ლოტეგრა

ლოტეგრა. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დესლორატადინი/desloratadine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები..

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგიის სამკურნალო საშუალება, ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

შემადგენლობა
გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დესლორატადინი – 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მაგნიუმის ოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ჟელატინიზირებული სახამებელი, ტიტანის დიოქსიდი, თუთიის სტეარატი FD & C Blue #2 aluminium lake, ჰიპრომელოზა, 4000 CR.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ლოტეგრას გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
იგი წარმოადგენს H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს, რომელიც არ ავლენს სედაციურ მოქმედებას. პერორალური მიღებისას დესლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) ავლენს პერიფერიული ჰისტამინური H1-რეცეპტორების შერჩევით ბლოკირებას. იგი თრგუნავს ციტოსტატიკურ რეაქციათა კასკადს: ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების გამოყოფას, მათ შორის ინტერლეიკინ-4-ის, ინტერლეიკინ-6-ის, ინტერლეიკინ-8-ის, ინტერლეიკინ-13-ის, RANTES ტიპის ანთების საწინააღმდეგო ჰემოკინების გამოყოფას, ასევე თრგუნავს სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიროფილებით, თრგუნავს ეოზინოფილების ადგეზიასა და ჰემოტაქსისს, ადგეზიის მოლეკულათა ექსპრესიას, მათ შორის R – სელექტინის, lgE შუალედური ჰისტამინის და D2 პროსტაგლანდინისა და C4 ლეიკოტრიენის გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატს ახასიათებს კარგი აბსორბცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 27 საათს შეადგენს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (დოზის დიაპაზონი მერყეობს 5 მგ-დან 20 მგ-მდე). იგი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში. აღწევს პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში.

მიღების წესები და დოზები
გამოყენების ჩვენება:
– სეზონური პოლინოზი და ქრონიკული ალერგიული რინიტი
– ალერგიული კონიუნქტივიტი (ცემინების, ცხვირიდან გამონადენის, ცხვირის დაცობის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და ჰიპერემიის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით)
– ქავილით მიმდინარე დერმატოზები
– ქრონიკული იდიოპათური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირებისა და გაქრობის მიზნით)

დოზირების რეჟიმი:
ლოტეგრა ინიშნება პერორალურად 5 მგ ერთხელ დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი გადაყლაპეთ მთლიანად, დაუღეჭავად, დააყოლეთ წყალი.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა თავის ტკივილი.
იშვიათად პირის სიმშრალე, სისუსტე.

უკუჩვენება
ორსულობა, ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა დესლორატადინის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის უკმარობის მწვავე ფორმის დროს.

გამოყენება პედიატრიაში:
შესაძლებელია ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენა.
დესლორატადინი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და ისეთ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომელიც მოითხოვს სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კვლევამ აჩვენა, რომ დესლორატადინის კეტოკონაზოლთან და ერითრომიცინთან ერთად მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან ცვლილებებს არ იწვევს.
საკვებთან ერთად მიღება ორგანიზმში დესლორატადინის განაწილებაზე გავლენას არ ახდენს.
დესლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 25oC-მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: Pharma science, კანადა

გამოშვების ფორმა: 5 მგ ტაბლეტი #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ).

გაფრთხილება