ფლუმედი კაფსულა

  ფლუმედი კაფსულა

ფლუმედი კაფსულის ზოგადი ინფორმაცია

ფლუმედი კაფსულა. FLUMED Capsules. სოკოს საწინააღმდეგო სისტემური გამოყენების პრეპარატების – აზოლების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ფლუკონაზოლი. Fluconazole. მწარმოებელი ფირმა – “ZEE LABORATORIES” (ინდოეთი).

ფლუმედი კაფსულის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფლუმედი კაფსულა. FLUMED Capsules გამოდის 150 მგ კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების –ფლუკონაზოლის 150 მგ-ს.

ფლუმედის (კაფსულა) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ფლუმედის (კაფსულა) ფასები ფარმადეპოში
ფლუმედის (კაფსულა) ფასები ავერსში
ფლუმედის (კაფსულა) ფასები psp-ში
ფლუმედის (კაფსულა) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ფლუმედი (კაფსულა) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ფლუმედის (კაფსულა) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ფლუმედი კაფსულის აქტიური ნივთიერება

ფლუკონაზოლი. Fluconazole. ქიმიური დასახელება – ალფა-(2,4-დიფტორფენილ)-ალფა-(1Н-1,2,4-ტრიაზოლ-1-ილმეთილ)-1H-1,2,4-ტრიაზოლ-1-ეთანოლი. ბრუტო–ფორმულა:C13H12F2N6O. ფლუკონაზოლს მიაკუთვნებენ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფს. CAS-კოდი:86386-73-4.

ფლუმედი კაფსულის სინონიმები

დიფლუკანი (Diflucan, Pfizer), ეფცენ-150 (FCN-150, AVERSI, საქართველო), მიკოზოლი (MYCOZOL, Avita, თურქეთი),მიკომაქსი (MicoMax, Zentiva, ჩეხეთი), მიკოსისტი (MYCOSYST, Gedeon Richter, უნგრეთი),მიკოფლუ (MICOFLU, GMP, საქართველო), ნოფუნგი (NOFUNG, EGIS, უნგრეთი), ფლუკორალი(FLUCORAL, Bilim, თურქეთი), ფლუნოლი (FLUNOL, Asfarma, თურქეთი).

ფლუმედი კაფსულის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • კრიპტოკოკოზი
  • მენინგიტი კრიპტოკოკული
  • კრიპტოკოკული ინფექციები, სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა)
  • კანდიდოზი გენერალიზებული
  • კანდიდემია
  • კანდიდოზი დისემინირებული
  • კანდიდოზური ინფექცია, სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური
  • კანდიდოზი ლორწოვანი გარსების
  • პირის ღრუს კანდიდოზი
  • კანდიდოზი ხახის
  • კანდიდოზი საყლაპავის
  • ინფექციები, არაინვაზიური, ბრონქოპულმონარული
  • კანდიდურია
  • კანდიდოზი კანის
  • კანდიდოზი პირის ღრუს, ატროფიული (პროთეზის მქონე პირებში)
  • ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივები პროფილაქტიკაში შიდსით დაავადებულებში
  • კანდიდოზი ვაგინალური (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე)
  •  ვაგინალური კანდიდოზის რეციდივები (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად
  • სოკოვანი დაავადებები ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არიან ამ ინფექციებისადმი სხივული თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო.
  • მიკოზები კანის
  • მიკოზებები ტერფის
  • მიკოზები საზარდულის მიდამოს
  • ონიქომიკოზი
  • მიკოზები  ენდემური
  • კოკციდიომიკოზი
  • პარაკოკციდიომიკოზი
  • სპოროტრიქოზი
  • ჰისტოპლაზმოზი

ფლუმედი კაფსულის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოკინეტიკა

ფლუკონაზოლი აზოლინის ჯგუფის ძლიერ ანტიმიკოზური საშუალებაა. მისი მოქმედება დამყარებულია სოკოს უჯრედში სტეროლის სინთეზის ინჰიბირებაზე. ფლუკონაზოლი აქტიურია: Candida spp., Cryptococcus neoformans, Microsporum spp., Trichophyton spp., Blastomyces dermatitidis, Coccidiodes immitis, Histoplasma capsulatum მიკროორგანიზმებისადმი.
შიგნით მიღებისას ფლუკონაზოლი კარგად შეიწოვება. მის აბსორბაციაზე არ მოქმედებს საკვების ერთდროული მიღება. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0.5-1.5 სთ-ში, ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 სთ-ს. ფლუკონაზოლის 80% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით უცვლელი ფორმით.
იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში.
ჩვენებები
– კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკული მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკული ინფექციები, როგორც ნორმალური იმუნური პასუხის მქონე ავადმყოფებში, ასევე იმუნოსუპრესიის სხვადასხვა ფორმის შემთხვევაში. – გენერალიზებული კანდიდოზი, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ფორმის (მუცლის ღრუს, ენდოკარდის, თვალის, სასუნთქი და საშარდე გზების) ინვაზიური კანდიდოზური ინფექციის ჩათვლით.
– ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხორხის, საყლაპავის, ბრონქებისა და ფილტვის არაინვაზიური კანდიდოზი, კანდიდურია, კანის კანდიდოზი, პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზი (პროთეზის მქონე პირებში), მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ნორმალური და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში, ოროფარინგეალური კანდიდოზის რეციდივების პროფილაქტიკაში შიდსით დაავადებულებში.
– გენიტალიუმის კანდიდოზი: ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და ქრონიკული მორეციდივე), პროფილაქტიკის მიზნით ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების (3 და მეტი ეპიზოდი 1 წელში) შესამცირებლად.
– სოკოვანი დაავადებების პროფილაქტიკა ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე ავადმყოფებში, რომელნიც წინასწარგანწყობილნი არია ამ ინფექციებისადმი სხივული თერაპიისა და ციტოსტატიკებით მკურნალობის გამო.
– კანის, ტერფების, საზარდულის არის მიკოზები; ონიქომიკოზი, კანის კანდიდოზი.
– ენდემური მიკოზი, კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი, რომელიც აღენიშნებათ ნორმალური იმუნური სისტემის მქონე პაციენტებს.
მიღების წესები და დოზები
ფლუკონაზოლის დღიური დოზა განისაზღვრება სოკოვანი ინფექციის ფორმითა და სიმძიმით. ვაგინალური კაქნდიდოზის სამკურნალოდ, როგორც წესი, საკმარისია ერთჯერადი მიღება, ყველა სხვა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული აქტივობის აღმოფხვრის შემდეგ. მოზრდილებში: კრიპტოკოკული მენინგიტისა და სხვა ლოკალიზაციის კრიპტოკოკული ინფექციის, კანდიდემიის, დისემინირებული კანდიდოზისა და სხვა ინვაზიური კანდიდოზური ინფექციების დროს, პირველ დღეს ინიშნება 400 მგ, შემდეგ კი – 200-400 მგ ერთხელ გღეში.

ოროფარინგეალური კანდიდოზის დროს – 50-100 მგ ერთხელ დღეში, 7-14 დღის განმავლობაში.
პირის ღრუს ატროფიული კანდიდოზის დროს – 50 მგ ერთხელ დღეში, 14 დღის განმავლობაში. ამავე დროს საჭიროა ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება. ვაგინალური კანდიდოზის დროს – ერთჯერადად 150 მგ.
კანის მიკოზური ინფექციების დროს (ტერფის, საზარდულის არისა და კანის კანდიდოზის ჩათვლით) რეკომენდებულია – 150 მგ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე 50 მგ ერთ მიღებაზე. ხანგრძლივობა 2-4 კვირა.
ბავშვებში: ლორწოვანი გარსების კანდიდოზის დროს – 3მგ/კგ დღეში; გენერალიზებული კანდიდოზისა და კრიპტოკოკული ინფექციების დროს – 6-12 მგ/კგ დღეში, დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად – გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი, კანის ექსფოლიატიური დაავადებანი, კრუნჩხვა, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია, თუმცა ამ შემთხვევებში მიზეზობრივ შედეგობრივი კავშირი დაუდგენელია.
უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილეა საჭირო
იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის ტოქსიკური ცვლილებები, მათ შორის ლეტალური გამოსავლით, რაც დაკავშირებული იყო მძიმე ფორმის თანდართულ დაავადებებთან. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ფლუკონაზოლით მკურნალობისას ავადმყოფებს ერთეულ შემთხვევაში გამოუვლინდათ კანის ექსფოლიატიური რეაქციები, როგორიცაა სტივენ-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზისი.
ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი, ტოლბუტამიდი) პლაზმიდან გამოყოფას.
ჰიდროქლოროთიაზიდისა და ფლუკონაზოლის ერთდროული გამოყენებისას უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში იმატებს 40%-ით, ხოლო ფენიტოინთან კომბინაციაში ფლუკონაზოლი ზრდის აღნიშნული პრეპარატის კონცენტრაციას. რიფამპიცინი 20%-ით ამცირებს ფლუკონაზოლის ნახევრადგამოყოფის პერიოდს, ამიტომ რიფამპიცინთან ერთად დანიშვნისას საჭიროა ფლუკონაზოლის დოზის მომატება. ფლუკონაზოლის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება, ციმეტიდინი, ანტაციდები ან ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომი ტოტალური დასხივება. ფეხმძიმობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება სასიცოცხლო ჩვენებით. დედის რძეში ფლუკონაზოლის იგივე კონცენტრაციაა რაც პლაზმაში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე. მოარიდეთ ბავშვებს!
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით