ალინატი (გრანული)

ალინატი (გრანული). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ალინატი (გრანული)-ის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

ალინატი (გრანული)-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები


ალინატი (გრანული) აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა: ტუხტის ფესვები, ხეჭრელის ქერქი, ძირტკბილას ფესვები, კამის თესლი, სელის თესლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ საფაღარათო მოქმედება. ანტრაცენნაწარმები აღიზიანებენ ნაწლავის ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ სწორი ნაწლავის პერისტალტიკას. ეფექტი ვლინდება მიღებიდან 6-10 სთ-ის შემდეგ, არ გააჩნია შეჩვევის სინდრომი და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. მისი მიღების ფონზე ვითარდება რეგულარული განავალი, რაც გამოარჩევს აღნიშნულ პრეპარატს სხვა საფაღარათო საშუალებებისაგან, რომლებიც მოქმედებენ ძლიერად,მაგრამ იწვევენ ფაღარათს და ნაწლავებში ტკივილს.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება.
გამოიყენება ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ჰიპოტონიით და მსხვილი ნაწლავის მოდუნებული პერისტალტიკით. ეფექტურია ატონიური და სპასტიური ყაბზობის სამკურნალოდ.

გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი:: გამა, ნატურფარმი, საქართველო

გაფრთხილება