ფერმენტინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პანკრეატინი/pancreatine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები

შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტი
1 ტაბლეტი ფერმენტინი შეიცავს 250მგ პანკრეატინს მინიმალური ენზიმური აქტივობით:
ლიპაზა – 2 000 ერთ. ამერ. ფარმ.
ამილაზა – 25 000 ერთ. ამერ. ფარმ.
პროტეაზა – 25 000 ერთ. ამერ. ფარმ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერმენტინი მაღალი კონცენტრაციით შეიცავს საჭმლისმომნელებელ, კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტებს. იგი ხელს უწყობს ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების მონელების პროცესს, რაც იწვევს წვრილი ნაწლავიდან მათ მთლიან შეწოვას. კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადების დროს ფერმენტინი ხელს უწყობს ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის კომპენსაციას და უზრუნველყოფს საჭმლის მონელების პროცესის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფერმენტინს გააჩნია დამცავი გარსი, რომელიც წვრილ ნაწლავში მოხვედრამდე არ იხსნება, რითაც იცავს მასში შემავალ ფერნმენტებს კუჭის წვენის ზემოქმედებისაგან.

მიღების წესები და დოზები
დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად საჭმლის მონელების დარღვევის დონის მიხედვით. მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი ჭამის წინ, დაუღეჭავად და წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში დამატებით 1-4 ტაბლეტი მიიღება ჭამის დროს.
ბავშვებში პანკრეატინი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ფერმენტინის მიღების ხანგრძლივობა შეიძლება მერყეობდეს რამოდენიმე დღიდან (საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას არასწორი დიეტის შედეგად) რამოდენიმე თვემდე ან წლამდე (საჭიროების შემთხვევაში).

გამოყენების რეკომენდაცია
– კუჭის ავსების შეგრძნება ან მეტეორიზმი, რომელიც გამოწვეულია ცხიმიანი ან ზედმეტი საკვების მიღებით;
– საჭმლისმონელების პროცესის დარღვევა, რაც დაკავშირებულია საღეჭი ფუნქციის მოშლასთან, აგრეთვე პაციენტის ხანგრძლივ იმობილიზაციასთან;
– ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის გარესეკრეტული უკმარისობის დროს.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები. ხანგრძლივად დიდი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერურიკოზურიის განვითარება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება.

უკუჩვენება
ფერმენტინში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება.

განსაკუთრებული მითითებები
პანკრეატინის უსაფრთხოება ორსულობის დროს საკმარისად შესწავლილი არ არის. გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
პანკრეატინისა და რკინის პრეპარატების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რკინის პრეპარატების შეწოვის დაქვეითება. ერთდროულმა გამოყენებამ ანტაციდურ საშუალებებთან, რომლებიც შეიცავს კალციუმის კარბონატს და/ან მაგნიუმის ჰიდროქსიდს, შეიძლება გამოიწვიოს პანკრეატინის ეფექტურობის შემცირება.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა: 250 მგ ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Contract Pharmaceutical Corporation,  აშშ

გაფრთხილება