პანადოლ ექსტრა

  პანადოლ ექსტრა

პანადოლ ექსტრას ზოგადი ინფორმაცია

პანადოლ ექსტრა. PANADOL EXTRA. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – პარაცეტამოლი. Paracetamol. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N02BE71. მწარმოებელი ფირმა – გლაქსოსმიტკლაინ კონსიუმერ ჰელსქერ (ირლანდია).

პანადოლ ექსტრას შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

პანადოლ ექსტრა. PANADOL EXTRA გამოდის 500მგ+65მგ ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500მგ პარაცეტამოლს, 65მგ კოფეინს. დამხმარე ნივთიერებებია: სახამებელი პრჟელატინიზირებული, სიმინდის სახამებელი, პოლივიდონ, კალიუმის სორბატი, ტალკი,სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, წყალი, ჰიდროქსიპროპილმეტილცელულოზა, ტრიაცეტინი.

პანადოლ ექსტრას ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

პანადოლ ექსტრას ფასები ფარმადეპოში
პანადოლ ექსტრას ფასები ავერსში
პანადოლ ექსტრას ფასები psp-ში
პანადოლ ექსტრას ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც პანადოლ ექსტრა, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია პანადოლ ექსტრას ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

პანადოლ ექსტრას აქტიური ნივთიერება

პარაცეტამოლი. Paracetamol. ქიმიური დასახელება – N-(4-ჰიდროქსიფენილ)აცეტამიდი. ბრუტო–ფორმულა: C8H9NO2. პარაცეტამოლს მიაკუთვნებენ ანილიდების ჯგუფს. CAS-კოდი:103-90-2.

პანადოლ ექსტრას სინონიმები

პაკოლი (PACOL, AVERSI, საქართველო),  გრიპ ჰოთი (Grip Hot, Asfarma, თურქეთი), გრიპ ჰოთი ტაბლეტები (Grip Hot, Asfarma, თურქეთი).

პანადოლ ექსტრას  მოქმედ ნივთიერებას შეიცავენ

ტაიქოლდი (TAICOLD, GMP, საქართველო; Paracetamol / Chlorpheniramine maleate / Phenylephrine hydrochloride/ Ascorbic acid / Caffeine), ტაიქოლდი (TAICOLD, GMP, საქართველო; Paracetamol / Clorpheniramine maleate / Ascorbic acid), აქტინაკი პლუსი (ACTINAC PLUS, Ajanta Pharma, ინდოეთი; paracetamol, aceclofenac), აპდილ ტოტალი (Apdyl Total, Ajanta Pharma, ინდოეთი; paracetamol, caffeine, chlorpheniramine maleate), ანბერი (ANBER, AVERSI, საქართველო; paracetamol, dicycloverine), ნო-შპალგინი (NO-SPALGIN, Sanofi Aventis, უნგრეთი; paracetamol, drotaverine, codeine), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვეიცარია; paracetamol, pheniramine, phenylephrine), ტერაფლუ  ექსტრა (THERAFLU EXTRA, საფრანგეთი, paracetamol, pheniramine, phenylephrine), კოლდრექს მაქს გრიპი (COLDREX MAX GRIP, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; paracetamol, phenylephrine, ascorbic acid), კოლდრექს ჯუნიორი ჰოთდრინქი (COLDREX JUNIOR HOT DRINK, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; paracetamol, phenylephrine, ascorbic acid), კოლდრექს ჰოტრემი ლიმნის არომატით (COLDREX HOTREM LEMON FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; paracetamol, phenylephrine, ascorbic acid), კოლდრექს ჰოტრემი შავი მოცხარის არომატით (COLDREX HOTREM BLACK CURRANT FLAVOUR, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ესპანეთი; paracetamol, phenylephrine, ascorbic acid), კოლდრექსი (COLDREX, GlaxoSmithKline Consumer Healthcare, ირლანდია; paracetamol, phenylephrine, ascorbic acid), ტერაფლუ (THERAFLU, NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., კანადა; paracetamol, phenylephrine, ascorbic acid), ეფექტი ფლუ (Ephact Flu, AVERSI, საქართველო; paracetamol, phenylephrine, chlorphenamine).

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ტკივილი თავის
  • შაკიკი
  • ტკივილი კბილის
  • ტკივილი წელის
  • ტკივილი კუნთთა
  • ტკივილი მენსტრუალური
  • ტკივილი ყელის
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა გაცივების დროს
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა გრიპის დროს

პანადოლ ექსტრას საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედება. «პანადოლი ექსტრა» შეიცავს ორი აქტიური ინგრედიენტის კომბინაციას: პარაცეტამოლი, რომელიც ახდენს ტკივილგამაყუჩებელ და სიცხისდამცევ ეფექტს, და კოფეინი, რომელიც ამცირებს ძილიანობას და დაღლილობის შეგრძნებას, ახდენს ზეგავლენას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ახშირებს გულისკუმშვადობას, იწვევს არტერიული წნევის მატებას ჰიპოტონიის დროს. ჩვენებები «პანადოლი ექსტრა» გამოიყენება თავის ტკივილის შესამსუბუქებლად, შაკიკის, კბილის ტკივილის, წელის, კუნთთა, მენსტრუალური და ყელის ტკივილის დროს. «პანადოლი ექსტრა» ასევე გამოიყენება გაციებისა და გრიპის დროს , როგორც სიმპტომატური თერაპიის საშუალება, სხეულის ტემპერატურეს შესამცირებლად. მიღების წესები და დოზები ტაბლეტები «პანადოლი ექსტრა» მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღე-ღამეში, თუ აუცილებელია. მიღებებს შორის ინტერვალი არაუმცირეს 4 საათისა. მაქსიმალური ერთჯერადი დოზა – 2ტაბლეტი, მაქსიმალური სადღერამისო დოზა – 8 ტაბლეტი. პრეპარატის გამოყენება ექიმის დანიშნულებისა და ზედამხედველობის გარეშე არ არის რეკომენდებული 5 დღეზე მეტი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება და 3 დღეზე მეტი როგორც სიცხისდამწევი საშუალება. პრეპარატის სადღეღამისო დოზის ან მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, აუცლებლად მიმართეთ ექიმს. თუ გადააჭარბებთ მითითებულ დოზას. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნორმალური თვითშეგრძნების შემთხვევაშიც.. გვერდითი მოვლენები რეკომენდებულ დოზებში პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს. იშვიათად შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქცია (კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრისციება, კვინკეს შეშუპება). იშვიათად ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, მეტჰემოგლობინემია, აგრანულოციტოზი, ასევე ძილის დარღვევა, ტაქიკარდია. ხანგრძლივი მიღებისას ,რეკომენდებული დოზის გადაჭარბებით, შეიძლება აღინიშნოს ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება და აუცილებელია სისხლის სურათის კონტროლი. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას აცნობეთ ექიმს. უკუჩვენება – მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალ კომპონენტების მიმართ – ღვიძლისა და თირკმლის გამოხატული დისფუნქცია – გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას გენეტიკური უკმარისობა – სისხლის დაავადება – მნიშვნელოვანი არტერიული ჰიპერტენზია, გამოხატული ათეროსკლეროზით – ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი – სიფრთხილით გამოიყენება ჟილბერის სინდრომის დროს – გლაუკომა, ძილის დარღვევა – 14 წლამდე ბავშვები განსაკუთრებული მითითებები პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ჩაისა და ყავის მიღება, აგზნების, ძილის დარღვევის, ტაქიკარდიის და გულის არითმიის თავიდან აცილების მიზნით. ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პარაცეტამოლის მიღება ალკოჰოლურ სასმელთან ერთად არ არის რეკომენდებული, ასევე იმ პირებისათვის ვინც მიდრეკილია ალკოჰოლის ქრონიკული გამოყენებისაკენ. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება პრეპარატი ხანგრძლივი, რეგულარული მიღებისას, აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტის( ვარფარინი და სხვა კუმარინები) მოქმედებას, რაც ზრდის სისხლდენის რისკს. ღვიძლის მიკროსომალური ჟანგვის ინდუქტორები (ბარბიტურატები,ფენიტოინი,ეთანოლი, რიფამპიცინი, ფენილბუტაზონი, სამციკლიანი ანტიდეპრესანტები) ზრდის ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს დოზის გადაჭარბებისას. მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინ) ამცირებს ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს. პარაცეტამოლის ზეგავლენით ქლორამფენიკოლის გამოყოფის დრო იზრდება 5-ჯერ. კოფეინი აჩქარებს ერგოტამინის შეწოვას. პარაცეტამოლის და ალკოჰოლური სასმელის ერთდროული მიღება ზრდის ჰეპატოტოქსიურ ეფექტის და პანკრეტიტის განვითარების რისკს. მეტოკლოპრამიდი და დომპერიდოლი ზრდის, ხოლო ქოლესტირამინი აქვეითებს პარაცეტამოლის შეწოვის სიჩქარეს. პრეპარატს შეუძლია ურიკოზურიული პრეპარატების ეფექტურობის შემცირება. შენახვის პირობები და ვადები 4 წელი ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ. არაუმეტეს 25 oC. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას აფთიაქში გაცემის წესი ექიმის რეცეპტის გარეშე