სილტეგრა 100

  სილტეგრა 100

სილტეგრა 100–ის ზოგადი ინფორმაცია

სილტეგრა 100. Siltegra 100. მამაკაცის სასქესო ფუნქციის მაკორეგირებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – სილდენაფილის ციტრატი. Sildenafil citrate. მწარმოებელი ფირმა – SR MEDICARE PVT.LTD (ინდოეთი).

სილტეგრა 100–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

სილტეგრა 100. Siltegra 100 გამოდის 100მგ გარსით დაფარული ტაბლეტის ფორმით. თითოეული ტაბლეტი შეიცავს სილდენაფილის ციტრატს, სილდენაფილის 100 მგ ექვივალენტის დოზით.

სილტეგრა 100–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

სილტეგრა 100–ის ფასები ფარმადეპოში
სილტეგრა 100–ის ფასები ავერსში
სილტეგრა 100–ის ფასები psp-ში
სილტეგრა 100–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც სილტეგრა 100, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია სილტეგრა 100–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

სილტეგრა 100–ის აქტიური ნივთიერება

სილდენაფილის ციტრატი. Sildenafil citrate. ქიმიური დასახელება – 1-[[3-(6,7-დიჰიდრო-1-მეთილ-7-ოქსო -3-პროპილ-1Н-პირაზოლო [4,3-ალფა]პირიმიდინ-5-ილ)-4-ეთოქსიფენილ] სულფონილ]პიპერაზინის ციტრატი. სილდენაფილის ციტრატს მიაკუთვნებენ პოტენციის რეგულატორების ჯგუფს.

სილტეგრა 100–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ერექციის დისფუნქცია

სილტეგრა 100–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
SILTEGRA 100 სწრაფად შეიწოვება. პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია მისი უზმოზე მიღების შემდეგ პიკს აღწევს 30 – 120 წუთის განმავლობაში (საშუალოდ 60 წ-ში). აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა მიღებისას საშუალოდ შეადგენს 41% (25-63%).
ფარმაკოკინეტიკა
SILTEGRA 100 წარმოადგენს ერექციის დარღვევის სამკურნალო პერორალურ პრეპარატს. იგი აღადგენს დარღვეულ ერექციულ ფუნქციას და უზრუნველყოფს ბუნებრივ პასუხს სექსუალურ აღგზნებაზე. სასქესო ორგანოს ერექციის ფიზიოლოგიური მექანიზმი გულისხმობს კავერნოზულ სხეულში აზოტის ჟანგის (NO) გამოთავისუფლებას სექსუალური სტიმულაციისას. აზოტის ჟანგი ააქტიურებს ფერმენტს გუანილატციკლაზას, რაც იწვევს ციკლური გუანოზინმონოფოსფატის დონის ზრდას (ცგმფ). კავერნოზული სხეულის გლუვი კუნთის მოდუნებას და სასქესო ორგანოში სისხლდენის გაძლიერებას.
ჩვენებები
SILTEGRA 100 გამოიყენება ერექციის დარღვევების სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები
SILTEGRA 100 ტაბლეტი განკუთვნილია ორალური მიღებისათვის. რეკომენდირებული დოზა 50 მგ მიიღება საჭიროების შემთხვევაში ერთი საათით ადრე გეგმიურ სექსუალურ აქტივობამდე. ეფექტურობისა და გადამტანუნარიანობის გათვალისწინებით დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-მდე ან შემცირებული იქნას 25 მგ – მდე. მაქსიმალური მიღების რეკომენდირებული სიხშირე შეადგენს ერთ მიღებას დღეში.
უკუჩვენება
SILTEGRA 100 აკრძალულია ავადმყოფებისათვის, რომლებსაც ახასიათებთ ჰიპემგრძნობელობა ტაბლეტის ნებისმისერი კომპონენტის მიმართ.
აზოტის ჟანგის/ცგმფ ცვლაზე ცნობილი ეფექტის წყალობით SILTEGRA 100 აძლერებს ნიტრატების ჰიპოტენზურ მოქმედებას, ამიტომაც მისი გამოყენება აკრძალულია ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ აზოტის ჟანგის დონატორებს ან ნიტრატებს ნებისმიერი ფორმით.
განსაკუთრებული მითითებები
ერექციის დარღვევების, მათი შესაძლო მიზეზების დიაგნოსტიკისათვის, ადექვატური მკურნალობისათვის საჭიროა სრული სამედიცინო ანამნეზის შეგროვების და ფიზიკალური გამოკვლევბის ჩატარება.
სექსუალური აქტივობა შეიცავს გარკვეულ რისკს გულის დაავადებების არსებობისას. ამასთან დაკავშირებით ერექციის დარღვევების სამკურნალო ნებისმიერი თერაპიის დაწყების წინ ექიმმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალოს გულსისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევის აუცილებლობა.
პრეპარატები, განკუთვნილი ერექციის დარღვევების სამკურნალოდ, აუცილებელია გამოყენებულ იქნას სიფრთხილით იმ ავადმყოფებში, რომელთაც ახასიათებთ სასქესო ორგანოს დეფორმაცია. პრეპარატები, განკუთვნილი ერექციის დარღვევების სამკურნალოდ არ უნდა დაენიშნოთ იმ მამაკაცებს, რომლებისთვისაც სექსუალური აქტივობა არ არის სასურველი.
შენახვის პირობები და ვადები
3 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით)