუქტურაზე და მინერალიზაციაზე, ბისფოსფონატი.

ათქ კოდი: M05B A04

შემადგენლობა
აპკისებრი გარსით დაფარული ყოველი ტაბლეტი შეიცავს 70მგ ალენდრონის მჟავას (91.35მგ ნატრიუმის ალენდრონატის ტრიჰიდრატის ექვივალენტი).

დამხმარე ნივთიერებები
ტაბლეტის ბირთვი:
მიკროკრისტალური ცელულოზა
სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი
ნატრიუმის კროსკარმელოზა
მაგნიუმის სტეარატი
აპკისებრი გარსი:
Lustre Clear LC 103:
მიკროკრისტალური ცელულოზა
კარაჯენინი
მაკროგოლი 8000

კლინიკური მახასიათებლები
მიღების ჩვენება
ოსტეოპორიზის მკურნალობა პოსტმენოპაუზაში. ოსტალონი აქვეითებს მალების და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების რისკს.

დოზირების რეჟიმი და მიღების მეთოდი
შიგნით, 1-ჯერ კვირაში. რეკომენდებული დოზა შეადგენს პრეპარატ ოსტალონის 70მგ 1 ტაბლეტს კვირაში, პერორალურად.
რეკომენდაციები ალენდრონატის ადექვატური აბსორბციისთვის:
პრეპარატი ოსტალონი უნდა მიიღოთ ცარიელ (,,მშიერ”) კუჭზე როგორც მინიმუმ 30 წუთით ადრე საკვების, სასმელის ან მედიკამენტების მიღებამდე, უნდა დააყოლოთ ჩვეულებრივი წყალი. სხვა სასმელების მიღება (მათ შორის მინერალური წყალი, როგორც აირიანი ასევე აირის გარეშე), საკვების ან მედიკამენტების გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ალენდრონატის შეწოვა (იხ.პარაგრაფი 4.5).
პირის ღრუს და საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანების შესაძლებლობის შესამცირებლად პრეპარატის მიღებისას უნდა დაიცვათ შემდეგი ინსტრუქციები:
– პრეპარატ ოსტალონის ტაბლეტი უნდა მიიღოთ დილით გაღვიძების შემდეგ, დააყოლოთ ერთი ჭიქა წყალი (არანაკლებ 200მლ).
– არ შეიძლება ტაბლეტის დაღეჭვა ან პირში შეყოვნება დაშლამდე.
– თავი შეიკავეთ საკვების, სასმელის ან სხვა პრეპარატის მიღებისგან 30 წუთის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან.
– პრეპარატის მიღებიდან როგორც მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ ჰორიზონტალური მდგომარეობა.
– პრეპარატი ოსტალონი არ უნდა მიიღოთ ძილის წინ ან დილით, ლოგინიდან ადგომამდე.
პაციენტებმა უნდა მიიღონ კალციუმის დამატებითი პრეპარატები და ვიტამინი D, საკვებით მათი არასაკმარისი მიღების შემთხვევაში (იხ.პარაგრაფი 4.4).
გამოყენება ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
გამოყენება თირკმლის უკმარისობისას: გორგლოვანი ფილტრაციისას 35მლ/წთ-ზე მეტი, დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარით 35მლ/წთ-ზე ნაკლები პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, ამ კატეგორიის პაციენტებში ალენდრონატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო.
გამოყენება ბავშვებში (15 წელზე უმცროსი ასაკის): პრეპარატი ოსტალონი გამოიყენებოდა 18 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვების მცირე ჯგუფში, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ოსტეოგენეზი კლინიკური კვლევის ფარგლებში. პრეპარატის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოების დასაზუსტებლად, შედეგები არასაკმარისია.
გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ოსტეოპოროზისას ალენდრონატის ეფექტი შესწავლილი არ არის.

უკუჩვენება
– საყლაპავის ანომალიები და სხვა მდგომარეობები, როლებიც იწვევს საყლაპავიდან ევაკუაციის გაძნელებას (სტრიქტურა, ახალაზია).
– ჯდომის ან დგომის შეუძლებლობა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
– მომატებული მგრძნობელობა აქტიური კომპონენტის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
– ჰიპოკალციემია.
– აგრეთვე იხ. პარაგრაფი 4.4

უსაფრთხოების ზომები და განსაკუთრებული მითითებები გამოყენებისას
პრეპარატმა ოსტალონი შეიძლება გამოიწვიოს სმტ-ის (საჭმლის მომნელებელი ტრაქტი) ზედა ნაწილების ლორწოვანის ადგილობრივი გაღიზიანება. მდგომარეობის გამწვავების შესაძლებლობის გამო პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციეტებში კუჭ-ნაწლავის გამწვავებული დაავადებებით, როგორიცაა დისფაგია, საყლაპავის დაავადებები, გასტრიტი, დუოდენიტი, წყლული, აგრეთვე პაციენტებში რომლებსაც ცოტა ხნის წინ (წინა წლის განმავლობაში) გადატანილი აქვთ სმტ-ის მძიმე დაავადებები, მაგალითად პეპტიკური წყლული, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, სმტ-ის ზედა ნაწილებზე ოპერაციული ჩარევა პილოროპლასტიკის გარდა (იხ 4.3 “უკუჩვენებები”).
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალენდრონატს, აღინიშნა საყლაპავის მხრივ რეაქციები (ზოგჯერ მძიმე, ჰოსპიტალიზაციის საჭიროებით), როგორიცაა ეზოფაგიტი, წყლულები და ეროზიები, იშვიათ შემთხვევებში სტრიქტურა. ამიტომ ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პაციენტებში საყლაპავის მხრივ გართულებების პირველად სიმპტომებს. პაციენტებს უნდა განუმარტონ, რომ საყლაპავის გაღიზიანების ნიშნების შემთხვევაში (დისფაგია, ტკივილი ყლაპვისას, ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გულძმარვის გამოვლენა ან გამწვავება) უნდა შეწყვიტონ პრეპარატის მიღება და მიმართონ ექიმს.
საყლაპავის მხრივ მძიმე გართულებების გამოვლენის რისკი უფრო მეტია პაციენტებში, რომლებიც არ იცავენ ალენდრონატის მიღების რეკომენდაციებს, აგრეთვე იმ პირებში, რომლებიც აგრძელებენ პრეპარატის მიღებას საყლაპავის გაღიზიანების ნიშნების მიუხედავად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღების მეთოდის და დოზირების შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს პაციენტებისთვის (იხ. პარაგრაფი 4.2 “დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდები”). პაციენტები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ, რომ პრეპარატის მიღების რეკომენდაციების დაუცველობის შემთხევაში იზრდება გართულებების რისკი საყლაპავის მხრივ.
თუმცა მსხვილ (პოსტმარკეტინგულ) კლინიკურ კვლევებში არ გამოვლინდა რისკის მომატება, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში პაციენტებში იშვიათად აღინიშნებოდა კუჭის და თორმეტოჯა ნაწლავის წყლული, მათ შორის მძიმე ფორმები და გართულებები. პრეპარატთან მიზეზობრივ კავშირის გამორიცხვა შესაძლებელი არ არის.
პაციენტებში, ონკოლოგიური დაავადებებით, რომლებიც იღებენ მკურნალობის სქემას ინტრავენური ბისფოსფონატებით, აღინიშნა ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები, უფრო ხშირად კბილის ექსტრაქციით ან/და ადგილობრივი ინფექციით (ოსტეომიელიტის ჩათვლით). მოცემული პაციენტების დიდი რაოდენობა აგრეთვე იღებდა ქიმიოპრეპარატებს და კორტიკოსტეროიდებს. ყბის ოსტეონეკროზის შემთხვევები აგრეთვე აღინიშნა ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პერორალურ ბისფოსფონატებს.
ბისფოსფონატებით მკურნალობის დაწყებამდე რისკის ჯგუფის პაციენტები (ონკოლოგიური ავადმყოფები, რომლებიც იღებენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, კორტიკოსტეროიდებს, პაციენტები პირის ღრუს ცუდი ჰიგიენითO უნდა გამოიკვლიოს სტომატოლოგმა და ჩატარდეს პირის ღრუს სანაცია.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში, შეძლებისდაგვარსად, უნდა მოერიდონ ინვაზიურ სტომატოლოგიურ ჩარევებს. პაციენტებში ყბის ოსტეონეკროზით ბისფოსფონატებით მკურნალობისას ქირურგიული სტომატოლოგიური ჩარევის ჩატარებამ შეიძლება გააუარესოს მდგომარეობა. პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ სტომატოლოგიური დახმარება, გაურკვეველია იწვევს თუ არა ბისფოსფონატებით თერაპიის გადადება ყბის ოსტეონეკროზის რისკის შემცირებას.
მკურნალობის ტაქტიკა უნდა განისაზღვროს ყოველი კონკრეტული პაციენტისთვის, რისკის/სარგებლის ინდივიდუალური შეფასებიდან გამომდინარე.
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბისფოსფონატებს აღწერილი იყო ტკივილი ძვლებში, სახსრებში ან/და კუნთებში. პოსტმარკეტინგული კვლევის მონაცემების ფარგლებში მოცემული სიმპტომები იშვიათად იყო მძიმე ან/და აქვდეითებდა პაციენტების შრომისუნარიანობას (იხ. პარაგრაფი 4.8 “არასასურველი ეფექტები”). სიმპტომების გამოვლენის დრო ვარირებდა ერთიდან რამდენიმე თვემდე, მკურნალობის დაწყებიდან. პრეპარატის მოხსნის შემდეგ უმრავლეს შემთხვევაში არასასურველი ეფექტები ქრებოდა. პაციენტების ნაწილში პრეპარატის მიღების განახლების შემდეგ ან მისი შეცვლისას სხვა ბისფოსფონატით აღინიშნა აღწერილი სიმპტომების განახლება.
ალენდრონატის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე შესაძლებელია ბარძაყის ძვლის დიაფიზის პროქსიმალური ნაწილის ატიპიური სტრესული მოტეხილობების განვითარება.
პაციენტები უნდა გააფრთხილონ, რომ ოსტალონის დოზის გამოტოვებისას უნდა მიიღონ პრეპარტის ერთი ტაბლეტი დილით, იმის შემდეგ როდესაც გაახსენდებათ გამოტოვება. არ შეიძლება პრეპარატის ორი ტაბლეტის ერთ დღეს; აუცილებელია პრეპარატის ყოველდღიურ მიღებაზე დაბრუნება ამისთვის არჩეულ დღეს.
ალენდრონატი რეკომენდებული არ არის პაციენტებში თირკმლის უკმარისობით და გორგლოვანი ფილტრაციის 35მლ/წთ-ზე ნაკლები სიჩქარით (იხ. პარაგრაფი 4.2 “დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი”).
ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ ოსტეოპოროზის სხვა მიზეზები ესტროგენების დეფიციტის და ასაკობრივი ცვლილებების გარდა.
ალენდრონატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ჰიპოკალციემიის კორექცია (იხ. 4.3 “უკუჩვენებები”). ამას გარდა, საჭიროა სხვა მდგომარეობების კორექცია, რომელთა დროსაც აღინიშნება მინერალური ნივთიერებების მეტაბოლიზმის დარღვევა (მაგ. ვიტამინ D დეფიციტი და ჰიპოპარათიროიდიზმი). პაციენტების მოცემულ კატეგორიაში ოსტალონით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლის შრატში კალციუმის დონის და ჰიპოკალციემიის სიმპტომების კონტროლი.
ძვლის ქსოვილის მინერალიზაციის გაძლიერების გამო ალენდრონატის მიღების პერიოდში, პაციენტებში, შეიძლება აღინიშნოს შრატისმიერი კალციუმის და ფოსფორის დაქვეითება. ჩვეულებრივ, ეს დაქვეითება გამოხატული არ არის და კლინიკურად უმნიშვნელოა, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში (ჰიპოპარათიროიდიზმი, B ვიტამინის დეფიციტი, კალციუმის მალაბსორბცია) აღინიშნება გამოხატული ჰიპოკალციემია.
პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოიდებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კალციუმის და ვიტამინ D-ს ადექვატური დონით უზრუნველყოფა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
სავარაუდოდ, საკვების, სასმელების (მინერალური წყლის ჩათვლით), კალციუმის, ანტაციდების და ზოგიერთი სხვა მედიკამენტის ერთდროული მიღება მოქმედებს ალენდრონატის შეწოვაზე, ამიტომ ალენდრონატის მიღების შემდეგ სხვა პერორალური სამკურნალო საშუალებების მიღებამდე უნდა მოიცადონ მინიმუმ 30 წუთი.
ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.
მიუხედავად ამისა,  კლინიკურ კვლევებში ალენდრონატი ინიშნებოდა სხვადასხვა პრეპარატთან ერთად;  პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნა.
პაციენტების გარკვეული რაოდენობა კლინიკური კვლევების ფარგლებში იღებდა ესტროგენებს (ინტრავაგინალური, ტრანსდერმული, პერორალური) ალენდრონატთან ერთად. პრეპარატების ერთდროულ მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარება არ აღინიშნა.

ორსულობა და ლაქტაცია
გამოყენება ორსულობის პერიოდში:
ალენდრონატის ორსულობის დროს გამოყენების შესახებ სარწმუნო მონაცემები არ არსებობს. ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა პრეპარატის ნეგატიური გავლენა ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის და ნაყოფის განვითარებაზე, აგრეთვე პოსტნატალურ განვითარებაზე. ალენდრონატის მიღება მაკე ვირთაგვებში იწვევდა ცხოველებში სამშობიარო მოქმედების დისკოორდინაციას ჰიპოკალციემიის გამო (იხ. პარაგრაფი 5.3). პრეპარატი ოსტალონი არ უნდა გამოიყენონ ორსულობის დროს.
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ალენდრონატი ლაქტატში. პრეპარატი ოსტალონი არ უნდა გამოიყენონ ძუძუთი კვების პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე არ აღინიშნა.

არასასურველი ეფექტები
წლიური გამოკვლევების ფარგლებში პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში ოსტეოპოროზით ალენდრონატის უსაფრთხოების პროფილი 70მგ/კვირა, (n=519) და ალენდრონატის 10მგ/დღეში (n=370) მსგავსი იყო.
ანალოგიური დიზაინის ორი სამწლიანი კვლევის ფარგლებში, პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში (ალენდრონატი 10მგ: n=196, პლაცებო n=397) 10მგ/დღეში ალენდრონატის და პლაცებოს უსაფრთხოების საერთო პროფილი იყო მსგავსი.
გვერდითი ეფექტები, რომელიც განისაზღვრა მკვლევარებით როგორც შესაძლო, სავარაუდო ან პრეპარატის მიღებასთან ზუსტად დაკავშირებული, წარმოდგენილია ქვემოთ, თუ ისინი აღინიშნება ≥1%-ში ყოველ თერაპიულ ჯგუფში წლიური კვლევის დროს, ან პაციენტების ≥1%-ში, რომლებიც იღებენ ალენდრონატის 10მგ/დღეში, ან უფრო ხშირად ვიდრე პაციენტებში რომლებიც იღებენ პლაცებოს სამწლიან გამოკვლევაში:

წლიური კვლევები სამწლიანი კვლევები
ალენდრონატი 70მგ
(ნ=519)
%
ალენდრონატი 10მგ/დღეში (ნ=370)
%
ალენდრონატი 10მგ/დღეში (ნ=196)
%
პლაცებო
(ნ=397)
%
კუჭ-ნაწლავის
ტკივილი მუცელში 3.7 3.0 6.6 4.8
დისპეფსია 2.7 2.2 3.6 3.5
მჟავა შიგთავისის რეგურგიტაცია 1.9 2.4 3.6 4.0
გულისრევა 1.9 2.4 3.6 4.0
მუცლის შებერილობა 1.0 1.4 1.0 0.8
შეკრულობა 0.8 1.6 3.1 1.8
დიარეა 0.6 0.5 3.1 1.8
დისფაგია 0.4 0.5 1.0 0.0
მეტეორიზმი 0.4 1.6 2.6 0.5
გასტრიტი 0.2 1.1 0.5 1.3
კუჭის წყლული 0.0 0.0 1.5 0.0
საყლაპავის წყლული 0.0 0.0 1.5 0.0
ძვალ-კუნთოვანი
ძვალ-კუნთოვანი (ძვლის კუნთების ან სახსრების) ტკივილები 2.9 3.2 4.1 2.5
კუნთების კრუნჩხვები 0.2 1.1 0.0 1.0
ნევროლოგიური
თავის ტკივილები 0.4 0.3 2.6 1.5

კლინიკური და პოსტმარკეტინგული კვლევისას აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარება:
[ხშირი (≥1/100, <1/10), არახშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10.000), <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10,000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით)].
იმუნური სისტემის მხრივ:
იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციების და ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ენდოკრინული სისტემის მხრივ:
იშვიათი: სიმპტომური ჰიპოკალციემია, ხშირად ასოცირებული წინასწარგანწყობის მდგომარეობებთან (იხ. პარაგრაფი 4.4).
ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი.
მხედველობის ორგანოების მხრივ:
იშვიათი: უვეიტი, სკლერიტი, ეპისკლერიტი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირი: ტკივილი მუცელში, დისპეფსია, შეკრულობა, დიარეა, მეტეორიზმი, საყლაპავის წყლული*, დისფაგია*, მუცლის შებერილობა, მჟავა შიგთავსის ამოსვლა.
არახშირი: გულისრევა, ღებინება, გასტრიტის, ეზოფაგიტი, საყლაპავის ეროზია*, მელენა.
იშვიათი: საყლაპავის სტრიქტურა*, წყლულები პირის ღრუში და ყელში*, პერფორაცია, წყლულის წარმოქმნა და სისხლდენა კნტ-ს ზემო ნაწილიდან (იხ.პარაგრაფი 4.4).
*იხ.პარაგრაფები 4.2 და 4.4
კანის და კანქვეშა სტრუქტურების მხრივ:
არახშირი: გამონაყარი, ქავილი, სიწითლე.
იშვიათი: გამონაყარი და ფოტომგრძნობელობა.
ძალიან იშვიათი და ცალკეული შემთხვევები: კანის მძიმე რეაქციების ცალკეული შემთხვევები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზის ჩათვლით.
კუნთების, ძვლების და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ:
ხშირი: ძვალ-კუნთოვანი ტკივილები (ძვლები, კუნთები ან სახსრები).
იშვიათი: ყბების ოსტეონეკროლიზი აღწერილი იყო პაციენტებში, რომლებიც იტარებდნენ ბისფოსფონატებით მკურნალობას. უმრავლესობა მიეკუთვნებოდა ონკოლოგიურ პაციენტებს, აგრეთვე მსგავსი მოვლენები აღინიშნება ოსტეოპოროზის მქონე პაციენტებში. ყველაზე ხშირად ყბების ოსტეონეკროლიზი ასოცირდებოდა კბილის ექსტრაქციის პროცედურასთან ან/და ლოკალურ ინფექციასთან (ოსტეომიელიტის ჩათვლით). რისკის ფაქტორებს აგრეთვე მიეკუთვნებოდა: ონკოლოგიური დაავადებები, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, კორტიკოსტეროიდების მიღება, პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა; გამოხატული ძვალ-კუნთოვანი ტკივილი (ძვლები, სახსრები და კუნთები) (იხ. 4.4 “განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას”).
ალენდრონატის ხანგრძლივი გამოყენების ფონზე შესაძლებელია ბარძაყის ძვლის დიაფიზის პაროქსიმალური ნაწილის ატიპიური სტრესული მოტეხილობების განვითარება.
ზოგადი დარღვევები და მიღების ან შეყვანის გართულებები:
იშვიათი: დროებითი სიმპტომები (მიალგია, სისუსტე, იშვიათად ცხელება), განსაკუთრებით ხშირად მკურნალობის დასაწყისში.
პოსტმარკეტინგული გამოკვლევების დროს აღწერილი იქნა შემდეგი რეაციები (განვითარების სიხშირე უცნობია):
ნერვული სისტემის დარღვევები:
– თავბრუსხვევა, ყურის და ლაბირინთული დაავადებები;
– ვერტიგო;
– სახსრების შეშუპება;
– ასთენია;
– ხელების და ფეხების შეშუპება;
– ალოპეცია
ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები
კლინიკური კვლევებისას პაციენტების 18 და 10%-ში, რომლებიც იღებდნენ ალენდრონატს 10მგ/დღეში და პაციენტების თითქმის 12 და 3%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს აღინიშნა შრატის კალციმის და ფოსფატის უსიმპტომო დაქვეითება. კალციუმის დონის დაქვეითების სიხშირე <8.0მგ/დლ (2.0მმოლ/ლ) და ფოსფატის 2მგ/დლ (0.65მმოლ/ლ) მსგავსი იყო ორივე თერაპიულ ჯგუფში.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის პერორალრი ფორმების ჭარბი დოზირებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი მოვლენები: ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, სმტ-ის ზემო ნაწილის პათოლოგიები (კუჭის მხრივ დარღვევები, გულძმარვა, ეზოფაგიტი, გასტრიტი ან წყლული).
სპეციალური ინფორმაცია ალენდრონატის ჭარბი დოზირების სამკურნალოდ არ არსებობს. ჭარბი დოზირებისას, პრეპარატის შესაბოჭად საჭიროა რძის დალევა ან ანტაციდების მიღება. საყლაპავის ლორწოვანზე ალენდრონატის გამაღიზიანებელი მოქმედების გამო, ღებინების  გამოწვევა არ შეიძლება; პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში (იდგეს ან იჯდეს).

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
პრეპარატის აქტიური სუპსტანცია ალენდრონატი წარმოადგენს ბისფოსფონატს, რომელიც აინჰიბირებს ძვლის რეზოსბციას ოსტეოკლასტებით და არ მოქმედებს ძვლის წარმოქმნის პროცესებზე. პრეკლინიკური გამოკვლევები მიუთითებს  ალენდრონატის უპირატეს მოქმედებაზე ძვლის ნაწილში, სადაც ხდება ქტიური რეზორბცია. ოსტეოკლასტების აქტივობა პრეპარატის მოქმედებით მცირდება, ოსტეოკლასტების მიგრაციის პროცესების რეზორბციის ადგილისკენ არ ირღვევა. ძვალი ალენდრონატის მოქმედებით წარმოქმნილი, ხასიათდება ჩვეული სტრუქტურით და თვისებებით.
ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზაში
ოსტეოპოროზი განისაზღვრება როგორც მალების და ბარძაყის ძვლის სიმკვრივის დაქვეითება 2,5 CO-ით დაბლა ჯანმრთელი, ახალგაზრდა პოპულაციის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, ან ძვლების არსებული მოტეხილობისას, მისი სიმყიფის გამო, ძვლის სიმკვრივის მაჩვენებლისგან დამოუკიდებლად.
პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფი, ოსტეოპოროზის მქონე ქალების წლიური მულტიცენტრული კვლევის შედეგად ნაჩვენები იყო პრეპარატ ალენდრონის მჟავას თერაპიული აქტივობა 70მგ რეჟიმით 1-ჯერ კვირაში (n=519) და ალენდრონის მჟავას 10მგ ყოველდღიურად (n=370). წელის მალების ძვლის სიმკვრივის საშუალო ზრდა საბოლოო დონესთან შედარებით, თერაპიის ერთი წლის შემდეგ შეაგენდა 5.1%-ს (95%CI: 4,8, 5,4%) 70მგ რეჟიმის ჯგუფში და 5.4%-ს (95%CI: 5.0, 5.8%) 10მგ ყოველდღიური რეჟიმის ჯგუფში. ჯგუფებში, კვირაში 70მგ და ყოველდღიურად 10მგ რეჟიმით, ბარძაყის ძვლის თავის სიმკვრივის ზრდა შეადგენდა 2.3 და 2.9%-ს, მთელი ბარძაყის ძვლის – 2.9 და 3.1%-ს. ჩონჩხის სხვა ნაწილებში ძვლის სიმკვრივის ზრდის ხარისხი აგრეთვე პრაქტიკულად ერთნაირი იყო ორივე თერაპიულ ჯგუფში. ალენდრონატის ეფექტი ძვლის მასაზე და მოტეხილობების სიხშირეზე პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში შეფასდა ორ, დიზაინით იდენტურ ეფექტურობის კვლევაში (n=994). აგრეთვე მოტეხილობების ინტერვენციურ კვლევაში (FIT: ნ=6459).
ზემოთ მითითებული ეფექტურობის კვლევის ფარგლებში ალენდრონატის 10მგ/დღეში 3 წლიანი მკურნალობის ფონზე პლაცებოსთან შედარებით აღინიშნა მალების, ბარძაყის ძვლის ყელის და ტაბუხის ფოსოს სიმკვრივის ზრდა საშუალოდ 8.8 5,9 და 7.8%-ით. ამას გარდა, აღინიშნა ძვლის სიმკვირივის მომატება ჩონჩხის ყველა ნაწილში. პაციენტების ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ალენდრონატს, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით აღინიშნა პაციენტების მალების ერთი ან მეტი  მოტეხილობით, წილის 48%-იანი დაქვეითება (ალენდრონატი 3.2%, პლაცებო – 6.2%-ის წინააღმდეგ). კვლევიდან 2 წლის შემდეგ გაზომვისას აღმოჩნდა, რომ ამ ვადაში გრძელდებოდა მალების და ბარძაყის ციბრუტის სიმკვრივის მომატება ყელის, აგრეთვე ჩონჩხის სხვა ნაწილების სიმკვრივე არ იცვლებოდა.
FIT შეადგენდა 2 პლაცებოს: კონტროლირებულ კვლევებს, რომელთა ფარგლებშიც პაციენტები ყოველდღე იღებდნენ ალენდრონატს (5მგ/დღეში, 2 წლის განმავლობაში და 10მგ/დღეში 1 ან 2 წლის განმავლობაში).
– FIT1: 2027 პაციენტის სამწლიანი კვლევით, რომლებსაც აღენიშნებოდათ ერთი მალის კომპრესია მაინც. მოცემულ კვლევაში ალენდრონატის ყოველდღIური მიღება იწვევდა მალების ახალი მოტეხილობების სიხშირის დაქვეითებას 47%-ით (ალენდრონატი 7.9%, პლაცებო 15.0%). ამას გარდა, აღინიშნა ბარძაყის ძვლის მოტეხილობების მნიშვნელოვანი შემცირება (1.1% 2,2%-ის წინააღმდეგ, რედუქცია 51%).
– FIT2: 4432 პაციენტის ოთხწლიანი კვლევით, რომლებსაც აღენიშნებოდათ ძვლის დაბალი სიმკვრივე, მაგრამ არ ქონდათ მალების მოტეხილობები. მოცემული კვლევის ფარგლებში აღინიშნა მნიშვნელოვანი განსხვავება ოსტეოპოროზის მქონე ქალების ქვეჯგუფებში (37% მთელი პოპულაციისა, რომელიც შეესაბამება ოსტეპოროზის ზემოაღნიშნულ განსაზღვრებაშ) ბარძაყის მოტეხილობების სიხშირეში (ალენდრონატი 1.0% პლაცებო 2.2%, რედუქცია 56%) და 1 მალის მოტეხილობების სიხშირეში (2.9 5.8%A-ის წინააღმდეგ, რედუქცია 50%).

ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები
შეწოვა:
საშუალო ბიოშეღწევადობა პერორალური 5-70მგ ალენდრონატის მიღებისას ქალებში ღამის შიმშილის პერიოდის შემდეგ და საუზმემდე 2 საათით ადრე შეადგენს 0.64%-ს თუ პრეპარატი გამოიყენება საუზმემდე 1 ან ნახევარი საათით ადრე, მისი ბიოშეღწევადობა ქვეითდება 0.46 და 0.39%-მდე.
ოსტეოპოროზის გამოკვლევებში ალენდრონატი აღმოჩნდა ეფექტური მინიმუმ 30 წუთით ადრე დანიშვნისას საუზმემდე ან სასმელის მიღებამდე.
ალენდრონატის გამოყენებისას საკვებთან ერძთად ან ჭამის შემდეგ 2 საათის განმავლბოაში ბიოშეღწევადობა იყო უმნიშვნელოდ მცირე.
ალენდრონატის ყავასთან ან ფორთოხლის წვენთან ერთად მიღებისას ბიოშეღწევადობა ქვეითდებოდა პრაქტიკულად 60%-ით.
ჯანმრთელ მოხალისეებში პრედნიზონის პერორალური მიღება (20მგ 3-ჯერ დღეში 5 დღის განმავლობაში) არ იწვევდა ალენდრონატის ბიოშეღწევადობის მნიშვნელოვან ცვლილებას (საშუალო ზრდა ვარირებდა 20-დან 40%-მდე).
განაწილება:
ალენდრონატის მიღების შემდეგ პრეპარატი დროებით ნაწილდება რბილ ქსოვილებში, რის შემდეგაც სწრაფად გადადის ძვლებში ან გამოიყოფა თირკმელებით. ადამიანებში, განაწილების საშუალო მოცულობა, ძვლების გამოკლებით, შეადგენს 28 ლიტრს.  პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია თერაპიული დოზის მიღების შემდეგ იმდენად მცირეა, რომ იმყოფება ანალიზატორების მგრძნობელობის ზღვარს ქვემოთ (5ნგ/მლ-ზე ნაკლები).
პრეპარატის ცილებთან კავშირი შეადგენს დაახლოებით 78%-ს.
მეტაბოლიზმი:
მონაცემები იმაზე, რომ ალენდრონატი მეტაბოლიზდება ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში, არ არსებობს.
გამოყოფა:
ალენდრონატის დოზის [14C] ერთჯერადი ინტრავენური მიღების შემდეგ, დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით 72 საათის განმავლობაში. განავალში აქტიური ნივთიერება აღმოჩენილი არ არის. 10მგ ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ალენდრონატის თირკმლის კლირენსი შეადგენდა 71მლ/წთ-ს, სისტემური კლირენსი არ აჭარბებდა 200მლ/წთ-ს. პრეპარატის პლაზმური კონცენტრაცია ქვეითდებოდა 95%-ზე მეტად პირველი 6 საათის განმავლობაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ. ადამიანში ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი ფასდებოდა 10 წელზე დიდი ხნის განმავლობაში, რაც ასახავდა პრეპარატის ჩონჩხის ძვლებიდან გამოთავისუფლების სისწრაფეს. ალენდრონატი არ გამოიყოფა ორგანიზმიდან დაჟანგვით ან თირკმლის ძირითადი სატრანსპორტო სისტემებით და ამიტომ არ უნდა ახდენდეს ავლენას სხვა მედიკამენტების გამოყოფაზე ადამიანიდან ამ სისტემების საშუალებით.
პაციენტის ორგანიზმში მყოფი პრეპარატის თვისებები:
აბსორბირებული პრეპარატის ნაწილი, რომელიც არ გადავიდა ძვლებში სწრაფად გამოიყოფა შარდით. ალენდრონატის ხანგრძლივი დანიშვნის შემდეგ ცხოველებში კუმულაციური ინტრავენური დოზებისას 35მგ/კგ-მდე არ აღინიშნა ძვლოვანი ქსოვილის პრეპარატით გაჯერების ნიშნები. თუმცა არ არსებობს სარწმუნო კლინიკური ინფორმაცია, სავარაუდოა, რომ ცხოველებში ალენდრონატის თირკმელებით გამოყოფა ქვეითდება თირკმლის ფუნქციის დარღვევისას. ამიტომ ამგვარ პაციენტებში შესაძლებელია ალენდრონატის უფრო გამოხატული აკუმულაცია ძვლის ქსოვილში. იხ.პარაგრაფი 4.2

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
თანამედროვე პრეკლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევების მონაცემებით უსაფრთხოების, გენოტოქსიკურობის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, კანცეროგენობის, რეპროდუქციული ტოქსიკურობის, ადამიანისთვის პრეპარატის მიღების საფრთხე არ გამოვლინდა.  ვირთაგვებზე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მაკე ვირთაგვების ალენდრონატით მკურნალობა იწვევდა სამშობიარო მოქმედების დისკორდინაციას, რაც დაკავშირებულია ჰიპოკალციემიასთან.
ვირთაგვებში პრეპარატის მაღალი დოზებით შეყვანისას აღინიშნა ნაყოფის არასრული ოსიფიკაციის შემთხვევები.
ორსულ ქალებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების მონაცემები არ არსებობს.

შეუთავსებლობა
მონაცემები არ არის.

ვარგისობის  ვადა
5 წელი.
არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება +15-30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: GEDEON RICHTER Plc, უნგრეთი

გამოშვების ფორმა: 70მ გტაბლეტი №4

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

გაფრთხილება