სტოპექსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): loperamide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორული ფუნქციის მარეგულირებელი, ნაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავს აცეტილქოლინის და პროსტაგლანდინების გამონთავისუფლებას. შედეგად მცირდება ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსი და მოტორიკა, მცირდება პერისტალტიკა და იზრდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დრო.
სტოპექსის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი.

ჩვენებები
– სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა
– ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით

მიღების წესები და დოზები
საწყისი დოზაა 4 მგ (2 კაფსულა)
შემდეგში – თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა)
ინიშნება 6 წლის ზევით

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით უნდა იმყოფებოდნენ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად დაფიქსირდეს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები.
მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია დიეტის დაცვა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.
მკურნალობის პროცესში საჭიროა თავის შეკავება ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური ქმედებებისგან, რომლებიც ყურადღე-ბის კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.

გამოშვების ფორმა: – 2მგ კაფსულა #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ჯი-ემ-პი, საქართველო

გაფრთხილება