ანტაციდ-ბიო

ანტაციდ-ბიო


ანტაციდ-ბიო აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


ანტაციდ-ბიო–ის ზოგადი ინფორმაცია

ანტაციდ-ბიო. Antacid-Bio. ანტაციდური  სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – ალუმინიუმის ჰიდროქსიდი + მაგნიუმის ტრისილიკატი. Aluminium hydroxide + Magnesium trisilicate. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბიოპოლუსი” (საქართველო).

ანტაციდ-ბიო–ის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ანტაციდ-ბიო. Antacid-Bio გამოდის საღეჭი ტაბლეტის ფორმით. 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს ალუმინის ჰიდროქსიდს _ 120 მგ-ს, მაგნიუმის ტრისილიკატს _ 250 მგ-ს. დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, საქაროზა, ნატრიუმის ბენზოატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, მენთოლი, პიტნის ზეთი.

ანტაციდ-ბიოს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე 

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ანტაციდ-ბიო,  იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში. აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ანტაციდ-ბიო ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ mpifarm@gmail.com

ანტაციდ-ბიოს ფასები ფარმადეპოში
ანტაციდ-ბიოს ფასები ავერსში
ანტაციდ-ბიოს ფასები psp-ში
ანტაციდ-ბიოს ფასები სხვა აფთიაქებში

ანტაციდ-ბიო–ის აქტიური ნივთიერებები

ალუმინიუმის ჰიდროქსიდი + მაგნიუმის ტრისილიკატი. Aluminium hydroxide + Magnesium trisilicate.

ანტაციდ-ბიო–ის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  •  კუჭის წყლულოვანი დაავადება
  • თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება
  • კუჭის წყლული პეპტიკური
  • გასტრიტი მწვავე, მომატებული სეკრეციის ფონზე
  • გასტრიტი ქრონიკული, მომატებული სეკრეციის ფონზე
  • ეზოფაგიტი
  • დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი
  • მეტეორიზმი
  • კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა
  • დისპეფსიური მოვლენები, ზოგიერთი სამკურნალო საშუალების (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) მიღებით გამოწვეული
  • ეპიგასტრიუმის დისკომფორტი, დიეტის დარღვევით გამოწვეული
  • ეპიგასტრიუმის ტკივილი  არეში, დიეტის დარღვევით გამოწვეული
ანტაციდ-ბიო–ის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტაციდ-ბიო ანტაციდური საშუალებაა. იგი კუჭში თავისუფალ მარილმჟავას ანეიტრალებს, რაც იწვევს კუჭის წვენის პეპტიკური აქტივობის შემცირებას. პრეპარატი ზრდის კუჭის წვენის PH-ს და აქვეითებს პეფსინის აქტივობას. ალუმინის ჰიდროქსიდი წარმოქმნის დამცავ ფენას, რომელიც თანაბრად ნაწილდება კუჭის ლორწოვან გარსზე და იცავს მას გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ჩვენებები
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
• კუჭის პეპტიკური წყლული;
• მწვავე და ქრონიკული გასტრიტი მომატებული სეკრეციის ფონზე;
• ეზოფაგიტი;
• დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
• მეტეორიზმი;
• კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა;
• ზოგიერთი სამკურნალო საშუალების (მაგ., ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები) მიღებით გამოწვეული დისპეფსიური მოვლენები და მათი პროფილაქტიკა;
• დისკომფორტი ან ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც გამოწვეულია დიეტის დარღვევით.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად. ტაბლეტი კარგად უნდა დაიღეჭოს.
მოზრდილებში ინიშნება 1-3 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, ჭამიდან 1-3 სთ-ის შემდეგ და ძილის წინ.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
სხვა: ხანგრძლივი გამოყენებისას – კუნთების სისუსტე, დაღლილობა, ოსტეომალაცია.
უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
• თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა;
• ალცჰაიმერის დაავადება;
• ჰიპოფოსფატემია;
• 12 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
მონაცემები პრეპარატის ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ არ მოიპოვება.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი არ ინიშნება კოლიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, ნაწლავების გაუვალობის, ყაბზობის, ქრონიკული დიარეის დროს.
ანტაციდ-ბიოსა და სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებისას საჭიროა 2-სთ-იანი ინტერვალის დაცვა. პრეპარატის მიღების ფონზე მცირდება ფოსფატების შეწოვა, იზრდება შარდით კალციუმის გამოყოფა, რამაც შეიძლება ორგანიზმში ფოსფორისა და კალციუმის ცვლის დარღვევა და ოსტეომალაციის განვითარება გამოიწვიოს.
ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა ორგანიზმში ფოსფორის საკმარისი რაოდენობით მიღების უზრუნველყოფა.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ჭარბი დოზირება
ინფორმაცია პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ერთდროული გამოყენებისას პრეპარატი ამცირებს ტეტრაციკლინების, სალიცილატების, ვალპროეს მჟავას, საგულე გლიკოზიდების, ფენიტოინის, პერორალური ანტიკოაგულანტების, რკინის შემცველი პრეპარატების, ფენოთიაზინის წარმოებულების, იზონიაზიდის, ციმეტიდინის, ციპროფლოქსაცინის, კეტოკონაზოლის შეწოვას.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
4 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).