ამბროქსოლი

ამბროქსოლი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ამბროქსოლის საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი/ ambroxol hydrochloride

ამბროქსოლის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები


ამბროქსოლი აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი;
1 ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კოპოვიდონი, აეროსილი, კალციუმის სტეარატი, კროსპოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი – სინთეზური სეკრეტოლიტური და სეკრეტომოტორული პრეპარატი. ის ასტიმულირებს ბრონქებში ლორწოს წარმოქმნას, ხელს უწყობს მის გათხელებას და აუმჯობესებს გამოყოფას მოციმციმე ეპითელის აქტივობის გაზრდის ხარჯზე. ამბროქსოლი ზრდის ფილტვებში სურფაქტანტის კონცენტრაციას და ხელს უწყობს მისი განადგურების თავიდან აცილებას. გააჩნია უმნიშვნელო ხველის საწინააღმდეგო ეფექტი. ამბროქსოლი ახდენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები, ასტიმულირებს ადგილობრივ იმუნიტეტს.

ჩვენებები
სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს წებოვანი სეკრეტის ელიმინაციის გაძნელება (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიური დაავადება, ტრაქეიტი, ლარინგიტი, ფარინგიტი). ბრონქული ასთმა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, პნევმონია, ფილტვების მუკოვისციდოზი; ფილტვებზე ოპერაციის შემდეგ გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა. გამოიყენება ბრონქოსკოპიისათვის მოსამზადებლად და ჩატარებული გამოკვლევის შემდეგ.

უკუჩვენებები
ორსულობის პირველი ტრიმესტრი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ამბროქსოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია).

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადაზე მეტი დროის განმავლობაში.
ორსულობის II და III ტრიმესტრებში ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ დაავადების ნიშნები არ დაიწყებს გაქრობას ან პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება ან განვითარდება არასასურველი რეაქციები, აუცილებელია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდით მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
თუ პაციენტი იღებს სხვა პრეპარატებს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე. ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი ზრდის დოქსიციკლინის, ცეფუროქსიმისა და ამოქსიცილინის თერაპიულ ეფექტურობას. პრეპარატი იწვევს ფილტვებში რიფამპიცინის კონცენტრაციის მომატებას. ამ პრეპარატის გამოყენება შეიძლება გულის გლიკოზიდებთან, დიურეტიკებთან ერთად, თერაპიულად მიზანშეწონილია ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის კომბინაცია თეოფილინთან. არ არის რეკომენდებული ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის ერთდროული გამოყენება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რომლებიც აფერხებენ ნახველის გამოყოფას.

განსაკუთრებული მითითებები
მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატი სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად, თუმცა ამბროქსოლის ჰიდროქლორიდის გამოყენება თერაპიულ დოზებში არ იწვევს გვერდით მოვლელებს ჩვილებში.

მიღების წესი და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ იღებენ 1 ტაბლეტს დღეში 2-ჯერ, აუცილებლობისას კი – დღე-ღამეში 3-ჯერ. ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას ერთჯერადი დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე (2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-ჯერ. 5-დან 12 წლამდე ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 15 მგ (1/2 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-3-ჯერ, 2-დან 5 წლამდე ბავშვებში კი 7,5 მგ (1/4 ტაბლეტი) დღე-ღამეში 2-3-ჯერ. პრეპარატი მიიღება ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. თერაპიული დოზა ბავშვებში შეადგენს 1,2-1,6 მგ/კგ-ს დღე-ღამეში 2-3-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-14 დღეს. ჭარბი დოზის მიღების სიმპტომები: ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები აღწერილი არ არის, თუმცა შესაძლებელია საჭმლის მონელების მოშლა, ეპიგასტრალურ მიდამოში დისკომფორტი ან ტკივილები, კუჭის გადავსების შეგრძნება, გულისრევა, პირღებინება. ჭარბი დოზის მიღების სხვა შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. თერაპია – სიმპტომატური.

გვერდითი ეფექტები
ამბროქსოლი ხასიათდება კარგი ამტანობით, თუმცა ხანგრძლივი გამოყენებისას და დიდი დოზების მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭის წვა, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება; იშვიათად – ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება კანზე გამონაყრით, ჭინჭრის გამონაყრით და ანგიონევროტული შეშუპებით. შესაძლებელია ჰიპერსალივაცია, ცხვირის ლორწოვანის სეკრეციის მომატება, ჰიპერთერმია, დიზურია.
ნებისმიერი სახის ნეგატიური რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია სიმპტომატური თერაპიის ჩასატარებლად.

ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმტეს 25°ჩ-ზე.

გამოშვების ფორმა:
30მგ ტაბლეტი #20. 10 ტაბლეტი კონტურულ დანაყოფებიან შეფუთვაში. კოლოფში მოთავსებულია 2 კონტურული შეფუთვა.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Borshchahivskiy CPP, უკრაინა

გაფრთხილება

Share this...Share on Facebook
Facebook