ჰარტმანის ხსნარი

  ჰარტმანის ხსნარი

ჰარტმანის ხსნარის ზოგადი ინფორმაცია

ჰარტმანის ხსნარი. HARTMANN Solution. რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციის პრეპარატების (პარენტერალური გამოყენებისათვის) – პოლიიონური ხსნარების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ნატრიუმის ქლორიდი + კალიუმის ქლორიდი + კალციუმის ქლორიდი + ნატრიუმის ლაქტატი. Sodium chloride + Potassium chloride + Calcium chloride + Sodium lactate. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – B05BB01. მწარმოებელი ფირმა – ჰეროფარმი, ა.დ (სერბეთი).

ჰარტმანის ხსნარის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ჰარტმანის ხსნარი. HARTMANN Solution გამოდის 500მლ საინფუზიო ხსნარის ფორმით. 1000მლ ხსნარი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას: ნატრიუმის ქლორიდს 6.020გ, კალიუმის ქლორიდს 0,373გ, კალციუმის ქლორიდს 0,294გ, ნატრიუმის ლაქტატს 6,276; დამხმარე ნივთიერებებია: ქლორწყალბადმჟავა pH – ით 5,5-6,3, საინექციო წყალი, რაც შეესაბამება ნატრიუმს (Na+)-131,0 მმოლ/ლ, კალიუმს (K+)-5,0 მმოლ/ლ, კალციუმს (Ca2+)-2,0 მმოლ/ლ, ქლორს (Cl-)-112,0, მმოლ/ლ, ლაქტატს-28,0მმოლ/ლ. თეორიული ოსმოლარობა: 278 მოსმ/ლ.

ჰარტმანის ხსნარის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ჰარტმანის ხსნარის ფასები ფარმადეპოში
ჰარტმანის ხსნარის ფასები ავერსში
ჰარტმანის ხსნარის ფასები psp-ში
ჰარტმანის ხსნარის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ჰარტმანის ხსნარი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ჰარტმანის ხსნარის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ჰარტმანის ხსნარის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ჰიპოვოლემია
  • დეჰიდრატაცია გამოხატული, ნორმალური მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის ან სუსტი აციდოზისას
  • წყლისა და ელექტროლიტების დეფიციტი მძიმე ღებინების ან დიარეის შემდეგ
  • ვრცელი დამწვრობების შემდეგ
  • პერიტონიტი
  • ინფექციები მძიმე
  • ექსტრაცელური სითხის მოცულობის შენარჩუნება ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, რაც იძლევა ჰემოტრანსფუზიის დროებით გადადების საშუალებას
  • სისხლდანაკარგი მნიშვნელოვანი
  • შოკი
  • ტრავმები

ჰარტმანის ხსნარის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰარტმანის ხსნარი შემადგენლობით და ოსმოლარობით შეესაბამება უჯრედგარე სითხეს. ამიტომ გამოიყენება უჯრედგარე სითხისა და ელექტროლიტების ასანაზღაურებლად, ასევე მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირებისთვის. თეორიულად ჰარტმანის ხსნარი უმჯობესია ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ საინფუზიო ხსნარზე, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს სამი მნიშვნელოვანი კათიონის (Na+, K+ და Ca2+)- ს უჯრედგარე სითხეში შევსებას. ლაქტატი მეტაბოლიზდება ორგანიზმში ბიკარბონატად, ამიტომ ხსნარს აქვს დამატუტიანებელი მოქმედება.

ჩვენებები

ჰიპოვოლემია და გამოხატული დეჰიდრატაცია ნორმალური მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის ან სუსტი აციდოზისას, მათ შორის წყლისა და ელექტროლიტების დეფიციტის აღდგენისთვის მძიმე ღებინების ან დიარეის შემდეგ, ვრცელი დამწვრობების შემდეგ, პერიტონიტის, მძიმე იფნექციებისას.

ექსტრაცელური სითხის მოცულობის შენარჩუნება ქირურგიულ ჩარევამდე და მის შემდეგ, რაც იძლევა ჰემოტრანსფუზიის დროებით გადადების საშუალებას; მკურნალობის საწყისი ეტაპი მნიშვნელოვანი სისხლდანაკარგისას, შოკის, ტრავმებისას.

მიღების წესები და დოზები

საერთო რაოდენობის დანიშვნა დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ მდგომარეობაზე. გამოიყენება 2500მლ-მდე დღეში ინტავენური ინფუზიის სახით, საშუალო სიჩქარით 60წვეთი/წუთში, 2,5მლ/კგ/სთ., გადაუდებელი მდგომარეობებისას გადასხმის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს 100 წვეთამდე წუთში.

საშუალო სადღეღამისო დოზა მოზრდილებისთვის – 1ლ, ბავშვებისთვის – 20-30 მლ/კგ.

პირველი 24 საათის განმავლობაში აუცილებელია სითხის დღე-ღამური მოთხოვნილების უზრუნველყოფა, პლიუს დეფიციტის ნახევარი, შემდეგი 2 დღის განმავლობაში 1/4¼ ნაწილი დეფიციტური სითხისა. ასე რომ დაკარგული სითხის საერთო დეფიციტი აღდგება 72 საათის განმავლობაში. ადრე დაკარგული სითხის ანაზღაურებისას აუცილებელია იმ დანაკარგის გათვალისწინება, რომელიც მიმდინარეობს და მისი აღდგენა.

გვერდითი მოვლენები

ჰიპერვოლემია, ჰიპერჰიდრატაცია, ჰიპერქლორემია; თრომბოფლებიტი; შფოთვა; ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა, ჰიპერვოლემია, ჰიპერტონული დეჰიდრატაცია, ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ან/და თირკმლის უკმარისობა, ჰიპერქლორემია, ალკალოზი, ღვიძლის უკმარისობა (ჰიდროკარბონატის ან ლაქტატის წარმოქმნის დაქვეითება), ჰიპერლაქტაციდემია. სიფრთხილით_სუნთქვის უკმარისობა, მწვავე დეჰიდრატაცია, ჰიპოპროტეინემია, გლუკოკორტიკოსტეროიდებით და კორტიკოსტეროიდებით თანმხლები თერაპია.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში იყენებენ ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის, აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების შესაძლო რისკს. პრეპარტის მიღებისას საჭროა ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, შესაბამისი კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო.

განსაკუთრებული მითითებები

გამოიყენება პლაზმის მოცულობის შენარჩუნებისთვის ფიზიოლოგიურ საზღვრებში გადაუდებელი მდგომარეობებისას.

მიღება რეკომენდებული არ არის Na+, K+ და Ca2+- ს გამოხატული დეფიციტისას. დიდი მოცულობით მიღებისას საჭიროა მჟავა-ტუტოვანი მდგომარეობის კონტროლი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში ჩვეულებრივ საკამრისია შეყვანის შეწყვეტა.

თირკმლის უკმარისობისას შეიძლება გამოიყენონ ჰემოდიალიზი მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის უწყვეტი კონტროლით.

შეიძლება მხოლოდ დაუზიანებელი ფლაკონების გამოყენება გამჭვირვალე ხსნარით!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

შესაძლოა ორგანიზმში ნატრიუმის შეკავების გაძლიერება შემდეგ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად მიღებისას: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანდროგენები, ანაბოლური ჰორმონები, ესტროგენები, კორტიკოტროპინი, მინერალკორტიკოიდები, ვაზოდილატატორები ან განგლიობლოკატორები.

კალიუმდამზოგველ დიურეზულებთან, აგფ ინჰიბიტორებთან და კალიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას იზრდება ჰიპერკალიემიის განვითარების რისკი.

საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში იზრდება მათი ტოქსიკური ეფექტების შესაძლებლობა.

ატუტიანებს შარდს და აფერხებს ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატების გამოყოფას. აჩქარებს Li+ და სალიცილატების გამოყოფას.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 15-25oC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 3 წელი.

გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

გაცემა რეცეპტით.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..