დიკლოფენაკი ამპულა

დიკლოფენაკი ამპულა

დიკლოფენაკის ამპულის ზოგადი ინფორმაცია

დიკლოფენაკი ამპულა. DICLOFENAC. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების – ფენილძმარჟავას წარმოებულების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება -დიკლოფენაკი. Diclofenac. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AB05. მწარმოებელი ფირმა – ჰემოფარმ ა.დ (სერბეთი).


დიკლოფენაკი ამპულა აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


დიკლოფენაკის ამპულის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

დიკლოფენაკი ამპულა. DICLOFENAC გამოდის 25მგ/3მლ ამპულის ფორმით. აღწერა: გამჭვირვალე ოდნავ მოყვითალო ხსნარი ბენზილის სპირტის სუსტი დამახასიათებელი სუნით. 1მლ ხსნარი შეიცავს აქტიური ნივთიერებას: დიკლოფენაკ ნატრიუმს – 25მგ/მლ. დამხმარე ნივთიერებებია: ბენზილის სპირტი, ნატრიუმის მეტაბისულფატი, მანიტოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.

დიკლოფენაკის (ამპულა) ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

დიკლოფენაკის (ამპულა) ფასები ფარმადეპოში
დიკლოფენაკის (ამპულა) ფასები ავერსში
დიკლოფენაკის (ამპულა) ფასები psp-ში
დიკლოფენაკის (ამპულა) ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც დიკლოფენაკი (ამპულა) , იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია დიკლოფენაკის  (ამპულა) ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

დიკლოფენაკის ამპულის აქტიური ნივთიერება

დიკლოფენაკი. Diclofenac. ქიმიური დასახელება –  2-[(2,6-დიქლორფენილ)ამინო] ბენზოლძმარმჟავა (და ნატრიუმის მარილის სახით). ბრუტო–ფორმულა: C14H11Cl2NO2. დიკლოფენაკს მიაკუთვნებენმ აასს – ძმარმჟავას წარმოებულების და მონათესავე ნაერთების ჯგუფს. CAS-კოდი:15307-86-5.

დიკლოფენაკის ამპულის სინონიმები

დიკლოფენაკი (DICLOFENAC, AVERSI, საქართველო), დიკლოფენაკი (Diclofenac, Batfarma, საქართველო).

დიკლოფენაკის ამპულის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ართრიტი რევმატოიდული
  • ართრიტი ფსორიაზული
  • ართრიტი იუვენილური, ქრონიკული
  • სპონდილოართრიტი მაანკილოზებელი
  • ართრიტი პოდაგრული
  • რევმატიული დაზიანება რბილი ქსოვილების
  • ოსტეოართროზი პრიფერიული, სახსრებისა და ხერხემლის
  • რადიკულარული სინდრომი
  • ლუმბაგო
  • იშიაზი
  • ნევრალგია
  • ალგოდისმენორეა
  • მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესები
  • ადნექსიტი
  • ტკივილის სინდრომი, პოსტტრავმული, რომელსაც ახლავს ანთება
  • ტკივილი ოპერაციის შემდგომი

დიკლოფენაკის ამპულის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
დიკლოფენაკს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივლგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. არაშერჩევითად თრგუნავს ციკლოოქსიგენაზა 1 –ს და 2-ს, არღვევს არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმს, ამცირებს პროსტაგლანდინების რაოდენობას ანთების უბანში. რევმატოიდული დაავადებებისას დიკლოფენაკის ანთების საწინააღმდეგო და ტკივლგამაყუჩებელი მოქმედება იწვევს ტკივილის გამოხატულების, დილის შებოჭილობის, სახსრბის შესიების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც აუმჯობესებს სახსრის ფუნქციურ მდგომარეობას. ტრავმებისას, ოპერაციის შემდგომ პერიოდში დიკლოფენაკი ამცირებს ტკივილის შეგრძნებებს და ანთებით შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკა
კუნში შეყვანისას 75მგ დოზით მაქსმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო – 15-30 წუთი, მაქსიმალური კონცენტრაცია – 1,9-4,8 (საშუალოდ 2,7) მკგ/მლ. შეყვანიდან 3 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციები შეადგენს საშუალოდ მაქსიმალურის 10%-ს.
პლაზმის ცილებთან კავშირი – 99%-ზე მეტი. (დიდი ნაწილი უკავშირდება ალბუმინს).
მეტაბოლზმი ხდება მრავალჯერადი ან ერთჯერადი ჰიდროქსილირების შედეგად და გლუკურონის მჟავსთან კონიუგირებით. პრეპარატის მეტაბოლიზმში მონაწილეობს P450 CYP2C9 ფერმენტული სისტემა. მეტაბოლიტების ფარმაკოლოგიური მოქმედება უფრო დაბალია ვიდრე დიკლოფენაკის.
სისტემური კლირენსი შეადგენს 350მლ/წთ, განაწილების მოცულობა-550მლ/წთ. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი-2 საათი. შეყვანილი დოზის 65% გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით; 1 %-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით, დოზის დანარჩენი ნაწილი მეტაბოლიტების სახით ნაღველით გამოიყოფა.
თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10მლ/წთ-ზე დაბალი) იზრდება მეტაბოლიტების ნაღველით გამოიყოფა, ამასთან სისხლში მათი კონცენტრაციის მომატება არ აღინიშნება.
ქრონიკული ჰეპატიტით ან კომპენსირებული ციროზით დაავადებულ პაცეიტენში დიკლოფენაკის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
დიკლოფენაკი აღწევს ლაქტატში.
ჩვენებები
საშუალო ინტენსივობისა და სხვადასხვა გენეზის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის:
– საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, ფსორიაზული, იუვენილური ქრონიკული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი; პოდაგრული ართრიტი, რბილი ქსოვილების რევმატიული დაზიანება, პრიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი (მათ შორის რადიკულარული სინდრომი);
– ლუმბაგო, იშიაზი, ნევრალგია;
– ალგოდისმენორეა, მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი პროცესები, მათ შორის ადნექსიტი;
– პოსტტრავმული ტკივილის სინდრომი, რომელსაც ახლავს ანთება;
– ოპერაციის შემდგომი ტკივილი.
მიღების წესები და დოზები
კუნთში შეიყვანება ღრმად. მოზრდილების ერთჯერადი დოზა – 75მგ (1 ამპულა). აუცილებლობისას შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა, მაგრამ არაუადრეს 12 საათისა.
გამოყენების ხანგრძლივობა არაუმეტეს 2 დღე, აუცილებლობის შემთხვევაში შემდეგ გადადიან დიკლოფენაკის პერორალურ ან რექტალურ მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი:
1%-ზე ხშირად – აბდომინალური ტკვილები, მუცლის შებერვის შეგრძნება, დიარეა, საჭმლის გადამუშავების დარღვევა, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, პეპტიური წყლული შესაძლო გართულებებით (სისხლდენა, პერფორაცია), კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენები; 1%-ზე იშვიათად – ღებინება, სიყვითლე, მელენა, განავალში სისხლის გამოვლენა, საყლაპავის დაზიანება, აფტოზური სტომატიტი, პირისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, ჰეპატიტი (შესაძლოა ფულმინანტური მიმდინარეობა), ღვიძლის ნეკროზი, ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი, მადის ცვლილება, პანკრეატიტი, ქოლეცისტოპანკრეატიტი, კოლიტი.
ნერვული სისტემა:
1%-ზე ხშირად _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
1%-ზე იშვიათად-ძილის დარღვევა, ძილიანობა, დეპრესია, გაღიზიანება, ასეპტიური მენინგიტის (უხშირესად სისტემური წითელი მგლურით და შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემური დაავადებებით დაავადებულ პაციენტებში), კრუნჩხვები, სისუსტე, დეზორიენტაცა, კოშმარული სიზმრები, შიშის შეგრძნება.
გრძნობათა ორგანოები:
1%-ზე ხშირად _ ხმაური ყურებში;
1-ზე იშვიათად – არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია, გემოვნების დარღვევა, სმენის შექცევადი ან შეუქცევადი დაქვეითება, სკოტომა.
კანის საფარი:
1%-ზე ხშირად _ კანის ქავილი, კანის გამონაყარი;
1-ზე იშვიათად – ალოპეცია, ჭინჭრის ციება, ეკზემა, ტოქსიური დერმატიტი, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), მომატებული ფოტომგრძნობელობა, წვრილწერტილოვანი სისხლჩაქცევები.
შარდ-სასქესო სისტემა:
1%-ზე ხშირად _ სითხის შეკავბა;
1%-ზე იშვიათად – ნეფროტოქსიური სინდრომი, პროტეინურია, ოლიგურია, ჰემატურია, ინტერსტიციული ნეფრიტი, პაპილარული ნეკროზი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, აზოტემია.
სისხლწარმომქმნელი და იმუნური სისტემის ორგანოები:
1%-ზე იშვიათად-ანემია (მათ შორის ჰემოლიზური და აპლაზიური ანემიები), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენიური პურპურა, ინფექციური პროცესების მიმდინარეობის გაუარესება (მანეკროზებელი ფასციიტის განვითარება, პნევმონიები).
სასუნთქი სისტემა:
1%-ზე იშვიათად – ხველა, ბრონქოსპაზმი, ხორხის შეშუპება, პნევმონიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
1%-ზე იშვიათად – არტერიული წნევის მომატება; გულის შეგუბებითი უკმარისობა, ექსტრასისტოლია, ტკვილი გულ-მკერდის არეში.
ალერგიული რეაქციები:
1%-ზე იშვიათად-ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ტუჩებისა და ენის შეშუპება, ალერგიული ვასკულიტი.
ადგილობრივი რეაქციები კუნთში შეყვანისას:
წვა, ინფილტრატი, ასეპტიური ნეკროზი, ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტეროიდული საშუალებების მიმართ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლოლოვან-ეროზიული დაზიანება (გამწვავების ფაზაში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ,,ასპირინული” ტრიადა, სისხლისწარმოქმნის დარღვევა, ჰემოსტაზის დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია), ორსულობა, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე), ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილით
ანემია, ბრონქული ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპების სინდრომი, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლოლოვან-ეროზიული დაზიანება გამწვავების გარეშე მიმდინარე, შაქრიანი დიაბეტი, დიდი ქირურგიული ჩარევების შემდგომი მდგომარეობა, ინდუცირებული პორფირია, ხანდაზმული ასაკი, დივერტიკულიტი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც პრეპარატს იყენებენ აუცილებლად თავი უნდა შეიკავონ იმგვარი მოქმედებებისგან, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქიურ და მამოძრავებელ რეაქციებს, თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლის მოხმარებისგან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ქოშინი, ცნობიერების დაბინდვა, ბავშვებში-მიოკლონური კრუნჩხვები, გულისრევა, ღებინება, აბდომინალური ტკივილები, სისხლდენები, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
მკრუნალობა: სიმპტომური თერაპია, ფორსირებული დიურეზი.
ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზრდის პლაზმაში დოგოქსინის, მეთოტრექსატის, ლითიუმის პრეპარატებისა და ციკლოსპორინების კონცენტრაციას.
აქვეითებს დიურეზულების ეფექტს კალიუმდამზოგველი დიურეზულების ფონზე ძლიერდება ჰიპერკალიემიის რისკი; ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური საშუალებების (ალტეპლაზა, სტრეპტოკინაზა, უროკინაზა) ფონზე მატულობს სისხლდენების რისკი (უფრო ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან).
ამცირებს ჰიპოტენზიური და საძილე საშუალებების ეფექტს.
ზრდის სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდული საშუალებების გვერდითი ეფექტების შესაძლებლობას (სისხლდენები კუჭ-ნაწლავს ტრაქტში), მეთოტრექსატის ტოქსიურობასა და ციკლოსპორინების ნეფროტოქსიურობას.
აცეტილსალიცილის მჟავა აქვეითებს სისხლში დიკლოფენაკის კონცენტრაციას.
პარაცეტამოლთან თანადროული გამოყენება ზრდის დიკლოფენაკის ნეფროტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს.
ამცირებს ჰიპოგლიკემიური საშუალებების ეფექტს.
ცეფამანდოლი, ცეფოპერაზონი, ცეფოტეტანი, ვალპროის მჟავა და პლიკამპიცინი ზრდიან ჰიპოპროთრომბინემიის განვითარების სიხშირეს.
ციკლოსპორინები და ოქრს პრეპარატები ზრდიან დიკლოფენაკის გავლენას პროსტაგლანდინების სინთეზზე თირკმელებში, რაც ზრდის ნეფროტოქსიკურობას.
ეთანოლთან, კოლხიცინთან, კორტიკოტროპინთან და კრაზანას-ს პრეპარატებთან თანადროული დანიშვნისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში სისხლდენების განვითარების რისკი.
დიკლოფენაკი აძლიერებს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატების მოქმედებას.
მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი პრეპარატები, ზრდიან პლაზმაში დიკლოფენაკის კონცენტრაციას, ამგვარად ზრდიან მის ტოქსიურობასაც
შენახვის პირობები და ვადები
სია ბ. ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 15-25˚ჩ ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.