სტრეპსილსი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება:
ამილმეტაკრეზოლი+დიქლორბენზილ-ეთანოლი+მენთოლი/Amylmetacresol+Dichlorobenzyl alcohol+Menthol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 8, 12 და 24 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილ-ეთანოლი……………     1.2 მგ
ამილმეტაკრეზოლი………………………….   600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:
ბაღის პიტნის ზეთი, ანისულას ზეთი, ლევომენთოლი, ღვინის მჟავა, პონსო ედიკოლი, კარმაზინი სედიკოლი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.
სტრეპსილსი ლიმონითა და სამკურნალო ბალახებით (უშაქრო)

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 8, 12, 16 და 24 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილ-ეთანოლი……..      1.2 მგ
ამილმეტაკრეზოლი……………………    600 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
როზმარინის ზეთი, ტარტარის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, მალტიტოლის სიროფი, იზომალტი, არომატიზატორები.
სტრეპსილსი თაფლითა და ლიმონით
საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილნ-ეთანოლი………..  1.2 მგ
ამილმეტაკრეზოლი……………………   600 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
თაფლი, ბაღის წიწაკის ზეთი, ლიმონის ზეთი, ღვინის მჟავა, ყვითელი ქინოლინი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

სტრეპსილსი C ვიტამინით
საწუწნი ტაბლეტები: შეფუთაში 12 და 24 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილ-ეთანოლი…………………   1.2 მგ
ამილმეტაკრეზოლი…………………………..    600 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ვიტამინი C (100 მგ), ანისულას ზეთი, ფორთოხლის ზეთი, ლევომენთოლი, ღვინის მჟავა, პონსო ედიკოლი, ყვითელი სანსეტი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

სტრეპსილსი მენთოლითა და ევკალიპტით
საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.
1 ტაბ.
2.4-დიქლორბენზილ-ეთანლი……………….     1.2 მგ
ამილმეტაკრეზოლი…………………………    600 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლევომენთოლი (8 მგ), ევკალიპტის ზეთი, ღვინის მჟავა, ინდიგოკარმინი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებთიი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის.
პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ორი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების კომპონენტით, რომლებიც ამსუბუქებენ ყელის ტკივილს.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებში.
პირის ღრუსა და ხახის ანთების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება ყოველ 2-3 სთ-ში. ტაბლეტი შესაძლებელია გაიწუწნოს მის სრულ გახსნამდე. არ არის რეკომენდებული 24 სთ-ის განმავლობაში რვა ტაბლეტზე მეტის მიღება.

გვერდითი მოვლენები:
არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
♦ შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილმა პაციენტმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ ტაბლეტი შეიცავს 2.6 გ საქარინს (გამონაკლისის წარმოადგენს სტრეპსილსი ლიმონითა და სამკურნალო ბალახებით რომელიც არ შეიცავს შაქარს).

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის შემადგენლობიდან გამომდინარე, ჭარბი დოზირების შემთხვევები ნაკლებად სავარაუდოა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენები. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიეთქმედება:
პრეპარატი შეთავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BOOTS HEALTHCARE INTERNATIONAL, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება