რინგერის ხსნარი

  რინგერის ხსნარი

რინგერის ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

რინგერის ხსნარი. RINGER SOLUTION. რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციის პრეპარატების – პოლიიონური ხსნარების ჯგუფის სამკურნალო საშუალება პარენტერალური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი რთული[კალიუმის ქლორიდი + კალციუმის ქლორიდი +ნატრიუმის ქლორიდი]. Compound solution of sodium chloride [Potassium chloride + Calcium chloride + Sodium chloride]. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – B05BB01. მწარმოებელი ფირმა – ჰეროფარმი ა.დ (სერბეთი).

რინგერის ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

რინგერის ხსნარი. RINGER SOLUTION გამოდის 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარის ფორმით. 1000მლ ხსნარი შეიცავს: მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 8,60გ, კალციუმის ქლორიდი-0,33გ, კალიუმის ქლორიდი 0,30გ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი, რაც შეესაბამება ნატრიუმს (Na+)-147,00 მმოლ/ლ, კალიუმს (K+)-4,00 მმოლ/ლ, კალციუმს (Ca2+)-2,25 მმოლ/ლ, ქლორს (Cl-)-155,60 მმოლ/ლ.თეორიული ოსმოლარობა: 309 მოსმ/ლ. უფერო გამჭვირავლე ხსნარი.

რინგერის ხსნარის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

რინგერის ხსნარის ფასები ფარმადეპოში
რინგერის ხსნარის ფასები ავერსში
რინგერის ხსნარის ფასები psp-ში
რინგერის ხსნარის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც რინგერის ხსნარი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია რინგერის ხსნარის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

რინგერის ხსნარის აქტიური ნივთიერება          

ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი რთული[კალიუმის ქლორიდი + კალციუმის ქლორიდი +ნატრიუმის ქლორიდი]. Compound solution of sodium chloride [Potassium chloride + Calcium chloride + Sodium chloride]. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი რთული[კალიუმის ქლორიდი + კალციუმის ქლორიდი +ნატრიუმის ქლორიდი]- ს მიაკუთვნებენ პლაზმის და სისხლის სხვა კომპონენტების შემცვლელების, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის და მტმ-ის რეგულატორების ჯგუფს.

რინგერის ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • შოკი
  • კოლაფსი
  • დამწვრობა
  • მოყინვა
  • ღებინება ხანგრძლივი
  • დიარეა
  • წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას
  • ფისტულები ნაწლავთა
  • დეჰიდრატაცია, სხვადასვა ეტიოლოგიის
  • ალკალოზი მეტაბოლური , რასაც ახლავს სითხის დანაკარგი

რინგერის ხსნარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
რეჰიდრატაციული საშუალება, ახდენს დეზინტოქსიკაციურ მოქმედებას, ასტაბილურებს სისხლის წყალ-ელექტროლიტურ შემადგენლობას. მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემავსებელი საშუალების სახით გამოყენებისას, სწრაფი გამოსვლის გამო ექსტრავაზალურ სივრცეში, ეფექტი ნარჩუნდება მხოლოდ 30-40 წუთი) რის გამოც ხსნარი გამოსადეგია მხოლოდ მოცირკულირე სისხლის მოცულობის ხანმოკლედ შესავსებად).

ჩვენებები
პლაზმის შემცვლელი საშუალების სახით, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა, მათ შორის შოკი, კოლაფსი, დამწვრობა მოყინვა, ხანგრძლივი ღებინება, დიარეა. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის კორექციისთვის მწვავე პერიტონიტისას და ნაწლავთა გაუვალობისას, ნაწლავთა ფისტულები, სხვადასვა ეტიოლოგიის დეჰიდრატაცია; მეტაბოლური ალკალოზი, რასაც ახლავს სითხის დანაკარგი.
მიღების წესები და დოზები
ინტრავენურად წვეთოვნად, 60-80 წვეთი წუთში, ან ნაკადურად. დღეღამური დოზა მოზრდილებისთვის 5-20-მლ/კგ, აუცილებლობისას შეიძლება გაიზარდოს 30-50მლ/კგ-მდე. დღიური დოზა ბავშვებისთვის – 5-10მლ/კგ, შეყვანის სიჩქარე 30-60 წვეთი/წუთში, შოკური დეჰიდრატაციისას დასაწყისში შეყავთ 20-30მლ/კგ. მკურნალობის კურსი – 3-5 დღე.
გვერდითი მოვლენები
ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერნატრიემია, ჰიპერქლორემია, აციდოზი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ფილტვების შეშუპება, ტვინის შეშუპება, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპერვოლემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არ არსებობის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
ხანგრლივი მიღებისას აუცილებელია პლაზმასა და დღეღამურ დიურეზში ელექტროლიტების კონტროლი.
ქლორის იონების მაღალი დონის გამო რეკომენდებული არ არის პრეპარატის ხანგრძლივი მიღება.

დიდი მოცულობის სწრაფი შეყვანის შემთხვევაში აუცილებელია მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის და ელექტროლიტების დონის კონტროლი. სისხლის pH-c ის (მჟავიანობის) ცვლილება იწვევს კალიუმის იონების გადანაწილების გადაჭარბებას (pH-is დაქვეითება იწვევს კალიუმის იონების შემცველობის მომატებას სისხლის შრატში).
შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარიანი დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება!
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების დაყოვნება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები. კალიუმის დამზოგველ დიურეზულებთნ, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.
საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიური ეფქტების შესაძლებლობა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
გაცემა რეცეპტით.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..