ფლიქსონაზი

ფლიქსონაზი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფლუტიკაზონის პროპიონატი/fluticasone propionate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდული საშუალებები
წყლიანი ნაზალური სპრეი
ფლუტიკაზონის პროპიონატი
რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა:
ფლიქსოზანის წყლიანი ნაზალური სპრეი (0.05%) წარმოადგენს წვრილმარცვლოვანი
ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიან სუსპენზიას, რომელიც გამოიყენება ნაზალურ  ლორწოვან გარსზე ადგილობრივი გამოყენებისთვის, დოზირებული, სპრეის გამფრქვევი მმტუმბოს საშუალებით. ნაზალური ადაპტორით მოწოდებული აეროზლის ყოველი 100მგ შეიცავს ფლუტიკაზონის პროპრიონატის 50 მიკროგრამს.

სამკურნალწამლო ფორმა
ნაზალური სპრეი, სუსპენზია.

კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ფლურტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეი ნაჩვენებია სეზონური
ალერგიული რინიტის მათ შორის, თივის ცხელების და გახანგრძლივებული რჰინიტის მკურნალობის და პროფილაქტიკისთვის. პაციენტებში ალერგიული რინიტით
ფლურტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეი ასევე ნაჩვენებია სინუსების  ტკივილთან და წნევასთან ასოცირებული მდგომარეობებუს სამკურნალოდ.
ფლურტიკაზონის პროპიონატს აქვს პოტენციური ანთების საწინააღმდეგო აქტივობა, მაგრამ ცხვირის ლორწოვანზე ადგილობრივი გამოყენების დროს მას არ ახასიათებს სისტემური მოქმედება.

დოზირება და მიღების გზები:
სრული თერაპიული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია რეგულარული გამოყენება.
დაუყოვნებელი ეფექტის არარსებობისას, პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იმის შესახებ, რომ შესაძლებელია მაქსიმალური ეფექტი არ იქნას მიღწეული მკურნალობის დაწყებიდან 3-4 დღის გასვლამდე. ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეის გამოყენება შესაძლებელია  მხოლოდ ინტრანაზალური გზით.
სეზონური ალერგიული რინიტის და პერენიალური რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზევით:
თითოეულ ნესტოში ორი შესხურება ერთხელ დღეში, უმჯობესია დილით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს თითოეულ ნესტოში ორი შესხურება ორჯერ  დღეში. მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს თითოეულ ნესტოში ოთხ შესხურებას.
ბავშვებში 4-დან 11 წლამდე:
თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება ერთხელ დღეში, უმჯობესია დილით. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს თითოეულ ნესტოში ერთი შესხურება ორჯერ დღეში. მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს თითოეულ ნესტოში ორ შესხურებას.
ხანდაზმულები:
გამოიყენება მოზრდილებისათვის შესაფერისი დოზირება.

უკუჩვენებები:
ფლურტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აქვს ჰიპერმგრძნობელობა ნებისმიერი შემადგენელი ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები:
ადგილობრივი ინფექცია: ნაზალური გზების ინფექციების მკურნალობა უნდა მოხდეს შესაბამისად, მაგრამ არ წარმოადგენს ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეის უკუჩვენებას.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, როდესაც პაციენტის სისტემური სტეროიდებიდან ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიან ნაზალურ სპრეიზე გადაყვანისას არსებობს ეჭვი თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გაუარესებაზე.
აღწერილია სისტემური ეფექტები ნაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს ეფექტები ნაკლებად ჩნდება, ვიდრე ორალიური კორტიკოსტეროიდების შემთხვევაში და შეიძლება ვარირებდეს სხვადასხვა პაციენტში სხვადასხვა ორტიკოსტეროიდული პრეპარატის მიხედვით. პოსტ-მარკეტინგული გამოკვლევის გამოყენებისას, რომლის დროსაც აღინიშნებოდა წამალთა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც იღებენფლუტიკაზონ პროპიონატს და რიტონავირს, შედეგად ადგილი ჰქონდა სისტემურ კორტიკოსტერო იდულ ეფექტს მათ შორის კუშინგის სინდრომს და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატის და რიტონავირის ერთდროული მიღება არ უნდა მოხდეს, თუ პაციენტის პოტენციური სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკს. (იხ. ურთიერთქმედება). სრულ სარგებელს შესაძლოა ადგილი არ ჰქონდეს სანამ არ მოხდება მედიკამენტის რამოდენიმე დღის განმავლობაში გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ სპრეი ძირითად შემთხვევებში ახდენს ალერგიული რინიტის კონტროლს, ზაფ ულის ალერგენების არანორმალურად ზრდამ შესაძლოა გარკვეულ სიტუაციაში მოითხოვოს შესაფერისი დამატებითი თერაპია.

ურთიერთქმედება
ნორმალურ მდგომარეობაში ინტრანაზალური დოზირებისას მიიღწევა ფლუტიკაზონის პროპიონატის ძალიან დაბალი კონცენტრაცია პლაზმაში, რაც გამოწვეულია ექსტენსიური პირველადი მეტაბოლიზმით და ღვიძლსა და ნაწლავებში ციტოქრომ P4503A4-ის შუამდგომლობით განპირობებული მაღალი სისტემური კლირენსით. მაშასადამე, ნაკლებად სარწმუნოა ფლუტიკაზონ პროპიონატით განპირობებული სხვა წამლებთან ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესწავლამ ჯანმრთელ პირებში აჩვენა, რომ რიტონავირს (მაღალპოტენციური ციტოქრომ P4503A4-ის ინჰიბიტორი) შეუძლია ძალიან გაზარდოს ფლურტიკაზონ პროპიონატის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც იწვევს კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვან შემცირებას. პოსტ-მარკეტინგული გამოკვლევის გამოყენებისას, რომლის დროსაც აღინიშნებოდა წამალთა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინტრანაზალურ და აეროზოლურ ფლუტიკაზონ პროპიონატს და რიტონავირს, შედეგად ადგილი ჰქონდა სისტემურ კორტიკოსტეროიდულ ეფექტს მათ შორის კუშინგის სინდრომს და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას. ამიტომ, ფლუტიკაზონის პროპიონატის და რიტონავირის ერთდროული მიღება არ უნდა მოხდეს, თუ პაციენტის პოტენციური სარგებელი არ აღემატება სისტემური კორტიკოსტეროიდებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების რისკს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ციტოქრომ P4503A4-ის სხვა ინჰიბიტორები იწვევენ უმნიშვნელო(ერითრომიცინი) და მცირე (კეტოკონაზოლი) ზრდას ფლურტიკაზონ პროპიონატის სისტემური მოქმედების შრატში კორტიზოლის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი შემცირების გარეშე. მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილე როდესაც ხდება თანადროული შეყვანა პოტენციური ციტოქრომ P4503A4-ის ინჰიბიტორის (მაგ. კეტოკონაზოლი), ვინაიდან არსებობს პოტენციალი ფლურტიკაზონ პროპიონატის ისტემური მოქმედების ზრდისა.

ორსულობა და ლაქტაცია
სხვა წამლების მსგავსად ფლუტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეის
გამოყენება ორსულობის დროს მოითხოვს, რომ სარგებელი აღემატებოდეს შესაძლო რისკს, რომელიც დაკავშირებულია ამ წამალთან ან სხვა ალტერნატიულ თერაპიასთან.
ორსულობის დროს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. ცხოველთა რეპროდუქციული კვლევებისას პოტენციური კორტიკოსტეროიდებისათვის დამახასიათებელი ტიპიური გვერდითი ეფექტები აღინიშნება მედიკამენტის მხოლოდ მაღალი სისტემური აქტივობის დროს. პირდაპირი ინტრანაზალური შეყვანისას ადგილი აქვს მინიმალურ სისტემურ აქტივობას.
ფლურტიკაზონის პროპიონატის ექსკრეცია ლაქტატში გამოკვლეული არ არის. როდესაც მოახდინეს ლაბორატორიულ ვირთაგვებში მედიკამენტის კანქვეშ შეყვანით გარკვეული პლაზმური დონის მიღწევა, მისი არსებობა ლაქტატში დადასტურდა. თუმცა, პლაზმური დონეები ფლუტიკაზონის პროპიონატის ინტრანაზალურად რეკომენდირებული დოზების შეყვანის შემდეგ, სავარაუდოდ, იქნება დაბალი.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე
სავარაუდოდ, ფლუტიკაზონის პროპიონატი არ იწვევს რაიმე ეფექტს.

გვერდითი ეფექტები:
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი ეფექტები ორგანოთა სისტემებისა და სიხშირის მიხედვით. სიხშირე განისაზღვრება, როგორც:
ძალიან ხშირი > ან = 1/10
ხშირი > ან = 1/100 და < 1/10
ნაკლებად ხშირი > ან = 1/1000 და < 1/100
იშვიათი > ან = 1/10.000 და < 1/1000
ძალიან იშვიათი < 1/10.000.მათ შორის ცალკეული შემთხვევები.
ძალიან ხშირი, ხშირი და ნაკლებად ხშირი შემთხვევები ზოგადად განისაზღვრება კლინიკური კვლევების მონაცემებიდან. იშვიათი და ძალიან იშვიათი შემთხვევები კი სპონტანური მონაცემებებით. გვერდითი რეაქციების სიხშირის შეფასებისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული პლაცებო ჯგუფის მონაცემები, მას შემდეგ რაც ისინი ზოგადად შედარებითნი იყვნენ აქტიური მკურნალობის ჯგუფთან.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ანაფილაქსია/ანაფილაქტოიდური რეაქციები, ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, სახის ან ენის შეშუპება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირი: თავის ტკივილი, უსიამოვნო გემო და სუნი პირში, სხვა ნაზალური სპრეების მსგავსად.
დარღვევები თვალის მხრივ:
ძალიან იშვიათი: გლაუკომა, ინტრაოკულარული წნევის ზრდა, კატარაქტა.
გახანგრძლივებული მკურნალობის დროს დაფიქსირდა სპონტანური შემთხვევების ძალიან მცირე რიცხვი. მიუხედავად ამისა, ერთ წელზე მეტმა კლინიკურმა კვლევებმა უჩვენა, რომ ინტრანაზალური ფლურტიკაზონ პროპიონატი არ არის ასოცირებული ოკულარულ შემთხვევებთან, მათ შორის კატარაქტა, ინტრაოკულარული წნევის ზრდა და გლაუკომა.
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინური დარღვევები:
ძალიან ხშირი: სისხლდენა ცხვირიდან ხშირი: ცხვირის სიმშრალე, გაღიზიანება, ყელის სიმშრალე და გაღიზიანება.
ძალიან იშვიათი: ცხვირის ძგიდის პერფორაცია ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ადგილი ჰქონდა ცხვირის ძგიდის პერფორაციას.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები ფლურტიკაზონის პროპიონატის წყლიანი ნაზალური სპრეით მკურნალობის დროს დოზის გადაჭარბების მწვავე ან ქრონიკული ეფექტების შესახებ.
ჯანმრთელ პირებში 2მგ ფლურტიკაზონის პროპიონატის ინტრანაზალური შეყვანისას 7 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა მისი ზემოქმედება ჰიპოთალამო-პიტუიტარულადრენალური  ღერძის ფუნქციაზე. რეკომენდირებულზე მაღალი დოზების ადმინისტრირებამ ხანგრძლივად შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა. ამ პაციენტებში ფლუტიკაზონ პროპრიონატით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს საკონტროლო სიმპტომების შესაბამის დოზებით. თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქცია აღდგება რამდენიმე დღეში და მისი მონიტორინგი შესაძლებელია პლაზმაში კორტიზოლის გაზომვით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ფლუტიკაზონის პროპრიონატს გააჩნია მძლავრი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, მაგრამ ნაზალურ ლორწოვანზე ადგილობრივი გამოყენებისას არ აღინიშნა რაიმე შესამჩნევი სისტემური აქტივობა. ფლუტიკაზონის პროპრიონატი მისი ინტრანაზალური გამოყეენებისას იწვევს მცირე ან საერთოდ არ იწვევს ჰიპოთალამურ-პიტუიტალურ-ადრენალური ღერძის სუპრესიას. მისი ინტრანაზალური შეყვანის დროს (200მკგ/დღეში), შრატის კორტიზოლის პაცებოსთან შედარებისას (თანაფარდობა 1.01, 90% ჩლ 0.9-1.14) 24 საათის განმავლობაში შესწავლისას ცვლილებები არ აღინიშნებოდა.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
აბსორბცია: ფლურტიკაზონის პროპიონატის ინტრანაზალური შეყვანის დროს (200მკგ/დღეში) მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია უმეტესად არ ყოფილა აღსანიშნავი (0.01 ნანოგრამ/მლ ნაკლები). უმაღლესი კონცენტრაცია იყო 0.017 ნგ/მლ. საბოლოოდ შთანთქმული დოზის უმეტესობის ცხვირიდან პირდაპირი აბსორბცია უმნიშვნელოა, წყალში დაბალი ხსნადობის გამო. პერორალური მიღებისას სისტემური აქტივობა არის < 1%-ზე დაბალი აბსორბციისა და პრე-სისტემური მეტაბოლიზმის გამო. მაშასადამე, საერთო სისტემური აბსორბცია, როგორც ნაზალური, ისე ორალური მიღებისას უმნიშვნელოა.
განაწილება: ფლურტიკაზონის პროპიონატს ახასიათებს განაწილების დიდი მოცულობა (დაახლოებიოთ 318 L). პლაზმური პროტეინის შებოჭვა საშუალოდ მაღალია (91%). მეტაბოლიზმი: ფლურტიკაზონის პროპიონატი სწრაფად გამოდის სისტემური ცირკულაციიდან. ძირითადად, ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმით გარდაიქმნება არააქტიურ კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტად, ციტოქრომ P450 ენზიმი CYP3A4-ით. შთანთქმული ფლურტიკაზონ პროპიონატი ასევე წარმოადგენს ექსტენსიური პირველადი მეტაბოლიზმის საგანს. საჭიროა სიფრთხილე ერთდროული მიღებისას პოტენციურ ციტოქრომ CYP3A4-ის ინჰიბიტორებთან, როგორიცაა კეტოკონაზოლი და რიტონავირი, ვინაიდან არსებობს ფლურტიკაზონ პროპიონატის გაზრდილი სისტემური ექსპოზიციის პოტენციალი.
ელიმინაცია: ინტრავენური გზით შეყვანილი ფლურტიკაზონის პროპიონატის ელიმინაციის მაჩვენებელი სწორხაზოვანია – 250-1000 მკგ-ზე მეტი და ხასიათდება მაღალი პლაზმური კლირენსით (CL=1.1ლ/წთ). პლაზმის პიკური კონცენტრაცია მცირდება დაახლოებით 98%- მდე 3-4 საათში და მხოლოდ დაბალი პლაზმური კონცენტრაცია არის ასოცირებული 7.8 საათში ტერმინალურ ნახევრად-დაშლის პერიოდთან. ფლურტიკაზონის პროპიონატის თირკმლისმიერი კლირენსი უმნიშვნელოა (< 0.2%) და 5%-ზე ნაკლები, როგორც კარბოქსილის მჟავის მეტაბოლიტის. ელიმინაციის ძირითად გზას წარმოადგენს ფლურტიკაზონის პროპიონატის ექსკრეცია და მისი მეტაბოლიტები ნაღველში.
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები: ტოქსიკოლოგიამ აჩვენა მხოლოდ კორტიკოსტეროიდებისთვის პოტენციური ტიპიური კლასიკური ეფექტები მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი ჰქონდა თერაპიული დოზის გადაჭარბებას. განმეორებითი დოზის ტოქსიკურიბის ტესტის, რეპროდუქციული კვლევების და ტერატოლოგიური კვლევის შედეგად არ გამოჩენილა რაიმე ახალი ეფექტი.ფლურტიკაზონის პროპიონატი მოკლებულია ინ ვიტრო და ინ ვივო მუტაგენურ აქტივობას და ასევე არ აჩვენა, სიმსივნური პოტენციალი მღრღნელებში. ის არ ყოფილა გამღიზიანებელი ცხოველურ მოდელებში.

ფარმაცევტული მახასითებლები
ექსიპიენტების ჩამონათვალი:
დექსტროზა (გაუწყლოებული), მიკროკრისტალური ცელულოზა და ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა (Aვიცელ ღჩ 591), ფენილეთილის სპირტი, ბენზალკონიუმ ქლორიდი, პოლისორბატ 80, განზავებული მარილმჟავა, დისტილირებული წყალი.

შეუთავსებლობა
არ არის ცნობები

შენახვის ვადა
შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
კონტეინერების ხასიათი და შემადგენლობა:
ფლიქსონაზის წყლიანი ნაზალური სპრეი მოწოდებულია შემდეგი ორი შეფუთვით:
– ქარვისფერი შუშის ბოთლი, რომელსაც აქვს საზომი, პულველიზატორიანი ტუმბო, ნაზალური ადაპტორი და მტვრისგან დამცავი სახურავი.
– პოლიპროპილენის ბოთლი, რომელსაც აქვს საზომი, პულველიზატორიანი ტუმბო, ნაზალური ადაპტორი და მტვრისგან დამცავი სახურავი.

გამოყენების ინსტრუქცია:
სპრეის გააჩნია მტვრისგან დამცავი სახურავი, რომელიც იცავს ბუნიკს. მოხსენით იგი სპრეის გამოყენებამდე. ახალმა სპრეიმ (ან რამდენიმე დღის განმავლობაში გამოუყენებელმა სპრეიმ) შესაძლოა არ იმუშაოს და საჭირო გახდეს სპრეის მომზადება ინსტრუქციის მიხედვით.

ნაზალური სპრეის მომზადება
ნაზალური სპრეი უნდა მოამზადოთ:
– სანამ გამოიყენებთ მას პირველად
– თუ არ გამოგიყენებიათ რამდენიმე დღის განმავლობაში
– თუ ახლახან გაწმინდეთ იგი ინსტრუქციაში მითითებული სქემის მიხედვით. ნაზალური სპრეის მომზადება დაგეხმარებათ ყოველთვის მიიღოთ მედიკამენტის სრული დოზა.
მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
– შეანჯღრიეთ სპრეი და მოხსენით მტვრისგან დამცავი სახურავი
– დაიჭირეთ სპრეი უკუღმა და ბუნიკი თქვენგან შორს გაუწიეთ
– მოათავსეთ საჩვენებელი და შუა თითი ტუმბოს ორივე მხარეს და ცერა თითი ბოთლის ქვედა მხარეს.
– დააწექით თითებით ისე რომ ცერა თითი იყოს მყარად. სპრეი უნდა გამოვიდეს ჰაერში
– სპრეი ახლა მზადაა გამოყენებისთვის
– თუ ფიქრობთ, რომ სპრეი გაიჭედა არ სცადოთ მისი ხვრელის გადიდება ქინძისთავით ან რაიმე ბასრი საგნით. გაწმინდეთ იგი როგორც მითითებულია განყოფილებაში “სპრეის გაწმენდა”.

სპრეის გამოყენება
1. შეანჯღრიეთ ბოთლი და მოხსენით მტვრისგან დამცავი სახურავი.
2. მსუბუქად გამოდევნეთ ჰაერი ცხვირიდან
3. დაიხშეთ ერთი ნესტო, როგორც ეს ნაჩვენებია და მეორე ნესტოში მოათავსეთ სპრეის ცხვირი. წამოწიეთ თავი ოდნავ წინ და დაიჭირეთ ბოთლი ვერტიკალურად,
4. დაიწყეთ ცხვირით ნელა შესუნთქვა. ამ მომენტში შეისხურეთ სპრეიდან ნესტოში უფერო ჭავლი სპრეის საყელოზე თითების ძლიერი დაჭერით
5. ამოისუნთქეთ პირის საშუალებით.
6. გაიმეორეთ მე-3-4 საფეხური მეორე ნესტოში შესხურებისათვის
7. სპრეის გამოყენების შემდეგ ფრთხილად გაასუფთავეთ სპრეის ცხვირი სუფთა ქსოვილით ან ცხვირსახოცით
8. მოარგეთ მტვრის საცავი სახურავი..

სპრეის გაწმენდა
თქვენი სპრეი უნდა გაიწმინდოს სულ მცირე კვირაში ერთხელ, რათა დაცული იყოს ბლოკირებისგან. მიყევით შემდეგ ნაბიჯებს:
– მოხსენით მტვრისგან დამცავი სახურავი
– მოაშორეთ ცხვირი საყელოზე ზემოთ დაჭერით
– გააჩერეთ სპრეის ცხვირი და მტვრის საცავი სახურავი რამდენიმე წუთით თბილ წყალში
– შემდეგ გამორეცხეთ იგი გამდინარე წყლის ქვეშ.
– მოაშორეთ ზედმეტი წყალი და გასაშრობად დატოვეთ მშრალ ადგილას.
– ნაახურეთ სახურავი სპრეის
– სპრეი მოამზადეთ ინსტრუქციის მიხედვით ”ნაზალური სპრეის მომზადება”.

გამოშვების ფორმა: 50მკგ/დოზა 120 დოზა ნაზალური აეროზოლი მინის კონტეინერი №1 გამფრქვევი მოწყობილობით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Glaxo Wellcome S.A, ესპანეთი

გაფრთხილება