ჰეპარ კომპოზიტუმ ნ

  ჰეპარ კომპოზიტუმ ნ

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ზოგადი ინფორმაცია

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ. Hepar compositum N. ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება. მწარმოებელი ფირმა – Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია).

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ. Hepar compositum N გამოდის 2.2 მლ საინექციო ხსნარის ფორმით. 2,2 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს Hepar suis D8, Cyancobalaminum D4, Duodenum suis D10, Thymus suis D10, Colon suis D10, Vesica fellea suis D10, Pankreas suis D10, China D4, Lycopodium D4, Chelidonium D4, Carduus marianus D3, Histamin D10, Sulfur D13, Avena sativa D6, Natrium oxalaceticum D10, Acidum a-ketoglutaricum D10, Acidum DL-malicum D10, Acidum fumaricum D10, Calcium carbonicum Hannemanni D28, Taraxacum D4, Cynara scolymus D6, Veratrum D4, a-Liponsaure D8, Orotsaure D6 – შესაბამისად 22 მკლ. ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ფასები ფარმადეპოში
ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ფასები ავერსში
ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ფასები psp-ში
ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰეპარ კომპოზიტუმ ნ,იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის სტიმულირება მისი მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი)
  • დერმატოზები
  • დერმატიტები, სხვადასხვა ეტიოლოგიის
  • ეგზემა ტოქსიკური
  • ნეიროდერმიტი
  • ჰიპერქოლესტერინემია

ჰეპარ კომპოზიტუმ ნ–ის საფირმო აღწერიდან

ჩვენებები
ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის სტიმულირება მისი მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი). როგორც დამხმარე საშუალება – დერმატოზების და სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტების, ტოქსიკური ეგზემის, ნეიროდერმიტის, ჰიპერქოლესტერინემიის დროს.
მიღების წესები და დოზები
1 ამპულა 1-3-ჯერ კვირაში კანქვეშ, კანში, კუნთში ან, თუ საჭიროა, ვენაში.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
არ გააჩნია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატში შემავალი ჰომეოპათიური კომპონენტების თვისებებიდან გამომდინარე ის ინიშნება ღვიძლის და მისი უჯრედების დეზინტოქსიკაციური ფუნქციის გასააქტივებლად ღვიძლის და ნაღ-ვლის ბუშტის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, ღვიძლის ფუნქციის ტოქსიკური მოშლისას, ღვიძლის ციროზისას, ჰეპატიტისას ან იმ დაავადებებისას, რომლის მიზეზია ღვიძლის ფუნქციის მოშლა (ჰიპერქოლესტერინემია, მგლურა, ტოქსიკური ეგზემა, დერმატოზი და სხვა).
ამ პრეპარატის მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს Ubichinon compositum, Coenzyme compositum ერთად კომბინაციაში დანიშვნისას.
თერაპიული ეფექტის გაძლიერება შემდგომი პრეპარატების პარენტერალური დანიშვნით შეიძლება: Hepeel, Chelidonium-Homaccord და შესაბამისი სიმპომატიკის შემთხვევაში _ Nux vomica-Homaccord.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ