ოქტენისეპტი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ოქტენიდინი, ფენოქსიეთანოლი/ octenidine, phenoxyethanol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ფარმაკოლოგიური თვისებები
მიკრობიოლოგიური ეფექტურობა
ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის ფართო და ბალანსირებული მიკრობიოლოგიური ეფექტურობა გამოცდილი და დადასტურებულია როგორც ლაბორატორიული გამოკვლევებით, აგრეთვე კლინიკური ცდებით.

პრეპარატის თვისებები
– ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის გამოყენება შეუძლიათ ორსულ და მეძუძურ ქალებს.
– პრეპარატის გამოყენება შეიძლება ხელოვნური განაყოფიერებისას.
– პრეპარატს არ გააჩნია სისტემური გვერდითი ეფექტები.
– პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით და არ გააჩნია მასენსიტიზებელი მოქმედება.
– პრეპარატი არის უფერო, ამდენად არ შეიცავს საღებარ ნივთიერებას.
ჩვენებები
ანტისეპტიკური ვაგინალური ხსნარი განკუთვნილია სხვადასხვა ბაქტერიებით, სოკოებითა და საფუარებით, პროტოზოებითა და ვირუსებით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების დამხმარე მკურნალობისათვის.
ინფექციები:
– ბაქტერიული ვაგინიტი
– ბაქტერიული კოლპიტი
– ბაქტერიული ფლუორვაგინალისი
– შერეული ბაქტერიული ინფექციები
– ვულვოვაგინალური კანდიდოზი
– ტრიქომონული ვაგინიტი
– სასქესო ორგანოების ჰერპესი
– ვაგინალური და ტრანსვაგინალური გამოკვლევის ჩატარებამდე IUP-ის ჩადგმამდე
– ვაგინალური, უროლოგიური და პროქტოლოგიური პროცედურების ჩატარებამდე
მიკრობიოლოგიური ეფექტურობა
ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარის ფართო და ბალანსირებული მიკრობიოლოგიური ეფექტურობა გამოცდილი და დადასტურებულია როგორც ლაბორატორიული გამოკვლევებით, აგრეთვე კლინიკური ცდებით.
ოქტენისეპტის ვაგინალური ხსნარი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ:
– ბაქტერიები
– სოკოები
– ტრიქომონოზური ვაგინიტი
– სასქესო ორგანოების ჰერპესი
უკუჩვენება
პრეპარატი არ გამოიყენება რომელიმე ინგრედიენტის მიმართ დადასტურებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვადები
ყველა პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 50მლ ვაგინალური ხსნარი აპლიკატორით ფლაკონში #1
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Schülke & Mayr, გერმანია

გაფრთხილება