ამინოსოლ-ნეო E

ამინოსოლ-ნეო E–ის ზოგადი ინფორმაცია

ამინოსოლ-ნეო E. Aminosol-Neo E. საშუალება პარენტერალური კვებისათვის. აქტიური ნივთიერება –  comb. drug. მწარმოებელი ფირმა – ჰემოფარმ ა.დ (სერბეთი).

ამინოსოლ-ნეო E–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ამინოსოლ-ნეო E . Aminosol-Neo E გამოდის 15% საინფუზიო ხსნარის ფორმით  500 მლ ფლაკონში. 1 ლ ხსნარი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: L-იზოლეიცინს 5.00 გ, L – ლეიცინს 7.40 გ, L – ვალინს 6.20 გ, L – ლიზინს (L–ლიზინის მონოაცეტატის ფორმით 9,31გ) 6.60 გ, L – მეთიონინს 4.30 გ, L – ტრეონინს 4.40 გ, L – ფენილალანინს 5.10 გ, L-ალანინს 15.00 გ, L – არგინინს 12.00 გ, გლიცინს 14.00 გ, L-ჰისტიდინს 3.00 გ, L – პროლინს 15,00 გ, L – ტრიფტოფანს 2.00 გ, L-ვაშლის მჟავას 9.280 გ, ნატრიუმის გლიცეროფოსფატს 9.4530 გ, კალციუმის ქლორიდს 0.735 გ, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატს (უწყლო 0.286 გ) 1.017 გ, კალიუმის ჰიდროქსიდს  1,683 გ, დამხმარე ნივთიერებებს:ნატრიუმის ჰიდროქსიდს, საინექციო წყალს, Na+ 60 მმოლ,K+ 30 მმოლ,Ca+ 5 მმოლ, MG+ CL 20 მმოლ, აცეტატები – 45 მმოლ, მალატები – 69.2 მმოლ, გლიცერპოფოსფატები – 30 მმოლ. ენერგეტიკული ღირებულება 1900 კჯ/ლ (440 კკალ/ლ).თეორიული ოსმოლარობა 1137 მოსმ/ლ.

ამინოსოლ-ნეო E–ს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ამინოსოლ-ნეო E,  იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ამინოსოლ-ნეო E–ს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ამინოსოლ-ნეო E–ს ფასები ფარმადეპოში
ამინოსოლ-ნეო E–ს ფასები ავერსში
ამინოსოლ-ნეო E–ს ფასები psp-ში
ამინოსოლ-ნეო E–ს ფასები სხვა აფთიაქებში

ამინოსოლ-ნეო E–ის აქტიური ნივთიერება

Comb.drug.

ამინოსოლ-ნეო E–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • პარენტერალული კვება ნაწილობრივი ან სრული
  • ცილების და ცხიმების დანაკარგი
  • გასტროინტესტინალური დაავადებების მძიმე შემთხვევები
  •  მალაბსორბცია
  •  ნაწლავის ანთებითი დაავადება
  • პანკრეატიტი
  • ფისტულები ნაწლავური
  • ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი)
  • ავთვისებიანი დაავადებები
ამინოსოლ-ნეო E–ის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ამინოსოლ-ნეო E არის პარენტერული კვების კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს შეუცლელი და ჩანაცვლებადი ამინომჟავების ოპტიმალურ თანაფარდობას (ამინომჟავები სულ 100.00 გ/1000 მლ, აზოტი სულ 16.40 გ/1000 მლ). ყველა ამინომჟავა იმყოფება L – ფორმაში, რაც უზრუნველყოფს მათ უშუალო მონაწილეობას ცილების ბიოსინთეზში. შეიაცავს რვა ამინომჟავას, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია: L-ვალინი, L – იზოლეიცინი ,L – ლეიცინი, L – ლიზინი, L – მეთიონინი, L – ტრეონინი, L – ფენილალანინი, L – ტრიფტოფანი; პირობით ცვლად ამინომჟავებად ითვლება L – არგინინი და L-ჰისტიდინი. ისინი სინთეზირდება ადამიანის ორგანიზში, მაგრამ ზოგიერთი პათფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს (მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა) და პატარა ბავშვებში მათი კონცენტრაცია არ აღწევს აუცილებელ დონეს.
L – არგინინი ხელს უწყობს ამიაკის ოპტიმალურ გარდაქმნას შარდოვანად, უკავშირდება რა ამონიუმის ტოქსიკურ იონებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღვიძლში პროტეინების კატაბოლიზმით.
L – იზოლეიცინი, L – ლეიცინი და L-ვალინი (შეუცვლელი ამინომჟავები გვერდითი განშტოებებით) აკმაყოფილებენ ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
ამინომჟავები, რომლებიც შეიცავენ არომატულ რგოლს აუცილებელია სრულფასოვანი ცილების სინთეზისთვის და წარმოდგენილია L – ფენილალანინით და L – ტრიფტოფანით. L – ვაშლისმჟავა მოქმედებს ენერგეტიკული წყაროს სახით შარდოვანას სინთეზისთვის.
კათიონები და ანიონები უზრუნველყოფენ ხსნარის ჰიპეროსმოლარობას (1137 მოსმოლ/ლ) წარმოადგენენ რა ჰომეოსტაზის შემანარჩუნებელ ელემენტებს.
ფარმაკოკინეტიკა
პარენტერულად შეყვანილი ამინომავები ორგანიზმში გამოიყენება ცილის სინთეზის დროს. ამ პროცესში გამოყენებისას ამინომჟავები დეზამინირდება შარდოვანას წარმოქმნით, რომელიც შემდეგში გამოიყოფა შარდით. ამინომჟავების ნახევრაგამოყოფის პერიოდი ჯანმრთელ პირებში შეადგენს 5-15 წუთს. ამინომჟავების ნაწილი შეიძლება არ დაექვემდებაროს ბიოტრანსფორმაციას და ექსკრეტირდება შეუცვლელი სახით, ასეთ შემთხვევაში ამ შენაერთების სასურველი ეფექტი იკარგება. ამ ფარმაკოკინეტიკური განსაკუთრებულობის მოხსნა შეიძლება პრეპარატის ნელა შეყვანით, რომ ამინომჟავების კონცენტრაცია სისხლში მკვეთრად არ გაიზარდოს. შეყვანის ასეთი მეთოდი საშუალებას იძლევა გამოიყოს ამინომჟავები თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით.
ჩვენებები
ნაწილობრივი ან სრული პარენტერული კვება (ცხიმოვანი ემულსიების, ელექტროლიტების და ნახშირწყლების დამატებით), აგრეთვე ცილების და ცხიმების დანაკარგის პროფილაქტიკა და მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია ენტერალური კვების გამოყენება: გასტროინტესტინური დაავადებების მძიმე შემთხვევები (ობსტრუქცია, მალაბსორბცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი და ნაწლავური ფისტულები), ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი), და სხვა შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პარენტერულ კვებას (ავთვისებიანი დაავადებების დროს, ოპერაციის მოსამზადებლად და ოპერაციული ჩარევის შემდეგ).
მიღების წესები და დოზები
ამინოსოლ-ნეო E ინტრავენური ტრანსფუზია წარმოებს ერთ-ერთ ცენტრალურ ვენაში. დოზირება არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ამინომჟავებზე და ელექტროლიტებზე ორგანიზმის მოთხოვნილებაზე და მეტაბოლური დარღვევების სიმძიმეზე.
შეყვანისMმაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 1 მლ/კგ/სთ, მაქსიმალური დასაშვები სადღეღამისო დოზა არის 20 მლ/კგ.
70 კგ ადამიანის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1400 მლ, ხოლო შეყვანის რეკომენდირებული სიჩქარე – 20-35 წვეთი/წუთი.
დოზირება თირკმლის უკამრისობის დროს: პაციენტები, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე, რეკომენდებულია ცილების შეყვანა 0.6-1.0 გ/კგ/დღეში დოზით. დიალიზზე მყოფები: 1.2-2.7 გ/კგ/დღეში.
დოზირება ღვიძლის უკმარისობის დროს: ღვიძლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები ვერ იტანენ ამინომჟავების მომატებულ რაოდენობას და ამიტომ მათი მოთხოვნილება ცილებზე შეადგენს 0.8-1.1 გ/კგ/დღეში.
გვერდითი მოვლენები
ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დაღლილობის შეგრძნება, ჭინჭრის ციება, არტერიული წნევის მოამტება, ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, სუნთქვის დარღვევა, ტაქიკარდია, ტემპერატურის მომატება, ციანოზი, სისხლის შემადგენლობის ცვლილება, ამიაკის შემცველობის მომატება სისხლში, კანის გაღიზიანება პრეპარატის შეყვანის ადგილას, თრომბოფლებიტი. ამინოსოლ-ნეო E – ს ზედმეტად სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდრატაცია და პლაზმის ელექტროლიტური შემადგენლობის დარღვევა (ჰიპერკალიემია).
უკუჩვენება
მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის და ღვიძლის მწვავე უკმარისობა, შოკი, ჰიპოქსია, გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი – 18 წლამდე (არ არის დადგენილი ეფექტურობა და უსაფრთხოება) სიფთხილით: სეფსისი, ესენციური ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა არგინინმა შეიძლება გამოიწვიოს ფოსფორის კონცენტრაციის შემცირება და კალიუმის კონცენტრაციის მომატება პლაზმაში. ეს ცვლილებები განსაკუთრებით გამოხატულია შაქრიანი დიაბეტით დაავდებულებში.
აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი და ელექტროლიტური სტატუსის, ორგანიზმში სითხის ბალანსის და თირკმლის ფუნქციის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
ჰიპონატრიემიის დროს მოცემული ხსნარის დანიშვნისას აუცილებელია პლაზამაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
ამინოსოლ-ნეო E შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია, ამიტომ სტრესულ სიტუაციებში მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი (I და II ტიპის) ნიშნავენ მცირე დოზით ინსულინს.
სტანდარტული კვების მომატებისას აუცილებელია მათი თავსებადობის შეფასება. გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი დაუზიანებელი ფლაკონიდან!
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის რეკომენდირებული ამინოსოლ-ნეო E – ს ხსნარში სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩამატება. ფარმაცევტულად ეთავსება შემდეგ ანტიბიოტიკებს:
ამიკაცინი, ამპიცილინი, ცეფოტაქსიმი, ცეფტრიაქსონი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი, გენტამიცინი, ქლორამფენიკოლი, კლინდამიცინი, ნეტილმიცინი, პენიცილინი, პიპერაცილინი, ტეტრაციკლინი, ტობრამიცინი და ვანკომიცინი; სხვა პრეპარატები – ამინოფილინი, ციკლოფოსფამიდი, ციმეტიდინი, ციტარაბინი, დიგოქსინი, დოფამინი, ფამოტიდინი, ფიტომენადიონი, ფთორურაცილი, ფოლის მჟავა, ფუროსემიდი, ჰეპარინი, ქლორპრომაზინი, ინსულინი, კალციუმის გლუკონატი, ლიდოკაინი, მეთილდოფა, მეთილპრედნიზოლონი, მეტოკლოპრამიდი, მეთოტრექსატი, მორფინი, ნიზატიდინი, ნორეპინეფრინი, პროპრანოლოლი, რანიტიდინი და რიბოფლავინი.
არგინინის და თიაზიდური შარდმდენების და ამინოფილინის ერთდროული შეყვანა ზრდის ინსულინის შემცველობას სისხლში.
ესტროგენებმა და პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიონ ზრდის ჰორმონის კონცენტრაციის მატება, რომელიც გამოწვეულია არგინინით და შეამცირონ გლუკაგონური და ინსულინური პასუხი არგინინზე. არგინინის ურთიერთქმედება სპირონოლაქტონთან იწვევს მძიმე ჰიპერკალიემიას. არგინინი შეუთავსებადია თიოპენტალ ნატრიუმის.
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 15-25oC, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით
გამოიყენება მხოლოდ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში.

გამოიყენება მხოლოდ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..